დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, March 9, 2014

ლიხტენშტაინური კონცეპტი ძალიან გრძელი სახელით და...

New NanoFlowcell QUANT e-Sportlimousine is the Albatross of Evs
9 მარტი
„ნანოფლოუსელ კვანტ e-სპორტსლიმუზინ“ - ასე ჰქვია ამ ავტომობილს, რომლის შემუშავების დროსაც, მისმა ავტორებმა ბევრი საინტერესო გადაწყვეტა გამოიყენეს. მათგან ყველაზე საინტერესო, ელექტრული ენერგიის შესანახი საშუალებაა (სისტემა ნანოფლოუსელ), რომელიც პროექტის ავტორთა თქმით, მუშაობს როგორც ჩვეულებრივი ელემენტი და იმავდროულად, ფიჭური ელემენტიც. მის შუაში განლაგებულა მემბრანა, რომელიც ორ განსხვავებულ ქიმიურ ნივთიერებას აშორიშორებს.

სხვათა შორის, პროექტის ავტორ კომპანიას ასეც ჰქვია - „ნანოფლოუსელი“. მისი ავტომობილი კი, როგორც სახელიდანაც ჩანს და ცოტა უცნაურადაც ჟღერს, სპორტული ლიმუზინია. რაც შეეხება სიტყვა „კვანტს“, პროექტის ავტორთა თქმით, ენერგიის შესანახი ელემენტების შემუშავებისას, მათ კვანტურ ქიმიაში არსებული მიღწევები გამოიყენეს.
კონცეპტუალური ავტომობილი მართლაც ძალიან დიდია. მისი სიგრძე 5 257 მილიმეტრია და ამ მაჩვენებლით, „მერსედეს-ბენცის“ უახლესი S-კლასის გრძელბაზიან ვერსიაზე (5 240 მილიმეტრი) გრძელიც კია! ბორბლებს შორის ბაზა 3 198 მილიმეტრია, სიგანე 2 109 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1 357 მილიმეტრი. და ეს ყველაფერი არაა. ასეთ გიგანტს მოხლოდ ორი კარი აქვს, რომლებიც თოლიას ფრთის სტილში იღება და პრაქტიკულად მთელ სალონს ფარავს. კარების სიგრძე 2.0 მეტრს აღწევს!
ავტომობილის მოძრაობას ოტხი ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს. ყოველი მათგანი „თავის“ ბორბალს ემსახურება. მათი ჯამური მაქსიმალური სიმძლავრე 925 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი „ბუგატი ვეირონსაც“ (ძალიან) შეშურდება - თითოეული ძრავი 2 900 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, ჯამში კი მათი ძალა 11 600 ნიუტონმეტრს (!) აღწევს. ეს ყველაფერი საკმარისია იმისათვის, რომ „კვანტ e-სპორტსლიმუზინის“ 2 300 კილოგრამი ადგილიდან ასამდე 2.8 წამში აჩქარდეს, მაქსიმალური სიჩქარე კი 380 კმ/სთ-ს აღწევს.
„ნანოფლოუსელი“ ამბობს, რომ ენერგიის შესანახი ახალი ტიპის სისტემის შემუშავებაში მას პარტნიორობას თვით გერმანული კომპანია „ბოშ ენჯინეარინგი“ უწევს. ლიხტენშტაინელები ირწმუნებიან, სისტემის მასობრივ წარმოებას იგივე ეფექტი ექნება, რაც მზის და ქარის ენერგიის ეფექტურ შენახვას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, ახალი ტიპის ელემენტების მთავარი უარყოფითი თვისება, მათი სიმძიმეა, რაც სატრანსპორტო საშუალებებში მათს დანერგვას უშლის ხელს. სამაგიეროდ, ტექნოლოგიის ძლიერი მხარე, მაღალი ენერგო ტევადობა და დამუხტვის სისწრაფეა. წონის შემცირება კი სისტემის დახვეწის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
დაკიდევ: „ნანოფლოუსელი“ ირწმუნება, რომ მის ელემენტებში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები აბსოლუტურად უვნებელია გარემოსთვის. მათი ორი ავზი კი (მათს ტევადობაზე და წონაზე არაფერია ნათქვამი) საკმარის ელექტროლიტს იტევს იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული გაწყობით 400-600 კილომეტრის გავლა შეძლოს.
ლიხტენშტაინურ კომპანიას სურს, რომ თავისი კონცეპტუალური ავტომობილის საგზაო პროტოტიპები დაამზადოს, რომლებსაც ტესტირებისას გამოიყენებს. ტექნოლოგიის ჰომოლოგაცია კი მომავალ წელს იგეგმება.

No comments:

Post a Comment