Motor racing-Sauber retain Nasr and Ericsson for 2016
26 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის რბოლის წინ, „ზაუბერმა“
გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვისაც ფელიპე ნასრს და მარკუს ერიქსონს
დაიტოვებს. არადა, მანამდე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ 22 წლის ნასრის წაყვანა „უილიამსს“
სურს, რომელიც ბრაზილიელი პილოტით, ვალტერი ბოტასს ჩაანაცვლებს. თავის მხრივ, გავრცელდა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოტასის კონტაქტი „ფერარიმ“ გამოისყიდა, რომელსაც
კიმი რაიკონენის შეცვლა სურს.