დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 27, 2015

„სუზუკი“ მოდელ „ვიტარას“ ვერსია „უებ ბლექ ედიშნს“ გამოუშვებს

2015 Suzuki Vitara Web Black Edition Arriving in Europe in March
27 იანვარი
მალე „სუზუკი“ ევროპაში ახალი, მეოთხე თაობის „ვიტარას“ გაყიდვას დაიწყებს, მისი „მახარობელი“ კი ავტომობილის საწყისი ვერსია „უებ ბლექ ედიშნ“ გახდება, რომელზეც შეკვეთების მიღებას, კომპანია თავის ვებ-გვერდზე  31 იანვარს დაიწყებს (რაზეც მის მეტსახელში სიტყვა უებ მიგვანიშნებს). ევროპის ბაზარზე კი ის ხელმისაწვდომი მარტიდან იქნება. შეგახსენებთ, რომ ახალი „ვიტარას“ მსოფლიო პრემიერა პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე გაიმართა.

„ტოიოტა სუპრას“ შემცვლელი „კორვეტზე“ ძვირი ეღირება

Toyota Supra Successor To Cost More Than Corvette
27 იანვარი
„ტოიოტა“ თავისი ახალი სპორტული მოდელის პლატფორმაზე მუშაობს, რაშიც მას პარტნიორობას „ბეემვე“ უწევს. ამ ავტომობილს ამჟამად „სუპრას“ შემცვლელად მოიხსენიებენ, რადგან შესაძლოა, ბაზარზე ის სხვა სახელით წარსდგეს. იაპონურმა კომპანიამ მისი კონცეპტუალური ვერსია FT-1-ის სახით გვიჩვენა. თავის მხრივ, პლატფორმას ბავარიული კომპანიაც გამოიყენებს, რომელიც მასზე შემდეგი თაობის Z4-ს გამოუშვებს.

ფორმულა 1-ში შეიძლება 1000-ცხენისძალიანი ძრავები დაბრუნდეს

Formula 1 to Return to 1000bhp+ Turbocharged Engines in 2017?
27 იანვარი
არაა გამორიცხული, რომ 2017 წლის სეზონიდან, ფორმულა 1-ში ძრავების ახალი რეგლამენტი ამოქმედდეს. და ამას რამდენიმე საფუძველი ექნება. ჯერ ერთი, მაყურებლებს არ მოსწონთ დაბალხმიანი ბოლიდები. მეორეც, სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მალე GP2-ის მანქანები ფ1-ისაზე სწრაფი გახდბა. და მესამე: ფ1-ის მანქანები ძალიან ადვილად სამართავი გაზდა და ამიტომ, ავტოსპორტის უმაღლეს ლიგაში, სულ უფრო ხშირად იწვევენ ძალიან ახალგაზრდა პილოტებს და ეგრეთ წოდებულ პაი პილოტებს.

ხერესში „მერსედესის“ ახალ ძრავებს მხოლოდ ორი გუნდი გამოიყენებს

Only Mercedes, Williams to test 2015 engine at Jerez
27 იანვარი
რამდენიმე დღეც და ფორმულა ერთის ახალი სეზონი დაიწყება - ხერესში გუნდები პირველ ტესტებს გამართავენ. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს მათი ახალი მანქანების და ძრავების შესაძლებლობები. ტესტების შემდეგ ხომ უკვე შეიძლება ზერელე წარმოდგენის შექმნა იმაზე, თუ ვისგან უნდა ველოდოთ ლიდერობას და რომელი გუნდი გაუცრუებს თავის ფანებს იმედებს.

Monday, January 26, 2015

SVR „დისქავერი სპორტის“ საკუთარი ვერსიის გამოშვებას არ გეგმავს

No Land Rover Discovery Sport SVR Planned, But Performance Model Possible
26 იანვარი
„ლენდ როვერის“ სატუნინგო შტო SVR-ის დანშნულება ისაა, რომ სერიულ ავტომობილების ბაზაზე, მათი მრავალმხრივ გამორჩეული ვერსიები შესთავაზოს მყიდველს. მაგალითად ისეთები, როგორებსაც კონკურენტები აწარმოებენ. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ SVR-მა უახლესი „დისქავერი სპორტის“ ასეთი ვერსიის შექმნისგან თავი შეიკავოს.

„ფორდის“ ტრიუმფი დეიტონას 24 საათზე

Daytona 24 Hours: Ganassi's Dixon, Kanaan, McMurray and Larson win
26 იანვარი
ამერიკული ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საჯინიბოს, „ჩიპ განასი რეისინგის“ ეკიპაჟმა, რომლის სარბოლო პროტოტიპიც „ფორდის“ სერია ეკობუსტის ძრავითაა აღჭურვილი, ზედიზედ მეორედ მოიგო პრესტიჟული რბოლა - დეიტონას 24 საათი. გამარჯვებული ეკიპაჟის საჭესთან ერთმანეთს ოთხი მრბოლი - ახალზელანდიელი სკოტ დიქსონი, ბრაზილიელი ტონი კანაანი, ამერიკელი ჯეიმი მაკმარი და ამერიკელი კეილი კაილი მიიატა ლარსონი ენაცვლებოდა.

„ლოტუსი“ დიდ წინსვლას მოელის

Motor racing-Lotus expect huge step forward in 2015
26 იანვარი
„ლოტუსმა“ ინტერნეტით თავისი ახალი ბოლიდის, „E23 ჰაიბრიდის“ კომპიუტერული ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა და განაცხადა, რომ ახალ სეზონში გაცილებით კონკურენტუნარიანები იქნებიან. ბრიტანულმა გუნდმა უარი თქვა „რენოს“ ჰიბრიდულ აგრეგატზე და „მერსედესის“ კლიენტთა კოჰორტას შეუერთდა.

„ფერარიმ“ ახალ ბოლიდს SF15-T უწოდა

Ferrari F1 team reveals name of 2015 car
26 იანვარი
ახალი ბოლიდის ოფიცალურ წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, „ფერარიმ“ მისი სახელი გაგვაცნო. ავტომობილს, რომლითაც კიმი რაიკონენი და სებასტიან ფეტელი, მარანელოელთათვის კიდევ ერთ ძნელ სეზონს (ისინი ამას თავადვე აღიარებენ) ჩაატარებენ, SF15-T უწოდეს.

„ფერარი 250 LM“ 9.6 მილიონ დოლარად გაიყიდა

Ferrari 250 LM with a Weird Past Sold for a Cool $9.6 Million
26 იანვარი
ქალაქ ფინიქსში (შტატი არიზონა) გამართულ აუქციონზე, 1964 წელს გამოშვებული „ფერარი 250 LM“ 9 600 000 დოლარად გაიყიდა. თავის დროზე, ამ ავტომობილით მარანელოელებმა თავიანთი ლეგენდარული მოდელი 250 GTO შეცვალეს. „ფერარი 250 LM“ 3.3-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 320 ცხენის ძალას ავითარებს. მისი დახმარებით, ავტომობილს მაქსიმუმ 286 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია.

Sunday, January 25, 2015

ოჟიემ ტიტულის მეორე დაცვა მონტე კარლოში გამარჯვებით დაიწყო

Rallying-Ogier wins Monte Carlo to boost third world title bid
25 იანვარი
მარცხნიდან: სებასტიან ოჟიე, მონაკოს პრინცი ალბერ რენიე და ოჟიეს ნავიგატორი ჟულიან ინგრასია
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რალიში, ფრანგმა სებასტიან ოჟიემ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მან ზედიზედ მეორედ მოიგო მონტე კარლოს რალი და ასე შეუდგა თავისი ტიტულის დაცვის კამპანიას. თოვლიანსა და მოყინულ გზაზე, ოჟიემ პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაატარა ოთხდღიანი რბოლა და თავის უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელს ფინეთიდან, იარი-მატი ლატვალას თითქმის წუთით აჯობა. მესამე ადგილიც გერმანული კომპანიის გუნდის წევრმა, ნორვეგიელმა ანდრეას მიკელსენმა დაიკავა.

ლოები რალის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაუბრუნდება

Sebastien Loeb not planning to return to rally in 2015
25 იანვარი
მიუხედავად იმისა, რომ სებასტიან ლოებმა რალი მონტე კარლოზე შესანიშნავად იასპარეზა და ყველაზე მეტი სპეცმონაკვეთი მოიგო, პარასკევის ერთ-ერთ მონაკვეთზე დაშვებული შეცდომა ძალიან ძვირად დაუჯდა - ოთხდღიანი რბოლა მერვე ადგილზე დაასრულა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებას აღარ აპირებს.

Saturday, January 24, 2015

„აკურა NSX-ის“ დებიუტი დეტროიტში

2016 Acura NSX Debuts at Detroit
24 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიახლე, „ჰონდას“ პრემიუმ ბრენდ Acura-ს სუპერ ავტომობილი NSX გახდა. იაპონური კომპანია ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას, ორი წელი ატარებდა გამოფენიდან გამოფენაზე, ბოლოს კი სერიული ავტომობილიც გვიჩვენა. ეს ავტომობილი, ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რომლებსაც ისედაც ველოდით. თუმცა როგორც შოუს დროს გაირკვა, „ჰონდამ“ მოლოდინსაც გადააჭარბა.

„ფორდი“ გერმანიაში წარმოებას გაზრდის

Ford Increasing Fiesta, Focus and C-MAX Production in Germany
24 იანვარი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ თავის ორ გერმანულ, ზაარლუისის და კიოლნის ქარხნებში, წარმოებას გაზრდის, რისი მიზეზიც, ამ ქარხნებში წარმოებულ რამდენიმე მოდელზე მოთხოვნის ზრდაა. ზაარლუისის ქარხანაში „ფოკუსს“, „C-მაქსს“ და „გრანდ C-მაქსს“ აწარმოებენ. იქ დღიური წარმოება 1770 ავტომობილია, მალე კი 240 ერთეულით გაიზრდება. ამ ავტომობილებიდან პირველი ორი, ცისფერი ოვალის ყველაზე გაყიდვადი (ევროპის ბაზარზე) ავტომობილების სიაში, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებს იკავებს.

Friday, January 23, 2015

„ლამბორგინი ურაკანი“ სარბოლო ფორმაში

This is Lamborghini's New Huracán GT3 Racer
23 იანვარი
„ლამბორგინიმ“ საბურველი მოხსნა თავის ახალ სარბოლ ავტომობილ „ურაკან GT3-ს“, რომელიც სხვადასხვა სერიების რბოლებში, ამ სეზონის მოერე ნახევრიდან ჩაერთვება. ეს ავტომობილი განსხვავდება „ურაკან LP 620-2 სუპერ ტროფეოსგან“, რომელიც „ლამბორგინი ბლანპენის“ სერია სუპერ ტროფეოს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატებში იასპარეზებს. „ურაკან GT3“ განკუთვნილია გაცილებით რთული რბოლებისთვის, როგორებიცაა „ბლანპენის“ გამძლეობაზე რბოლების სერიის ხუთი ევროპული ეტაპი, მათ შორის, სპა-ფრანკორშანის 24-საათიანი რბოლა.

Thursday, January 22, 2015

„ტოიოტა“ ისევ პირველია

Toyota tops VW to remain world's largest automaker
22 იანვარი
„ტოიოტა მოტორ კორპორეიშნმა“ შარშან თავისი თავისი არსებობის განმავლობაში პირველად, 10 მილიონზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა და ამით, მსოფლიო ლიდერობა შეინარჩუნა. იაპონური კომპანიის ანგარიშზე 10.23 მილიონი გაყიდული ავტომობილია, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ უკან ჩამოეტოვებინა გერმანული „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი.