დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 21, 2014

„ბეემვე“ სუპერ ავტომობილის გამოშვებას არ აპირებს

BMW Supercar Not Possible Due to Lack of Resources – Report
21 ოქტომბერი
ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ „ბეემვე“ საკუთარ ასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით, სუპერ ავტომობილს გამოუშვებდა. მაგრამ როგორც ირკვევა, ბავარიულ კომპანიას ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არ გააჩნია. უფრო სწორედ, ასეთ ძვირადღირებულ საქმეში ინვესტირების სურვილი არ აქვს. ცნობისათვის, „ბეემვეს“ ასი წელი 2016 წელს შეუსრულდება.

„ფორდი“ დაგენჰემის დიზელის ახალ ძრავებს გამოუშვებს

Ford to produce a range of cleaner diesel engines at Dagenham
21 ოქტომბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ დამატებით 190 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებს დაგენჰემის ქარხნის მოდერნიზაციაზე, რისი მიზანიც, ამ ქარხანში 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავების წარმოებაა. ამ ძრავებით მსუბუქი ავტომობილების გარდა, კომერციული ავტომობილებიც აღიჭურვება. ქარხნის მოდერნიზაცაში მონაწილეობას ბრიტანეთის მთავრობაც მიიღეს. შედეგად, მასში დასაქმებულთა რაოდენობა 318-ით გაიზრდება.

„რეინჯ როვერ ევოუკს“ უკვე ჩინეთშიც აწარმოებენ

Range Rover Evoque Now Made in China As Well
21 ოქტომბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ თავის ისტორიაში პირველი არაბრიტანული ქარხანა ჩინეთში, თავის პარტნიორთან, კომპანია „ჩერი ავტომობილთან“ ერთად გახსნა. ქარხანა ქალაქ ჩანჩუში მდებარეობს და იქ უკვე დაიწყო „რეინჯ როვერ ევოუკის“ წარმოება. 2016 წლიდან კი იმავე ქარხანაში ბრიტანული კომპანია კიდევ ორი მოდელის წარმოებას დაიწყებს.

კარლოს საინს უმცროსის მომავალი გაურკვეველია

Marko yet to tell Sainz of plans for 2015
21 ოქტომბერი
შარშანდელი სეზონის შემდეგ, როცა „ტორო როსომ“ რუსი დანილ კვიატი აიყვანა, „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამის კიდევ ერთმა მრბოლმა, კარლოს საინს უმცროსმა განცხადა, რომ ამ ეტაპზე, ფ1-ში გადასვლა მის გეგმებში არც შედიოდა და ნაადრევ დებიუტს, კიდევ ერთი სეზონით მოცდა ერჩივნა. ეს სეზონი მან ფორმულა „რენო“ 3.5-ში გაატარა და მის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე, ჩემპიონის ტიტულიც გაინაღდა.

კუბიცა ისევ ფ1-ში დაბრუნებაზე ფიქრობს

Surgery could put Kubica return back on track
21 ოქტომბერი
რობერტ კუბიცას ისევ აქვს იმის იმედი, რომ ფორმულა ერთს დაუბრუნდება. ამისათვის პირველ რიგში, მას ტრავმირებულ ხელზე კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება სჭირდება, რათა მაჯის, ხელის მტევნის და იდაყვის ფუნქციები სრულად აღიდგინოს. მხოლოდ ამ ოპერაციის შემდეგ გამოჩნდება, შეძლებს თუ არა პოლონელი მრბოლი დიდი პრიზების ცირკში დაბრუნებას.

Monday, October 20, 2014

ავტომობილით მთვარემდე და უკან და უფრო მეტი

This Guy Covered The Distance From Earth to Moon and Back with a 1988 Mercedes G-Class
20 ოქტომბერი
„მერსედეს-ბენცის“ G-კლასის უგზოობის ავტომობილი რომ გამძლე და საიმედ ავტომობილია, ისედაც ყველამ კარგად იცის. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, თუ ამ ავტომობილით მთელი მსოფლიოს მოვლა, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე მანძილზე 2.2-ჯერ მეტის გავლა იქნებოდა შესაძლებელი. ამ მოგზაურობაში 26 წელი გავიდოდა და ამ დროის განმავლობაში, ავტომობილი ეკიპაჟის წევრების მიერ ჩატარებულ მომსახურებას და რემონტს დასჯერდებოდა.

ჰულკენბერგი „ფორს ინდიაში“ დარჩა

Force India have confirmed Nico Hulkenberg will remain with the team in 2015
20 ოქტომბერი
„ფორს ინდიამ“ გამოაცხადა, რომ ნიკო ჰულკენბერგი მომავალ სეზონშიც მისი ბოლიდით იასპარეზებს. გუნდი გერმანელს ფ1-ში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პილოტად მოიხსენიებს. ჰულკენბერგისთვის ეს ფ1-ის კაერიერაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ზედიზედ ორ სრულ სეზონს ერთსა და იმავე გუნდში გაატარებს.

Sunday, October 19, 2014

„ფერარი 458“ წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით აღიჭურვება

Ferrari 458 to get new twin-turbo V8
19 ოქტომბერი
„ფერარი“ თავის პოპულარულ მოდელ 458-ის განახლებულ ვარიანტს ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. ამ ავტომობილის მთავარი თავისებურება, წყვილი ტურბო კომპრესორით აღჭურვილი V8 ძრავი გახდება. და ეს იქნება პირველი ახალი ავტომობილი, რომელსაც მარანელოელები სერჯო მარკიონეს ხელმძღვანელობით გამოუშვებენ.

„ფორდი“ ევროპის ბაზარზე პლაგ-ინ ჰიბრიდებსაც შეიტანს

Ford Mulls Selling U.S.-Market Plug-In Hybrids In Europe
19 ოქტომბერი
ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფორდის“ ჰიბრიდული ავტომობილები პოპულარობით სარგებლობს. და მალე ამავე ავტომობილებს ამერიკული კომპანია ევროპაშიც შეიტანს. მართალია, ევროპაში ამ ტიპის ავტომობილები პოპულარობით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ ადრე თუ გვიან, სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება და „ფორდს“ სურს, რომ ტრენდის შეცვლას მყარი პოზიციით დახვდეს.

Saturday, October 18, 2014

„მაზდა2“ იაპონიის საუკეთესო ავტომობილი გახდა

Mazda2 Wins Japan's Car of the Year Beating Mercedes C-Class and BMW i3
18 ოქტომბერი
„მაზდას“ სუბკომპაქტურმა ჰეჩბეკმა „დემიომ“, რომელიც ევროპაში „მაზდა2-ის“ სახელით იყიდება, იაპონიის 2014-2015 წლების საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა. კონკურსის ბოლო ეტაპზე, მან „მერსედეს-ბენცის“ C-კლასის სედანს 19 ქულით აჯობა. ეს ბოლო სამ წელიწადში „მაზდას“ მეორე ავტომობილია, რომელმაც იაპონიის საუკეთესოს წოდება მოიპოვა - 2012-2013 წლებში მსგავსი აღიარება უგზოობის CX-5-მა მიიღო.

„ლენდ როვერმა“ „დისქავერი სპორტის“ წარმოება დაიწყო

Land Rover Hands Over First Discovery Sport Produced to Virgin Galactic
18 ოქტომბერი
პარიზის მოტორ შოუზე დებიუტიდან ორი კვირის შემდეგ, „იაგუარ ლენდ როვერმა“ თავის ჰელივუდის ქარხანაში, უახლესი „დისქავერი სპორტის“ წარმოება დაიწყო. ეს პრემიერა ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია იმ გეგმისა, რომელიც შემდგომ ხუთ წელიწადში, ბაზარზე 50 მნიშვნელოვან აქციას, მათ შორის, ახალი ავტომობილების წარმოების დაწყებას ითვალისწინებს.

Friday, October 17, 2014

ბატონი შესაძლოა „პორშეში“ გადავიდეს

Button may join Porsche in the WEC
17 ოქტომბერი
არაა გამორიცხული, რომ ჯენსონ ბატონი ფორმულა ერთში თავის ბოლო სეზონს ატარებს. მაგრამ მისი მრბოლის კარიერა ამით არ დასრულდება. პადოკში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატონი მოლაპარაკებას „პორშეს“ LMP1 პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირების, გერმანული კომპანიის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. და არაა გამორიცხული, რომ ის მარკ ვებერის გზას გაჰყვეს, რომელიც ამ სეზონიდან სწორედ „პორშესთან“ ერთად მონაწილეობს გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში.

Thursday, October 16, 2014

„ლამბორგინიმ“ ათ თვეში 3 000 ცალი „ურაკანი“ გაჰყიდა

Lamborghini Sold 3,000 Huracán Sports Cars in Just 10 Months
16 ოქტომბერი
„ლამბორგინის“ უახლესი ავტომობილი „ურაკანი“ დებიუტისთანავე ნამდვილი ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. იტალიურმა კომპანიამ გაყიდვების დაწყებიდან პირველ ათ თვეში ის 3 000 ცალი გაჰყიდა. აქედან მარტო აშშ-ში 1000 ცალი „ურაკანია“ გაყიდული. შედარებისთვის, შარშან სანტ’აგატა ბოლონეზელებმა 2 121 ავტომობილის რეალიზება შესძლეს.

„სიტროენი“ უგზოობის სტილის C1-ის გამოშვებასაც აპირებს

Citroen mulls production of SUV-styled C1
16 ოქტომბერი
„სიტროენის“ მთავარი აღმასრულებელი ლინდა ჯეკსონი აცხადებს, რომ თუ პარიზის მოტორ შოუზე წარდგენილ კონცეპტუალურ პატარა ქროსოვერ „C1 ურბან რაიდზე“ კარგ გამოხმაურებას მიიღებს, მას სერიულადაც გამოუშვებს. პოტენციური მყიდველის აზრის შესასწავლად, ფრანგულმა კომპანიამ თავისი სტენდის დამთვალიერებლებს შესაბამისი კითხვა დაახვედრა. შოუ 19 ოქტომბერს დასრულდება.

სრულიად ახალი „ფორდ S-მაქსი“ პარიზში

2015 Ford S-Max Is a Posh Family Hauler
16 ოქტომბერი
ახალი „მუსტანგისა“ და „მონდეოს“ გარდა, „ფორდმა“ პარიზის მოტორ შოუზე კიდევ ერთი ახალი ავტომობილი - მეორე თაობის მრავალმხრივი დანიშნულების (მინივენი) „S-მაქსი“ წარადგინა. პირველი, რაც ამ ავტომობილის ნახვისას იქცევს ყურადღებას, მისი გლუბი, სპორტული პროფილია. გარდა ამისა, ის კომფორტითაც გამოირჩევა, ეკიპირების მრავალფეროვნებითაც და ძალიან ეფექტური ძრავებითაც.