2015 Ford S-Max Is a Posh Family Hauler
16 ოქტომბერი
ახალი „მუსტანგისა“ და „მონდეოს“ გარდა, „ფორდმა“
პარიზის მოტორ შოუზე კიდევ ერთი ახალი ავტომობილი - მეორე თაობის მრავალმხრივი
დანიშნულების (მინივენი) „S-მაქსი“ წარადგინა. პირველი, რაც ამ ავტომობილის
ნახვისას იქცევს ყურადღებას, მისი გლუბი, სპორტული პროფილია. გარდა ამისა, ის
კომფორტითაც გამოირჩევა, ეკიპირების მრავალფეროვნებითაც და ძალიან ეფექტური
ძრავებითაც.
ძრავების გამაში ბენზინის და დიზელის აგრეგატები
შედის. შეთავაზებაშია 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელი TDCi, რომელიც საბაზო შესრულებით
120 ცხენის ძალას ავითარებს. მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია
შეწყვილებული. ამასთან, მყიდველს ამავე ძრავის 150 და 180-ცხენისძალიან ვერსიებსაც
შესთავაზებენ. ამ ძრავების შემთხვევაში, ავტომობილის მყიდველს 6-საფეხურიან
ავტომტურ კოლოფსაც შესთავაზებენ, რომელიც ძრავს ორქუროიანი გადაბმულობით უკავშირდება.
ბენზინის ძრავების გამაში, ლიტრაჟის მიხედვით,
გაცილებით დიდი არჩევანია. მასში შედის 1.5-ლიტრიანი ეკობუსტი, რომელიც 160 ცხენის
ძალას იძლევა და 2.0-ლიტრიანი ძრავი 240 ცხენის ძალით. ეკონომიური ავტომობილის
შეძენის მსურველთ, დამატებით შესთავაზებენ ავტომატურ სტარტ/სტოპს, რადიატორის
ცხაურის აქტიურ ჩამკეტს, ასევე რეგენერაციულ საზრიან დასამუხტს.
სიახლეა საჭის ადაპტირებადი მექანიზმი, რომელიც
ბორბლებსა და საჭის რგოლს შორის გადაცემის რიცხვს, ავტომობილის სიჩქარის
შესაბამისად არეგულირებს. მაგალითად, ქალაქში მოძრაობისას და პარკირებისას, ერთი
ბოლოდან მეორე ბოლომდე, მოსაბრუნებლად, ნაკლები ბრუნია საჭირო. მაღალ სიჩქარეზე კი
ბორბლებიდან საჭეზე უკეთესი უკუკავშირია, რაც მაღალ სიჩქარეზე მანევრულობას
აუმჯობესებს.
გარდა ამისა, ავტომობილს აქვს ინტეგრალური უკანა
საკიდარი, რომელიც ასევე აუმჯობესებს მართვას, ისევე როგორც ინტელექტუალური სრულ
ამძრავიანი სისტემა. ახალი ავტომობილის კიდევ ერთი გამორჩეული სიახლეა მთავარი დინამიური
შუქდიოდური ფარები. როგორც „ფორდი“ განსაზღვრავს, ესაა უანარეკლო მაღალჭავლური განათება.
სალონში
შვიდი სავარძელია, რომლებიც 32 სხვადასხვა კომბინაციას ქმნიან. შესაბამისად, ინტერიერი
შეიძლება მოიმართოს მაქსიმალური მგზავრების, ან ტვირთის მისაღებად. საერთოდ,
სალონი უფრო მდდრულია, რასაც მაღალი ხარისხის მასალები და თანამედროვე ტექნიკა განაპირობებს,
რომელიც იმავდროულად, უფრო იოლი გამოსაყენებელიცაა. ცენტრალურ კონსოლზე 8.0-დუიმიანი
სენსორული ეკრანი განთავსდა, რომელიც „ფორდის“ ინფოტაინმენტ სისტემა SYNC 2-ის ნაწილია.
ციფრულია მაჩვენებლების დაფაც. სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა პარკირების
ელექტრონული მუხრუჭი, რომელიც სალონში დამატებით ადგილს ათავისუფლებს.
No comments:
Post a Comment