დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 15, 2014

ბატონი მაგნუსენის მომავალზე დარდობს

Button worried about rookie Magnussen's future
15 ოქტომბერი
ჯენსონ ბატონი ამბობს, რომ თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელის, კევინ მაგნუსენის მომავალი აფიქრებს. როგორც ცნობილია, „მაკლარენს“ ჯერ არ გადაუწყვეტია, მომავალი სეზონისთვის რომელ პილოტებზე გააკეთოს არჩევანი. საბოლოო გადაწყვეტილება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკება უოკინგელებსა და ფერნანდო ალონსოს შორის.
34 წლის ბატონი ამჟამად ფ1-ის ყველაზე ხნიერი პილოტია. არაა გამორიცხული, რომ ეს სეზონი მისთვის ფ1-ში ბოლო გამოდგეს. „მირორის“ კითხვაზე, ამის გამო გაღიზიანებული ხომ არაა, მსოფლიოს 2009 წლის ცემპიონი პასუხობს: „არა. უფრო სუზუკაზე რბოლაზე ვიყავი ასე. მეორე მხრივ, სეზონი მთავრდება და ცოტა უცნაური მდგომარეობა შეიქმნა“.
„ჩემს მომავალზე კი არ უნდა იდარდოთ, არამედ ჩემს თანაგუნდელზე. ფორმულა ერთში უკვე არაერთი სეზონი გავატარე, მოვიგე 15 რბოლა და გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. კევინმა კი მხოლოდ ამ სეზონში დაიწყო კარიერა. ახლა ის სერიოზულ ზეწოლას განიცდის. იმედი მაქვს, „მაკლარენის“ ხელმძღვანელობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამბობს ბატონი, ვისაც უკვე 250-ზე მეტ რბოლაში აქვს მიღებული მონაწილეობა.
„მე მიყვარს რბოლებში მონაწილეობა. ამ რბოლაში (სოჭში) მანქანა კონკურენტუნარიანი იყო, რადგან ჩვენ მისი პოტენციალის რეალიზება შევძელით. და როცა ასეა, რბოლისგან მხოლოდ სიამოვნებას ღებულობ და პრობლემებზეც აღარ ფიქრობ. რაც დრო გადის, გადაწყვეტილების მიღების დროც ახლოვდება. თუმცა, ამაზე არ ვღელავ, რადგან არ მინდა, ფ1-ში ნებისმიერ ფასად დავრჩე. ძალიან დიდი ხანია, ამ სპორტში ვარ და მისგან სიამოვნებას ვღებულობ“, - დასძენს ბატონი.

No comments:

Post a Comment