დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 17, 2014

ბატონი შესაძლოა „პორშეში“ გადავიდეს

Button may join Porsche in the WEC
17 ოქტომბერი
არაა გამორიცხული, რომ ჯენსონ ბატონი ფორმულა ერთში თავის ბოლო სეზონს ატარებს. მაგრამ მისი მრბოლის კარიერა ამით არ დასრულდება. პადოკში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატონი მოლაპარაკებას „პორშეს“ LMP1 პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირების, გერმანული კომპანიის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. და არაა გამორიცხული, რომ ის მარკ ვებერის გზას გაჰყვეს, რომელიც ამ სეზონიდან სწორედ „პორშესთან“ ერთად მონაწილეობს გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში.
ბიბისისთან საუბრისას, ბატონის მენეჯერმა რიჩარდ გოდარდმა განაცხადა, რომ „მაკლარენში“ დარწმუნებულნი არ არიან იმაში, რასაც აკეთებენ და არც ის იციან, რომელი პილოტები უნდა ჰყავდეთ: „ეს აშკარაა, მათ ქმედებებში თავდაჯერებულობა არ იგრძნობა. ჯენსონი კვლავ ფ1-ზეა ფოკუსირებული, მაგრამ აქ დარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში სურს, თუ ტოპ გუნდში იქნება“.
გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე (WEC) საუბრისას, გოდარდი ამბობს, რომ ეს შესანიშნავი სერიაა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. ფაქტია, რომ ეს სერია ტექნოლოგიურად უკვე ფ1-ის დონეზეა და პოპულარობის მხრივაც, მოტორსპორტის მწვერვალს უახლოვდება. ეს განსაკუთრებით ლე მანის 24-საათიან რბოლას და LMP1 კლასს ეხება. LMP1 კლასში მონაწილე კომპანიების რიცხვი თანდათან იზრდება და ეს სერია უმაღლესი კლასის პილოტებსაც იზიდავს.
ბატონის სპეციალიზაცია ღიაბორბლიანი სარბოლო ავტომობილებია, მაგრამ მას ლე მანზე ასპარეზობის გამოცდილებაც აქვს - ერთხელ, 1999 წელს, SP კლასში, „ბეემვეთი“ სპა-ფრანკორშანის 24-საათიან რბოლაში გამოვიდა.
რაც შეეხება „პორშეს“ მიერ ჩატარებულ წლევანდელ სეზონს, ის სადებიუტო იყო და გუნდის ეკიპაჟებმა მხოლოდ ორჯერ შეძლეს კვარცხლბეკზე ასვლა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და ცუფენჰაუზენელთა სახით, „აუდის“ და „ტოიოტას“ მალე ძალიან ძლიერი მეტოქე ეყოლებათ, რომელიც აუცილებლად იბრძოლებს ლე მანზე გამარჯვებისთვის.

No comments:

Post a Comment