დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 21, 2014

„ბეემვე“ სუპერ ავტომობილის გამოშვებას არ აპირებს

BMW Supercar Not Possible Due to Lack of Resources – Report
21 ოქტომბერი
ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ „ბეემვე“ საკუთარ ასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით, სუპერ ავტომობილს გამოუშვებდა. მაგრამ როგორც ირკვევა, ბავარიულ კომპანიას ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არ გააჩნია. უფრო სწორედ, ასეთ ძვირადღირებულ საქმეში ინვესტირების სურვილი არ აქვს. ცნობისათვის, „ბეემვეს“ ასი წელი 2016 წელს შეუსრულდება.
გამოცემა „ავტო ექსპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, „ბეემვეს“ მოტორსპორტის დივიზიონის წარმოების და განვითარების შეფმა კარსტენ პრისმა განაცხადა, რომ მისი კომპანია დიდი სიამოვნრბით შესთავაზებდა მყიდველს სუპერ ავტომობილს, მაგრამ ამისთვის საჭირო თავისუფალი რესურსები ატ გააჩნია.
„თუ თქვენ „ბეემვე M-ის“ 550 თანამშრომლიდან ნებისმიერს ეტყვით - ამ პროექტისთვის ფულის გადახდა მოგიწევსო, ის დაუყოვნებლივ გიპასუხებთ, დავიწყოთო. მაგრამ დიდი კომპანიები საქმეს საერთო კონტექსტში განიხილავენ. როგორც წესი, ჩვენ ყოველთვის იმაზე მეტი იდეა გვაქვს, ვიდრე ამის საშუალებას ბიუჯეტი გვაძლევს. ჩვენ პრიორიტეტების არჩევა გვიწევს და მხოლოდ ამის შემდეგ ვღებულობთ გადაწყვეტილებებს“.
ბავარიული კომპანია ფულად სახსრებს არ ზოგავს იმისათვის, რომ სულ უფრო მეტი ნიშა შეავსოს და თავისი საწარმოო პროგრამა გაამრავალფეროვნოს. კომპანიის ბევრი თაყვანისმცემლისთვის მიუღებელიც კი არის, რომ „ბეემვემ“ წინა ამძრავიანი და პატარა ავტომობილების წარმოება დაიწყო. მათ უფრო ის გაახარებს, თუ კომპანია ამ ავტომობილების შემუშავებისთვის საჭირო სახსრებს, სუპერ ავტომობილს მოახმარს. მაგრამ ასეთ მიდგომას კომპანიის გაკოტრებამდე მიყვანა შეუძლია.
თანაც, პირველი და მეორე სერიის მოდელები ძალიან კარგად იყიდება და მართალია, ისინი სუპერ ავტომობილებზე გაცილებით მცირე მარჟით იყიდება, მაგრამ სამაგიეროდ, მათი მოკრძალებული მარჟა (8-9 პროცენტი) გაყიდული ავტომობილების რიცხვზე გამრავლებული, გაცილებით მეტ მოგებას იძლევა. და კომპანიისთვისაც სწორედ ესაა მთავარი - მიღებულ მოგებას არსებული მოდელების განახლებას, სრულიად ახალი ავტომობილების შემუშავებას და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას ახმარს.
სუპერ ავტომობილის შესაქმნელად კი, უზარმაზარი ინვესტიციაა (1.0 მილიარდ ევროზე მეტი) საჭირო, რადგან ასეთ ავტომობილს სრულიად განსხვავებული პლატფორმა დასჭირდება. ამასთან, ასეთი ავტომობილი ძალიან ცოტა გაიყიდბა და საერთო ჯამში, საკუთარი ხარჯები თუ გაისტუმრა, ესეც დიდი საქმე იქნება. სხვათა შორის, „ბეემვემ“ თავის ეკოლოგიურ ქვე-ბრენდ i-სა და მის ორ ელექტრომობილზე 2.0 მილიარდი ევროს ინვესტიცია გაიღო. ამ ფულით ჯერ ერთი: ორი პლატფორმა და მასთან ერთად, ავტომობილი შეიმუშავა და გამოუშვა, არაერთი უახლესი ტექნოლოგია აითვისა და დანერგა და ეს ქვე-ბრენდი შესაბამისი მარკეტინგული კამპანიითაც უზრუნველყო. სამაგიეროდ კი მისგან არცთუ შორეულ მომავალში უზარმაზარ მოგებას მიიღებს.

No comments:

Post a Comment