დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 1, 2013

ახალი „მინი“ უფრო დიდი, სწრაფი და ეკონომიურია

2015 MINI Hatches Out, Looks Familiar But is Bigger, Faster and More Frugal
1 დეკემბერი
„მინიმ“ თავის ოქსფორდის ქარხანაში, სრულიად ახალი ჰეჩბეკის პირველი ჩვენება მოაწყო, რის შემდეგაც, მისი მსოფლიო პრემიერა ერთდროულად ორ დიდ გამოფენაზე - ლოს ანჯელესის და ტოკიოს ავტო შოუებზე ჩაატარა. ოქსფორდული ჩვენება კი ამ ავტომობილის პირველი ვერსიის შემქმნელის, ლეგენდარული ალექს ისიგონისის დაბადებიდან 107 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„აუდიმ“ ლე მანის ახალი პროტოტიპის ტიზერი გაავრცელა

World Endurance Champion Audi releases teaser of 2014 LMP1
1 დეკემბერი
„აუდიმ“, რომლის სპორტულ პროტოტიპებსაც ლეგენდარული ლე მანის 24-საათიანი რბოლა 12-ჯერ აქვთ მოგებული, თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, რომელზეც ლე მანის ცხრაგზის ჩემპიონი, დანიელი ტომ კრისტენსენი (ფოტოზე), ვისაც მეტსახელად მისტერ ლე მანსაც უწოდებენ, მანქანის მცირე ნაწილს, საბურველის ქვეშიდან გვიჩვენებს.

„პორშემ“ „918 სპაიდერის“ დაზუსტებული მახასიათებლები გამოაქვეყნა

Porsche Announces Final Specs for 918 Spyder with Weissach Package: 0-100KM/H in 2.6s
1 დეკემბერი
„პორშე“ თავის ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერზე“ შეკვეთების დაკმაყოფილებას მალე შეუდგება. მანამდე კი ამ ავტომობილის ახალი, უფრო სწორედ, დაზუსტებული მახასიათებლები გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, ისინი ადრე გამოქვეყნებულებზე უკეთესია, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ფრანკფურტის მოტორ შოუზე პრემიერის შემდეგ, ცუფენჰაუზენელებმა მის სრულყოფაზე მუშაობა გააგრძელეს.

კონცეპტუალური „ფორდ კა“ წარმოებისთვის ემზადება

Ford Shows Stylish 2015 Ka Concept in Brazil
1 დეკემბერი
ამ პატარა ავტომობილის საგზაო ტესტები კარგა ხანს გერმანიაში მიმდინარეობდა, მისი წინასერიული კონცეპტუალური ვერსიია პრემიერა კი ახლახანს, ბრაზილიაში შედგა. ამ ავტომობილის სახელმა ალბათ ძველი „კა“ გაგახსენათ, რომელიც თავისი უცნაური ფორმით და ორკარიანი ჰეჩბეკის ძარით გამოირჩეოდა. რაც მთავარია, თავისი მცირე გაბარიტების წყალობით, ვიწრო ქუჩებში კარგი მანევრირებაც ახასიათებდა.

„ჰიუნდაი ტუსან ჰაიდროჯენი“ - საწვავი უფასოდ!

Hyundai Presents 2015 Tucson Hydrogen in LA
1 დეკემბერი
ამ ავტომობილზე უკვე ბევრი დაიწერა და ბევრი რამ ითქვა. ის მსოფლიოში პირველი მასობრივი ავტომობილია, რომელიც ენერგიის წყაროდ ფიჭურ ელემენტებს იყენებს. ამ ავტომობილის ექსპერიმენტული ეგზემპლარები უკვე მუშაობს ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქში, მისი მსოფლიო პრემიერა კი ახლახანს, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე ჩატარდა.

„ნისან ჯუკ ნისმო RS“ ლოს ანჯელესში

Nissan Juke NISMO RS Shows Off its 215 HP and Extra Trinkets in LA
1 დეკემბერი
ერთი შეხედვით, პატარა ქროსოვერი „ნისან ჯუკი“ სრულიად „მშვიდობიანი“ ავტომობილია, მაგრამ თუ საქმის კარგად მცოდნე სპეციალისტი შეავლებს ხელს, მისგან „პატარა მხეციც“ დგება. ასეთი სპეციალისტები მრავლად მუშაობენ „ნისანის“ ტემპერამენტიანი ავტომობილების მწარმოებელ შტო „ნისმოში“, რომელმაც „ჯუკის“ ერთი საკუთარი ვერსიის შექმნა უკვე მოასწრო. მაგრამ თურმე ეს საკმარისი არ ყოფილა. ამიტომ, „ნისმოს“ კიდევ ერთხელ მოუწია ამ მანქანით დაკავება და შედეგად იშვა „ნისან ჯუკ ნისმო RS“.

„მერსედეს SLS AMG ფაინალ ედიშნ“ - სუპერ ავტომობილის გედის სიმღერა

Mercedes SLS AMG Final Edition Is the Swan Song of the Series
1 დეკემბერი
„მერსედეს-ბენცი“ თავის სუპერ ავტომობილ SLS AMG-ს წარმოების შეწყვეტას აპირებს და ამასთან დაკავშირებით, შეზღუდული რაოდენობით, 350 ცალი „SLS AMG ფაინალ ედიშნის“ გამოშვებას აპირებს. ეს ავტომობილი გერმანულმა კომპანიამ ერთდროულად ორ გამოფენაზე - ლოს ანჯელესის და ტოკიოს მოტორ შოუზე, კუპესა და როდსტერის სახით წარადგინა.

„ფორდის“ ერთლიტრიანი ეკობუსტის მორიგი აღიარება

Ford’s 1.0-liter EcoBoost Wins SMMT Award for Innovation
1 დეკემბერი
ძრავების მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოებამ, საავტომობილო სიახლეების სპეციალური პრიზით დააჯილდოვა „ფორდის“ სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ძრავი, რომელიც ზედიზედ ორი წელია (2012 და 2013), წლის საუკეთესო ძრავის წოდებას არავის უთმობს. ამ აგრეგატს ამერიკული კომპანია თავისი ავტომობილების ფართო სპექტრზე იყენებს.

„სუზუკი A:ვინდ“ – A სეგმენტის კონცეპტუალური ჰეჩბეკი

Suzuki Reveals A:Wind A-Segment Hatchback Concept
1 დეკემბერი
„სუზკიმ“ თავისი პოპულარული პატარა ჰეჩბეკი „სვიფტი“ ოდნავ გაზარდა, თუმცა ესეც საკმარისია იმისათვის, რომ მან ზედა, სუბკომპაქტურ კლასში გადაინაცვლოს და მაშინ, იაპონურ კომპანიას სამოდელო გამაში ადგილი გამოუთავისუფლდება. სწორედ ამ ადგილის შესავსებად გამოდგება კონცეპტუალური ჯუჯა ჰეჩბეკი, უცნაური სახელით „A:ვინდ“, რომელიც „სუზუკიმ“ ახლახანს ტაილანდში, საერთაშორისო გამოფენა „მოტორ ექსპო 2013-ზე“ წარადგინა.

„მინის“ პატარა „როკეტმენის“ გამოსაშვებად პარტნიორი სჭირდება

MINI Looking for a Partner to Build a Smaller Car
1 დეკემბერი
ახლახანს „მინიმ“ თავისი უახლესი ჰეჩბეკი წარუდგინა ავტო სამყაროს (ის თქვენთვის ჯერაც არ გაგვიცვნია), რომელიც წინამორბედზე დიდი და კომფორტულია. საერთოდ, რაც „ბეემვეს“ ხელშია, „მინი“ უფრო მოზრდილ ავტომობილებს უშვებს, ვიდრე პირველი „კუპერი“ იყო. იმ „პირველის“ ენთუზიასტები კი, რომლებიც მთელს მსოფლიოში ათეულობით ათასია, პატარა ავტომობილი ენატრებათ, რომელიც მონტე კარლოს რალის ტრიუმფატორს გაახსენებთ.

Friday, November 29, 2013

გრძელბაზიანი „რეინჯ როვერის“ პრემიერა ლოს ანჯელესში

Land Rover Introduces New Range Rover LWB Variants Costing Up to $199,500 in LA
29 ნოემბერი
ეს არის ყველაზე ძვირი „რეინჯ როვერი“, რომელიც კი ოდესმე „ლენდ როვერს“ გამოუშვია. ამ ავტომობილით, ბრიტანული კომპანია თვით „ბენტლის“ უგზოობის მოდელსაც კი დაჩრდილავს. ის არ არის ჩვეულებრივი უგზოობის ავტომობილი, თუმცა „რეინჯ როვერის“ უბადლო პლატფორმა საშუალებას აძლევს. ის არც ჩვეულებრივი ლიმუზინია. გრძელბაზიან „რეინჯ როვერ LWB-ს“ ექსკლუზიური ვერსია „ავტობაიოგრაფი ბლექ“, ლუქსის კლასის სასტუმროს ნმერია ბორბლებზე. ან უფრო სწორედ, მაღალი კლასის ოფისი ბორბლებზე. ან, უკეთესი ეპითეტი თავადვე მოიფიქრეთ, ის ამას იმსახურებს!

ავსტრია ფორმულა ერთს მოუთმენლად ელის

Austrian Grand Prix sells out in three days
29 ნოემბერი
ავსტრიის დიდი პრიზი ფორმულა ერთის კალენდარს მომავალი სეზონიდან უბრუნდება. მაგრამ თუ მასზე დასწრება თავში გაივლეთ, უნდა დაგამწუხროთ - ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია! რბოლისთვის, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს, ბილეთების გაყიდვა სამი დღის წინ დაიწყო და როგორც მისი ორგანიზატორები ამბობენ, უკვე ყველა ბილეთი გაიყიდა.

მალდონადო „ლოტუსში“ გადავიდა

Motor racing-Maldonado joins Grosjean at Lotus F1 team
29 ნოემბერი
„ლოტუსმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, რომენ გროჟანს თანაგუნდელად პასტორ მალდონადო ეყოლება. ვენესუელელი პილოტი, რომელსაც სოლიდური სპონსორული მხარდაჭერა აქვს, ბრიტანულ საჯინიბოში კიმი რაიკონენის ადგილს დაიკავებს, რომელიც მერმისიდან „ფერარის“ ბოლიდით იასპარეზებს.

ჰორნერი: ფეტელს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია

Sebastian Vettel's Formula 1 best still to come, reckons Red Bull
29 ნოემბერი
ფორმულა ერთს სებასტიან ფეტელი ჯერ საუკეთესო ფორმაში არ უნახავს - ამბობს „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი. ფეტელმა ახლახანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა და თანაც, გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუდარებელი იყო - ზედიზედ ცხრა რბოლაში გაიმარჯვა, სულ კი სეზონის 19 ეტაპიდან 13 მოიგო. და მაინც, ჰორნერი დარწმუნებულია, რომ ფეტელს პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია.

გენერლების შეფს „კადილაკ ელმირაჟი“ მოსწონს

GM Boss Says Elmiraj Is the Car Cadillac Needs, Hints at Production Model
29 ნოემბერი
პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის წლევანდელ ფესტივალზე, „კადილაკმა“ თავისი მორიგი კონცეპტუალური შედევრი, სახელად „ელმირაჟი“ წარადგინა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მაგრამ „ჯენერალ მოტორსს“ მის წარმოებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. არადა, ამერიკული გიგანტის ვიცე პტრეზიდენტმა, ბობ ფერგიუსონმა, ვინც იმავდროულად, ბრენდ „კადილაკის“ შეფიცაა, განცხადა, ეს ავტომობილი საკმაოდ პრაქტიკულია იმისათვის, რომ კონვეიერზე დავაყენოთო. მაგრამ მას შემდეგ, „ელმირაჟი“ დავიწყებას მიეცა.