დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 1, 2013

„აუდიმ“ ლე მანის ახალი პროტოტიპის ტიზერი გაავრცელა

World Endurance Champion Audi releases teaser of 2014 LMP1
1 დეკემბერი
„აუდიმ“, რომლის სპორტულ პროტოტიპებსაც ლეგენდარული ლე მანის 24-საათიანი რბოლა 12-ჯერ აქვთ მოგებული, თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, რომელზეც ლე მანის ცხრაგზის ჩემპიონი, დანიელი ტომ კრისტენსენი (ფოტოზე), ვისაც მეტსახელად მისტერ ლე მანსაც უწოდებენ, მანქანის მცირე ნაწილს, საბურველის ქვეშიდან გვიჩვენებს.
მომავალი სეზონიდან, ფორმულა ერთის მსგავსად, გამძლეობაზე რბოლებშიც იცვლება ტექნიკური რეგლამენტი. ახალი წესებით, მთავარი ფაქტორი ენერგო ეფექტურობა ხდება, რის გამოც, გუნდებს ახალი ტექნოლოგიების ინტენსიურად ათვისება მოუწევთ. ამიტომ, წლევანდელი ლე მანის ტრიუმფატორი R18 LMP1 მნიშვნელოვნად შეიცვლება. გავრცელებული ინფორმაციით, გარეგნულად ახალი ავტომობილი წინას მსგავსი იქნება, შიგნიდან კი რადიკალურად შეიცვლება.
როგორც ცნობილია, მომავალი სეზონიდან, გამძლეობაზე რბოლებში რამდენიმე დიდი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის კი, „აუდის“ გარდა იქნებიან „ტოიოტა“ და „პორშე“, რომლის მანქანებსაც ლე მანის რბოლა 16-ჯერ აქვს მოგებული.
„აუდის“ ახალი სპორტული პროტოტიპის ოფიციალური პრემიერა 9 დეკემბერს არის დანიშნული.

No comments:

Post a Comment