დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 1, 2013

„მერსედეს SLS AMG ფაინალ ედიშნ“ - სუპერ ავტომობილის გედის სიმღერა

Mercedes SLS AMG Final Edition Is the Swan Song of the Series
1 დეკემბერი
„მერსედეს-ბენცი“ თავის სუპერ ავტომობილ SLS AMG-ს წარმოების შეწყვეტას აპირებს და ამასთან დაკავშირებით, შეზღუდული რაოდენობით, 350 ცალი „SLS AMG ფაინალ ედიშნის“ გამოშვებას აპირებს. ეს ავტომობილი გერმანულმა კომპანიამ ერთდროულად ორ გამოფენაზე - ლოს ანჯელესის და ტოკიოს მოტორ შოუზე, კუპესა და როდსტერის სახით წარადგინა.
„SLS AMG ფაინალ ედიშნის“ ძარა კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული დეტალებითაა აღჭურვილი. მას ასევე განსხვავებული აეროდინამიკური ელემენტებიც გამოარჩევს. კარბონისაა მაგალითად კაპოტი, წინა სპლიტერი, უკანა ფრთა. ბორბლები სპეციალურად შეიმუშავა AMG-მ, რომელმაც ისინი ალუმინის მსუბუქი შენადნობისგან დაამზადა. ისინი „დანლოპის“ სპეციალური სარბოლი საბურავებით (სპორტ მაქს რეის კაპ) არის შემოსილი.
კაპოტის ქვეშ მოთავსებულია AMG-ს 6.3-ლიტრიანი V8, რომელიც 583 ცხენის ძალას (6 800 ბრ/წთ-ზე) და 650 ნიუტონმეტრს (4 750 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ძრავთან AMG 7-საფეხურიანი სპორტული ტრანსმისია „სპიდშიფტ DCT“ არის დაკავშირებული, რომელიც ოთხ რეჟიმში მუშაობს. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.7 წამი ჰყოფნის, 0-200 კმ/სთ-მდე 11.2 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ მაჩვენებლითაა შეზღუდული.
ცვლილებებია ინტერიერშიც, რომელიც შავი ტყავითაა გაწყობილი, ტყავს კი ვერცხლისფერი ნაკერები ეტყობა, რაც კოკპიტში სპორტულ განწყობას აყალიბებს. ვერცხლისფერია უსაფრთხოების ღვედებიც. შიდა პანელების ზოგიერთი დეტალი კარბონისგანაა დამზადებული. ყოველ „ფინალურ გამოშვებას“, ცენტრალურ კონსოლზე, რომელიც ასევე კარბონის კომპოზიტის ნაწარმია, დაფა აქვს, რომელზეც მანქანის ნომერი (1-დან 350-მდე) არის მითითებული.
„მერსედეს SLS AMG ფაინალ ედიშნის“ გამოშვება მარტში დაიწყება. ავტომობილის კუპე ვერსიის სასტარტო ფასი 225 505 ევროა, როდსტერისა კი - 233 835 ევრო.

No comments:

Post a Comment