დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 29, 2013

მალდონადო „ლოტუსში“ გადავიდა

Motor racing-Maldonado joins Grosjean at Lotus F1 team
29 ნოემბერი
„ლოტუსმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, რომენ გროჟანს თანაგუნდელად პასტორ მალდონადო ეყოლება. ვენესუელელი პილოტი, რომელსაც სოლიდური სპონსორული მხარდაჭერა აქვს, ბრიტანულ საჯინიბოში კიმი რაიკონენის ადგილს დაიკავებს, რომელიც მერმისიდან „ფერარის“ ბოლიდით იასპარეზებს.
„ჩემთვის „ლოტუსში“ გადასვლა, საკუთარი შესაძლებლობების ფანტასტიური საშუალებაა. საიდუმლო არაა, რომ მე თავად მინდოდა ჩემს კარიერაში ისეთი სიახლის შეტანა, რომელიც თავის გამოჩენის საშუალებას მომცემდა. ჩემთვის მთავარია, ვიყო კონკურენტუნარიანი და ამისათვის შესაბამის გუნდში გადასვლა მჭირდებოდა. ახალი სეზონიდან რეგლამენტის ცვლილების გამო, მანქანები მნიშვნელოვნად იცვლება და ეს შესანიშნავი საშუალებაა ახალი სტარტისთვის. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც შავ-ოქროსფერი მანქანის საჭეს მივუჯდები“, - განცხადა მალდონადომ, ვინც 2005 წელს, „რენოს“ მსოფლიო სერიაში, „ლოტუსის“ ახლანდელი შეფის, ერიკ ბუიეს გუნდ „დამს-ის“ მანქანით ასპარეზობდა.
მალდონადომ „უილიამსი“ ამ თვის დასაწყისში დატოვა. გროველებმა მის ადგილზე „ფერარიდან“ წამოსული ფელიპე მასა მიიწვიეს. მასა „უილიამსში“ ფინელი ვალტერი ბოტასის პარტნიორი იქნება. ვენესუელელის გადაწყვეტილებაზე კი, არამხოლოდ მისი, არამედ სხვა პილოტების მომავალიც იყო დამოკიდებული. ყველაზე მეტად ეს ნიკო ჰულკენბერგს ეხებოდა, რომელიც ასევე „ლოტუსში“ გადასვლას ლამობდა და ბრიტანულ გუნდს საინვესტიციო ჯგუფ „კვანტუმთან“ სასპონსორო ხელშეკრულება რომ გაეფორმებინა, მალდონადოს ალბათ სხვაგან (ზაუბერში, ან ფორს ინდიაში) მოუწევდა ადგილის ძებნა.
მალდონადოს მისვლით, „ლოტუსმა“ ძალიან მძლავრი სპონსორიც იშოვნა ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს სახით, რომელიც „უილიამსს“ სეზონში 35 მილიონ ევროს მხოლოდ იმისათვის უხდიდა, რომ იქ მალდონადო ჰყოლოდათ. მართალია, ამ უკანასკნელს სპონსორის მხარდაჭერა ძლიერ შველის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ძალიან სწრაფი პილოტია, რაც თავის დროზე, სერია GP2-ის ტიტულის მოგებით, შარშანდელ სეზონში კი ესპანურ ეტაპზე გამარჯვებით დაამტკიცა.

No comments:

Post a Comment