დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 29, 2013

გრძელბაზიანი „რეინჯ როვერის“ პრემიერა ლოს ანჯელესში

Land Rover Introduces New Range Rover LWB Variants Costing Up to $199,500 in LA
29 ნოემბერი
ეს არის ყველაზე ძვირი „რეინჯ როვერი“, რომელიც კი ოდესმე „ლენდ როვერს“ გამოუშვია. ამ ავტომობილით, ბრიტანული კომპანია თვით „ბენტლის“ უგზოობის მოდელსაც კი დაჩრდილავს. ის არ არის ჩვეულებრივი უგზოობის ავტომობილი, თუმცა „რეინჯ როვერის“ უბადლო პლატფორმა საშუალებას აძლევს. ის არც ჩვეულებრივი ლიმუზინია. გრძელბაზიან „რეინჯ როვერ LWB-ს“ ექსკლუზიური ვერსია „ავტობაიოგრაფი ბლექ“, ლუქსის კლასის სასტუმროს ნმერია ბორბლებზე. ან უფრო სწორედ, მაღალი კლასის ოფისი ბორბლებზე. ან, უკეთესი ეპითეტი თავადვე მოიფიქრეთ, ის ამას იმსახურებს!
ამ ავტომობილის, უფრო სწორედ, მისი ტოპ ვერსიის მთავარი „ღირსება“, მისი ფასია - 199 500 დოლარი ღირს, ანუ სტანდარტულ „რეინჯ როვერზაე“ დაახლოებით 100 000 დოლარით მეტი. ეს უკვე სუპერ ავტომობილების ტერიტორიაა, რომელიც უგზოობის მოდელებისთვის ჯერჯერობით აუთვისებელია და რა თქმა უნდა, მასში პირველად „ლენდ როვერს“ უნდა შეებიჯებინა.
მოკლედ, გრძელბაზიანი ვერსია, ნორმალურ „რეინჯზე“ 185 მილიმეტრით გრძელია. ყველაზე ძვირი ვერსია „ავტობაიოგრაფი ბლექ“ მხოლოდ 100 ცალი დამზადდება. მათგან 25 ცალი თეთრად თეთრად (ფერის სახელია ვალოარ უაით) შეიღებება. სწორედ თეთრი ვერსიები ეღირება ყველაზე ძვირი. სტანდარტულ „რეინჯთან“ მარტო გაზრდილი ბაზა და ფერი არ იქნება განმასხვავებელი.
გარეგნულად, განმასხვავებელი ნიშანია ასევე რადიატორის ცხაური და ბორბლები. მთავარი სიახლეები კი მყიდველს სალონში ელის. პირველ რიგში, გაზრდილი სიგრძით, უკანა სავარძლების სივრცემ იხეირა - გაიზარდა. სავარძლები ძვირფას ტყავში გამოაწყვეს. მთავარი კი ისაა, რომ უკანები 18 მიმართულებით რეგულირდება. მოკლედ, იქ კომფორტის უმაღლესი დონეა, რომელსაც 10.2-დუიმიანი თხევადკრისტალური, მრავალფუნქციური მონიტორები აგვირგვინებს.

No comments:

Post a Comment