დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 30, 2015

„სუზუკი იგნისი“ ტოკიოს შოუზე პრემიერის წინ

Suzuki Shows Off All-New Ignis Ahead Of Tokyo Motor Show Debut
30 სექტემბერი
„სუზუკიმ“ დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის უახლეს ავტომობილს, რომელიც კონცეპტუალურ ქროსოვერ iM-4-ის სახით ადრე გაგვაცნო, სერიულად „იგნისის“ სახელით გამოუშვებს. ახალი ავტომობილის (რომელიც კონცეპტისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება) მსოფლიო პრემიერა მალე, ტოკიოს მოტორ შოუზე გაიმართება.
იაპონურმა კომპანიამ ახალი ავტომობილის ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა. ამ სახელით „სუზუკი“ პატარა ჰეჩბეკს ევროპასა და ავსტრალიაში ჰყიდდა, თუმცა მისი წარმოება ამჟამად შეჩერებულია. ძველი „იგნისი“ მაღალი ძარით გამოირჩევა. ახალი ავტომობილი კი რეალურად, საქალაქო ჰეჩბეკია, თუმცა ოდნავ მაღალი კლირენსის გამო, უგზოობის ავტომობილად არის მოხსენიებული.
„სუზუკის“ ახალი ავტომობილის გაბარიტები არ გამოუქვეყნებია, თუმცა კონცეპტ iM-4-თან ძლიერი მსგავსების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ზომებითაც მისი ტოლი უნდა იყოს. ანუ, ძალიან პატარა. თავიდან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ iM-4 ახალი „ჯიმნის“ კონცეპტუალური ვერსიაა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა, რადგან იაპონურმა კომპანიამ, თავისი ქროსოვერების და უგზოობის მოდელების გამის გაფართოება გადაწყვიტა.
ახალი ავტომობილი უახლეს მოდულურ პლატფორმაზე აიგება, რომელიც სიმტკიცით და სიმსუბუქით გამოირჩევა. მისი ძრავების გამაში კი აუცილებლად შევა „სუზუკის“ სერია ბუსტერჯეტის ტურბო ძრავები, რომლებიც „სუზუკიმ“ ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, პირველად წარადგინა.

No comments:

Post a Comment