დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 30, 2015

„ლენდ როვერი“ „ბენტლი ბენტაიგას“ კონკურენტს გამოუშვებს

Range Rover SVO Wastes No Time, Announces Bentley Bentayga Rival for 2016
30 სექტემბერი
ლუქს კლასის უგზოობის ავტომობილების სეგმენტში, ფაქტობრივად ერთადერთი კომპანია „ლენდ როვერია“, რომელიც „რეინჯ როვერის“ რამდენიმე ვერსიას აწარმოებს, სხვადასხვა საბაზო ფასით. თუმცა ბაზარზე „ბენტლი ბენტაიგას“ გამოსვლით, სიტუაცია იცვლება. ბრიტანულ კომპანიას კონკურენტი გამოუჩნდა, რომელსაც მალე ალბათ „როლს-როისიც“ მოჰყვება.
„ლენდ როვერის“ გამაში, ამჟამად ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული ავტომობილი არის გრძელბაზიანი „რეინჯ როვერ SV ავტობაიოგრაფი“, რომელიც 164 600 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 250 000 დოლარი) ღირს. ამაზე ვერავინ იტყვის, რომ იაფია, მაგრამ „იაგუარ ლენდ როვერის“ სატუნინგო შტო „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშნზის“ დირექტორმა ჯონ ედვარდსმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მომავალ წელს ახალ მოდლს გამოუშვებს, რომელიც „SV ავტობაიოგრაფიზე“ გაცილებით ძვირი ეღირება. მანვე საორიენტაციო ფასად 200 000 გირვანქა სტერლინგი დაასახელა.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოექსპრესთან“ საუბრისას, ედვარდსმა განაცხადა: „მე არასდროს მქონე განცდა, რომ „ბენტლი“ ხიფათს შეგვიქმნის. ჩემი აზრით, მისი გამოჩენა, ახალ გამოწვევას წარმოქმნის, რაც სეგმენტის ზრდისთვის საფუძველს შექმნის“. სხვა სიტყვებით, თუ ახალი გამოწვევა იქმნება, მასში „იაგუარ ლენდ როვერიც“ ჩაერთვება, რომელიც უგზოობის ავტომობილების მწარმოებელთა შორის, მსოფლიო ლიდერია. მაგრამ იქვე ბატონი ედვარდსი დასძენს: „მე ვგულისხმობ, რომ ჩვენ შევქმენით ეს სეგმენტი და მას მალე „ბენტლი“ და „როლს-როისიც“ შეუერთდებიან“.
რეალურად, ყველაზე ძვირადღირებული „რეინჯ როვერი“, რამდენიმე ათასი გირვანქა სტერლინგით ძვირია „ბენტლი ბენტაიგას“ საბაზისო ვერსიაზე. მაგრამ როცა საქმე ოპციებზე მიდგება, „ბენტაიგას“ ფასი საგრძნობლად გაიზრდება. ამ შეთავაზებათა შორის კი არის „ბრეიტლინგის“ საათი, რაშიც ავტომობილის მყიდველს დამატებით... 200 000 დოლარის გადახდა მოუწევს.
რა თქმა უნდა, „რეინჯ როვერის“ ყველაზე ძვირფას ვერსიებს, „ბენტაიგასთან“ კონკურენცია თავისუფლად შეუძლიათ. სალონის გაფორმებით და ხარისხით, ისინი უფრო მაღალ დონეზეც კი იმყოფებიან. მაგრამ პრობლემა გარეგნობაა. საქმე ისაა, რომ ძვირფასი ვერსიებიც ისევე გამოიყურება, როგორც მაგალითად, იმავე „რეინჯის“ 100 000 გირვანქა სტერლინგიანი ვერსია. ეს კი მყიდველს დააფიქრებს. ამიტომ, ახალი სუპერ ძვირი ვერსია, გარეგნულადაც ძლიერ განსხვავებული უნდა იყოს.

No comments:

Post a Comment