დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 3, 2013

„ბეემვე“ წყალბადზე მომუშავე ავტომობილების გამოშვებას აპირებს

BMW Considering Hydrogen-powered Vehicles
2 აგვისტო
შესაძლოა, მალე „ბეემვე“ „ჰიუნდაის“ კვალს გაჰყვეს და წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ, თავად გერმანული კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დოქტორმა ნორბერტ რაიტჰოფერმა განაცხადა.
მომავლის ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, რაიტჰიფერმა თქვა, რომ მისი კომპანია ისეთი პერსპექტიული ტექნოლოგიის ათვისებას აპირებს, როგორიც წყალბადს ფიჭური ელემენტებია. ასეთი ტექნოლოგია იმითაა მიმზიდველი, რომ ენერგიის შესავსებად მცირე დროა საკმარისი და ავტომობილი ჰაერსაც პრაქტიკულად არ აბინძურებს, რადგან ის ელექტრო ენერგიით გადაადგილდება, რომელსაც სწორედ ფიჭური ელემენტების ბლოკი გამოიმუშავებს. ამასთან, მნიშვნელოვნად იზრდება ავტომობილის სვლის სიშორე.
„ჩვენი განვითარების სამუშაოებს მომავლის ამძრავი სისტემების სფეროში მკაფიო ღირებულებები განსაზღვრავს. ესაა ინტელექტუალური სპექტრი და გადაადგილება ნულოვანი გამონაბოლქვით. ქალაქებისთვის ჩვენ შევქმენით „ბეემვე i3“ (ფოტოზე). უფრო მეტი მანძილისთვის შემუშავებული გვაქვს პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა, რომელსაც „ბეემვე i8-ზე“ გამოვიყენებთ. და ამავე მიზნით, ჩვენ საწვავის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიების ათვისებას ვაპირებთ“, - ამბობს რაიტჰოფერი.
მასვე ჯერ ამ მიმართულებით მისი კომპანიის კონკრეტული გეგმები არ დაუსახელებია. თუმცა განაცხადა, რომ სპეციალურად შექმნილი მანქანა და არა არსებულის გადაკეთება, საუკეთესო მიდგომა იქნება ამ ტიპის ავტომობილების სერიულად წარმოებისთვის.

No comments:

Post a Comment