Hyundai Teases 2014 Elantra/Avante
3 აგვისტო
მეხუთე თაობის სედანი „ელანტრა“ კარგად იყიდება,
მაგრამ „ჰიუნდაიმ“ მისი განახლებული ვარიანტი მაინც მოამზადა, რადგან ავტომობილს
თავისი სასიცოცხლო ციკლის შუაში (წარმოების დაწყებიდან სამი წლის შემდეგ),
ფეისლიფტი უწევს. კორეულმა კომპანიამ ჯერ განახლებული „ელანტრას“ მხოლოდ ერთი ფოტო
ტიზერი გამოაქვეყნა, რომლითაც მისი პრემიერის მოახლოება გვამცნო.
ცნობილია ზოგიერთი იმ სიახლის შესახებ, რომლებსაც
განახლებულ „ელანტრაზე“ ვიხილავთ. ეს არის მთავარი და გაბარიტული შუქდიოდური
ფარები, განსხვავებული ფორმის ბამპერები და ახალ სტილში შესრულებული ალუმინის
ბორბლები. განახლებულ „ელანტრას“ სიახლეები ინტერიერშიც ექნება, ოღონდ მათ შესახებ
კონკრეტული ინფორმაცია ჯერ დაფარულია.
„ჰიუნდაის“ ბლოგის მიერ გავრცელებული არაოფიციალური
ინფორმაციით, განახლებული „ელანტრას“ ძრავების გამა, დიზელის ახალი აგრეგატით
შეივსება. ამასთან, ამავე გამაში ყველა ოთხცილინდრიანი ძრავი შეინარჩუნებს ადგილს.
უცვლელი დარჩება ტრანსმისიებიც - 6-საფეხურიანი მექანიკა და ასევე 6-საფეხურიანი
ავტომატი.
სახეშეცვლილი „ელანტრა“ პირველად (ამ კვარტალში) სამხრეთ
კორეის ბაზარზე გამოვა, სადაც ის „ავანტეს“ სახელით იყიდება. გლობალურ ბაზარზე კი
მისი დებიუტი მოგვიანებით შედგება. სავარაუდოდ, კორეული კომპანია მას პირველად ნოემბერში,
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე გვიჩვენებს.
No comments:
Post a Comment