Evoque Convertible 'approved' for 2014
3 აგვისტო
ინფორმაციის წყარომ „ვოთ ქარ?-ს“ განუცხადა, რომ
ღია „ევოუკი“, ამავე ავტომობილის სამკარიანი ვერსიის ბაზაზე დამზადდება და მას
რბილი დასაკეცი სახურავი ექნება. რაც მთავარია, შასის გასაძლიერებლად მოდერნიზაცია
არ სჭირდება, რადგან მისი სტრუქტურა საკმაოდ ხისტი იქნება მას შემდეგაც, რაც მყარ სახურავს
დაკარგავს. შესაბამისად, წარმოებისთვის მის მოსამზადებლად დიდი დრო საჭირო არ
იქნება. ძარის გარდა, ღია „ევოუკი“ სამკარიანის იდენტური იქნება.
ღია
„ევოუკის“ წარმოება მომავალ წელს უნდა დაიწყოს. სავარაუდოდ, ღია ავტომობილი
სტანდარტულ „ევოუკზე“ 10-15 პროცენტით ძვირი ეღირება. ბრიტანეთში საწყისი ფასი 30 700
გირვანქა სტერლინგი იქნება.
No comments:
Post a Comment