New Jaguar SUV tipped for Frankfurt motor show
debut
3 აგვისტო
ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს ბრიტანული
კომპანიის პრეს მდივანი, თუმცა ჟურნალი „ავტოქარი“ ირწმუნება, რომ სწორედ ასეა.
ფრანკფურტში მომავალი სერიული ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას ვიხილავთ, რომელიც
ბაზარზე სავარაუდოდ, 2016 წელს გამოჩნდება.
ეს ინფორმაცია ამერიკულმა ვებგვერდებმა გაავრცელეს
და როგორც ამბობენ, მის „გაჟონვაში“ წვლილი თავად ბრიტანულ კომპანიას მიუძღვის, რომელიც
მალე საწარმოო პროგრამის და შესაბამისად, გაყიდვების ექსპანსიას დაიწყებს და
ყოველი ინფორმაცია მისთვის ყურადღების მიქცევის უნიკალური საშუალებაა, რაც ამ
ეტაპზე რეკლამის ტოლფასია.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ „იაგუარი“, თავის
ნათესავ „ლენდ როვერის“ მსგავსად, წარმოებაში სულ უფრო ინტენსიურად გამოიყენებს
ალუმინს. ბრიტანულმა კომპანიამ უკვე შეიმუშავა უახლესი პლატფორმა PLA, რომელიც
მეტწილად სწორედ ალუმინითაა დამზადებული და მასზე არაერთი ავტომობილი, მათ შორის
უგზოობისაც, აიგება. პირველი ასეთი ავტომობილი იქნება „იაგუარ F-ტაიპი“, რომლის
სერიულ ვერსიასაც სავარაუდოდ პირველად ასევე ფრანკფურტში, ან ლოს ანჯელესის მოტორ
შოუზე ვიხილავთ.
რაც შეეხება უგზოობის ავტომობილს, ერთხანს „იაგუარი“
აცხადებდა, რომ არ აპირებდა ასეთი ავტომობილების წარმოებას, რათა „ლენდ როვერთან“
შიდა კონკურენცია გამოერიცხა. თუმცა, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ორი
სავაჭრო სახელი - Q-ტაიპი და XQ
დააპატენტა. სავარაუდოდ, ორივე სახელი უგზოობის ავტომობილისთვისაა.
No comments:
Post a Comment