დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 23, 2015

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატი წრიულ რბოლებში და ახალი გამოწვევები

23 მარტი

5 აპრილს სტარტს აიღებს საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატი წრიულ რბოლებში. ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც რუსთავის და ისტანბულის ტრეკებზე, დაძაბული რბოლების მოწმენი გავხდებით - როგორც ყოველთვის, ფორმულა ალფასა და ლეჯენდსის კლასებში, ასევე „ჰონდას“ მონო კლასში, გამარჯვებისთვის უშეღავათო რბოლების მოწმენი ვართ ხოლმე. ახალი სეზონიდან კი მაყურებელს ტრიბუნაზე ახალი კლასი - „ბეემვე“ კომპაქტიც მოიზიდავს. ამის გარანტიას, საქართველოში ბავარიული კომპანიის პოპულარობა იძლევა.

„ფორდმა“ პიკაპი „რეინჯერი“ განაახლა

Facelifted Ford Ranger Officially Unveiled
23 მარტი
„ფორდმა“ ინტერნეტით თავისი განახლენული პიკაპი „რეინჯერი“ გაგვაცნო და მისი პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. განახლებულ ავტომობილს ახალი წინა ნაწილი და გადახალისებული ინტერიერი აქვს. ამასთან გაუმჯობესებული ძრავებით და უახლესი ტექნოლოგიებითაცაა აღჭურვილი. ახალი „რეინჯერი“, მსოფლიოს 180 ქვეყნის ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი.

Sunday, March 22, 2015

„მერსედესი“ მზად იყო, გერმანული ეტაპის ხარჯების ნახევარი დაეფარა

Mercedes offered to cover half of German GP losses
22 მარტი
გერმანული კომპანია მზად იყო, გერმანიის დიდი პრიზის გამართვის შემთხვევაში, მისი ზარალის ნახევარი საკუთარ თავზე აეღო. მაგრამ ჰოკენჰაიმრინგის და ნურბურგრინგის ახალმა მფლობელებმა რბოლის ჩატარებისგან მაინც თავი შეიკავეს. უფრო სწორედ, მათ ფ1-ის პრომოუტერ ბერნი ეკლსტოუნთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ალონსოს კემბრიჯელი ექიმები გასინჯავენ

Alonso to see doctors at Cambridge University
22 მარტი
სანამ მალაიზიის დიდ პრიზზე მისი გამოსვლის საკითხი გადაწყდბოდეს, ფერნანდო ალონსო კემბრიჯში გაემგზავრა, სადაც ცნობილი უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, შემოწმებას გაივლის. მას სამი ექიმი გასინჯავს, რომლებიც ამისათვის საერთაშრისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) დაიქირავა. სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, შეიძლება თუ არა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის რბოლაში გამოსვლა.

Saturday, March 21, 2015

5 მილიონი ავტომობილი ეკობუსტის ძრავით

Ford’s 5-Millionth EcoBoost-Equipped Vehicle Is a 1.0L Focus
21 მარტი
„ფორდმა“ გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიების დამკვდრების მიმართულებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა - სერია ეკობუსტის ძრავით აღჭურვილი მე-5 მილიონე ავტომობილი გამოუშვა. ავტომობილი, რომელსაც რიცხვი 5 000 000 კაპოტზე აწერია, არის ჰეჩბეკი „ფოკუსი“, რომელიც ქალაქ უეინის (შტატი მიჩიგანი) ქარხანამ გამოუშვა. ის 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ეკობუსტის ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. ამ ძრავით აღჭურვილი „ფოკუსი“, ასი კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 5.6 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ამერიკულ ქარხანას მოგვიანებით ააშენებს

Jaguar Land Rover's U.S. Plant Must Wait For More Sales
21 მარტი
„იაგუარ ლენდ როვერი“ შეერთებულ შტატებში ქარხნის მშენებლობას აპირებს, მაგრამ ეს უახლოეს წლებში არ მოხდება. ბრიტანული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა რალფ შპეტმა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მისი კომპანია სამ წელიწადში მიიღებს. „იაგუარ ლენდ როვერმა“ ახლახანს ახალი ქარხნები ჩინეთსა და ბრაზილიაში აამუშავა და ამჟამად მათს სრულად დატვირთვას ცდილობს.

Friday, March 20, 2015

გერმანიის დიდი პრიზი წელს არ გაიმართება

German Grand Prix officially cancelled from 2015 Formula 1 calendar
20 მარტი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) განცხადებით, მიმდინარე სეზონში გერმანიის დიდი პრიზი აღარ გაიმართება. 1960 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა გერმანიაში ფ1-ის რბოლა არ ჩატარდება. როგორც ცნობილია, გერმანიის დიდი პრიზი მორიგეობით, ნურბურგრინგზე და ჰოკენჰაიმრინგზე ტარდება ხოლმე. წელს ნურბურგრინგის ჯერი იყო, მაგრამ ტრეკის ახალმა მფლობელებთან მოლაპარაკება ჩაიშალა და მათ უარი თქვეს ფ1-ის რბოლის მიღებაზე.

Thursday, March 19, 2015

ბიანკის ქულებმა „მენორი“ გადაარჩინა

Booth says Bianchi points saved Manor
19 მარტი
„მენორის“ შეფი ჯონ ბუთი ამბობს, რომ მისი გუნდი ამჟამად ფორმულა ერთში ვერანაირად ვერ იქნებოდა, რომ არა ჟიულ ბიანკის მიერ მონაკოს დიდი პრიზის რბოლაში მოპოვებული ქულები. ფრანგმა მრბოლმა ბრიტანულ გუნდს, მის ისტორიაში საუკეთესო შედეგი - მეცხრე ადგილი და მასთან ერთად, ორი ქულა მოუპოვა.

ფელიპე ნასრი: „ზაუბერს“ მეტი შეუძლია

Nasr: More to come from Sauber
19 მარტი
ფელიპე ნასრი ავსტრალიის დიდი პრიზის ნამდვილი აღმოჩენა გახდა - მისგან და „ზაუბერისგან“ მეხუთე ადგილს არავინ ელოდა. რა თქმა უნდა, ეს ნწილობრივ „ფერარის“ მკვეთრად გაუმჯობესებული ძრავის დამსახურებაცაა. და ბრაზილიელი პილოტი ირწმუნება, რომ შვეიცარიული გუნდის მიერ შექმნილ ბოლიდს გაცილებით მეტი შეუძლია.

„სუზუკიმ“ „ალტო ტურბო RS-ის“ წარმოება დაიწყო

Suzuki Sports Up its Alto Kei Car with Turbo RS Version in Japan
19 მარტი
„სუზუკიმ“ თავის პოპულარულ კეიქარ „ალტოს“ ტემპერამენტიანი ვერსია, „ტურბო RS“ გამოუშვა. ეს ავტომობილიც სერიული „ალტოს“ სამცილინდრიანი 0.66-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვა, რომელსაც ამჯერად ტურბო დამჭირხნი ემსახურება. ძრავთან კი უახლესი, 5-საფეხურიანი ავტომატიზებული მექანიკური კოლოფი (AGS - ავტო გიარ შიფტ) მუშაობს, რომლის საფეხურებიც, საჭესთან განლაგებული ბერკეტებით იცვლება.

Wednesday, March 18, 2015

„ფორდმა“ პატარა ქროსოვერი „ეკოსპორტი“ განაახლა

2016 Ford EcoSport Loses Exterior Spare Wheel, Gets Equipment and Handling Updates
18 მარტი
„ფორდმა“ თავისი ყველაზე პატარა ქროსოვერი „ეკოსპორტი“ განაახლა, რის შემდეგაც, პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა. ამიერიდან, ავტომობილის გამაში უფრო მძლავრი დიზელის ძრავიც შევა. ამასთან, სათადარიგო ბორბალმა ავტომობილის უკანა კარის სპეციალური სამაგრიდან, საბარგულში გადაინაცვლა.

Tuesday, March 17, 2015

„რენომ“ შეცდომა აღიარა

Renault says last-minute push to blame for F1 woes
17 მარტი
„რენო“ აცხადებს, რომ ავსტრალიის დიდ პრიზზე „რედ ბულის“ ჩავარდნა იმის ბრალია, რომ სეზონისთვის მზადების პროცესში, ძრავის სრულყოფის ძალიან აგრესიული მეთოდოლოგია გამოიყენეს. თუმცა იქვე ირწმუნება, რომ ამ პრობლემას მალე გამოასწორებს. ამ პრობლემების გამო, ფრანგულმა კომპანიამ თავისი ავსტრიელი პარტნიორისგან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

ფ1 გერმანული ეტაპის გარეშე?

Hockenheim rules out hosting German GP
17 მარტი
დიდი ალბათობით, ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონი, გერმანული ეტაპის გარეშე დარჩება. ამის მიზეზი ისაა, რომ ჰოკენჰაიმრინგი რბოლის მასპინძლობაზე კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს. არადა, ახლახანს ბერნი ეკლსტოუნმა განაცხადა, რომ ჰოკენჰაიმრინგი ერთადერთი გერმანული ტრეკია, რომელსაც გერმანიის დიდი პრიზის მასპინძლობა შეუძლია.

Monday, March 16, 2015

კონცეპტუალურ ახალ „დიფენდერს“ 2016 წელს ვნახავთ

New Land Rover Defender Edges Nearer to 2016 Debut as Concept Vehicle
16 მარტი
ეს ავტომობილი 1948 წელს დაიბადა და 1983 წლამდე პირველი, მეორე და მესამე სერიების სახით გამოდიოდა. შემდგი ორი წლის განმავლობაში, ამ ავტომობილს ინდექსად 90, 110 და 127 ეწერა. 1985 წელს კი პირველად გამოჩნდა სახელი „დიფენდერი“, რომელიც ახლანდელი სახით მალე მოიხსნება კონვეიერიდან. თუმცა, არც მისი შემცვლელი გვალოდინებს დიდხანს.

„რედ ბული“ ფორმულა ერთის დატოვებით იმუქრება

Red Bull could quit Formula 1 over current rules - Helmut Marko
16 მარტი
კომპანია „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეთა მრჩეველი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ ახლანდელი ტექნიკური რეგლამენტი „ფორმულა ერთს მოკლავს“ და სანამ ეს მოხდება, ავსტრიული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატიდან წავა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ საჯინიბოს ძალიან წარუმატებელი გამოსვლა ჰქონდა ავსტრალიაში - მისმა ლიდერმა დანიელ რიკარდომ მხოლოდ მეექვსე ადგილის დაკავება შეძლო, მისი თანაგუნდელი დანილ კვიატი კი სტარტზეც კი ვერ დადგა.