დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 20, 2015

გერმანიის დიდი პრიზი წელს არ გაიმართება

German Grand Prix officially cancelled from 2015 Formula 1 calendar
20 მარტი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) განცხადებით, მიმდინარე სეზონში გერმანიის დიდი პრიზი აღარ გაიმართება. 1960 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა გერმანიაში ფ1-ის რბოლა არ ჩატარდება. როგორც ცნობილია, გერმანიის დიდი პრიზი მორიგეობით, ნურბურგრინგზე და ჰოკენჰაიმრინგზე ტარდება ხოლმე. წელს ნურბურგრინგის ჯერი იყო, მაგრამ ტრეკის ახალმა მფლობელებთან მოლაპარაკება ჩაიშალა და მათ უარი თქვეს ფ1-ის რბოლის მიღებაზე.
ამის შემდეგ, ბერნი ეკლსტოუნმა მოლაპარაკება ჰოკენჰაიმრინგის მფლობელებთან დაიწყო და განაცხადა კიდეც, რომ შეთანხმებასთან ახლოს იყო, მაგრამ ახლახანს საპირისპირო მოხდა და გერმანულმა მხარემ რბოლის ჩატარებაზე უარი თქვა. დღეს კი FIA-ს მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რბოლა კალენდრიდან ამოვარდა. ამის მიზეზად, ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელსა და რბოლის პრომოუტერს შორის შეუთანხმებლობა გამოცხადდა.
ამგვარად, ბრიტანეთისა და უნგრეთის დიდ პრიზებს შორის, სამკვირიანი პაუზა გაჩნდა, კალენდარში კი 19 რბოლა დარჩა.

2015 წლის სეზონის სეკვესტრირებული კალენდარი

15 მარტი - ავსტრალია
29 მარტი - მალაიზია
12 აპრილი - ჩინეთი
19 აპრილი - ბაჰრეინი
10 მაისი - ესპანეთი
24 მაისი - მონაკო
7 ივნისი - კანადა
21 ივნისი - ავსტრია
5 ივლისი - ბრიტანეთი
26 ივლისი - უნგრეთი
23 აგვისტო - ბელგია
6 სექტემბერი - იტალია
20 სექტემბერი - სინგაპური
27 სექტემბერი - იაპონია
11 ოქტომბერი - სოჭი
25 ოქტომბერი - აშშ
1 ნოემბერი - მექსიკა
15 ნოემბერი - ბრაზილია
29 ნოემბერი - აბუ დაბი

No comments:

Post a Comment