დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 21, 2015

„იაგუარ ლენდ როვერი“ ამერიკულ ქარხანას მოგვიანებით ააშენებს

Jaguar Land Rover's U.S. Plant Must Wait For More Sales
21 მარტი
„იაგუარ ლენდ როვერი“ შეერთებულ შტატებში ქარხნის მშენებლობას აპირებს, მაგრამ ეს უახლოეს წლებში არ მოხდება. ბრიტანული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა რალფ შპეტმა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მისი კომპანია სამ წელიწადში მიიღებს. „იაგუარ ლენდ როვერმა“ ახლახანს ახალი ქარხნები ჩინეთსა და ბრაზილიაში აამუშავა და ამჟამად მათს სრულად დატვირთვას ცდილობს.
შპეტის თქმით, მთავარი ფაქტორი, რომელიც კომპანიას ამერიკაში ქარხნის აშენებას გადააწყვეტინებს, გაყიდვების ზრდაა. კერძოდ, მისი თქმით, ამისათვის საჭიროა, რომ ამერიკის ბაზარზე რომელიმე მოდელის გაყიდვებმა 30 000-40 000 შეადგინოს. ამჟამად ამერიკის ბაზარზე ყველაზე უკეთ „რეინჯ როვერ სპორტი“ იყიდება, რომლის გაყიდვებიც, ზემოთ მოყვანილი მოცულობის მხოლოდ ნახევარს აღწევს. თუმცა, მალე სურათს ბრიტანული კომპანიის ორი ახალი მოდელი - „ლენდ როვერ დისქავერი სპორტი“ და „იაგუარ XE“ შეცვლის.
ეს ორი ავტომობილი, შედარებით დაბალი ფასით გამოირჩევა და მარკეტოლოგთა გათვლებით, გაცილებით მეტი გაიყიდება. საერთო ჯამში, „იაგუარ ლენდ როვერის“ გაყიდვები მალე ნახევარმილიონიან ზღვარს გასცდება. ოღონდ, ამას დრო უნდა, რადგან პირველი ამერიკის ბაზარზე რამდენიმე თვის შემდეგ შევა, XE კი იქ ფეხს დაახლოებით ერთ წელიწადში შედგამს.

No comments:

Post a Comment