დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, March 22, 2015

ალონსოს კემბრიჯელი ექიმები გასინჯავენ

Alonso to see doctors at Cambridge University
22 მარტი
სანამ მალაიზიის დიდ პრიზზე მისი გამოსვლის საკითხი გადაწყდბოდეს, ფერნანდო ალონსო კემბრიჯში გაემგზავრა, სადაც ცნობილი უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, შემოწმებას გაივლის. მას სამი ექიმი გასინჯავს, რომლებიც ამისათვის საერთაშრისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) დაიქირავა. სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, შეიძლება თუ არა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის რბოლაში გამოსვლა.
უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „მაკლარენის“ 33 წლის პილოტს, ბარსელონაში წინასასეზონო ტესტებისას ავარია მოუვიდა. ამის გამო, მან ჰოსპიტალში სამი დღე დაჰყო, რის შემდეგაც ექიმებმა ახალი სეზონის პირველი ეტაპის, ავსტრალიის დიდი პრიზის გამოტოვება ურჩიეს.
კემბრიჯში შემოწმების შემდეგ, კუალა ლუმპურში ალონსო FIA-ს ექიმ ჟან-შარლ პიეტს შეხვდება. მასთან ესპანელ მრბოლს სპეციფიკური, მათ შორის, რეაქციის და უნარების ტესტები ჩაუტარდება. მაგრამ პიეტი ვერ გადაწყვეტს, დაუშვას თუ არა ალონსო სეპანგის რბოლაში. მასთან ვიზიტის შემდეგ, ალონსოს ტრეკის მთავარი ექიმი გასინჯავს და მწვანე შუქის ანთება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.
ალონსოს მენეჯერმა ლუის-გარსია აბადმა ესპანურ მედიასთან საუბრისას განცხადა, რომ „ფერნანდო მალაიზიაში იქნება“. მისმა წარმომადგენელმა სპორტულ გაზეთ „ასთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ ალონსო კარგადაა, ყველა ტესტი გაიარა და ყველა შემოწმება, მხოლოდ ფორმალობაა

No comments:

Post a Comment