დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 21, 2014

სრულიად ახალი „ჰიუნდაი ჯენეზისის“ პრემიერა დეტროიტში

All-New 2015 Hyundai Genesis Lands in Detroit
21 იანვარი
კორეაში დებიუტის შემდეგ, უახლესი „ჰიუნდაი ჯენეზისი“, რომლითაც კორეული კომპანია პრემიუმ სეგმენტში მეორე ნაბიჯს გადადგამს, დეტროიტის მოტორ შოუზეც წარსდგა. ეს უკანა ამძრავიანი ავტომობილი არის „ჰიუნდაის“ პირველი მოდელი, რომელიც ახალ კორპორატიულ სტილ „თხიერ სკულპტურა 2.0-შია“ შესრულებული.

„მაკლარენის“ ახალმა ბოლიდმა ქრეშ ტესტები გაიარა

2014 McLaren passes all crash tests
21 იანვარი
„მაკლარენის“ ახალი ბოლიდი MP4-29 ხერესის ტესტებისთვის მზადაა. სარბოლმა ავტომობილმა ყველა სავალდებულო ქრეშ ტესტი წარმატებით გაიარა და ტესტებში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მიიღო. არადა, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, ტესტების ნაწილი წარუმატებელი იყო.

მიხაელი არ დანებდება

Schumacher 'will not give up' – family
21 იანვარი
მიხაელ შუმახერის ოჯახმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც არაფერია ნათქვამი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუმცა, ოჯახი გვპირდება, რომ ლეგენდარული მრბოლი სიცოცხლისთვის ბრძოლას ისეთივე შემართებით გააგრძელებს, როგორითაც ტრასაზე გამოირჩეოდა.

„კატერჰემმა“ კობაიაში და ერიქსონი აიყვანა

Caterham signs Kobayashi, Ericsson for 2014 Formula 1 season
21 იანვარი
„კატერჰემმა“ ახალი სეზონისთვის ორივე პილოტი გამოცვალა და კონტრაქტები იაპონელ კამუი კობაიაშისთან და შვედ მარკუს ერიქსონთან გააფორმა. ამგვარად, 27 წლის კობაიაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება დიდი პრიზების სამყაროს, ერიქსონი კი ფ1-ის პირველი შვედი პილოტი ხდება მას შემდეგ, რაც მისმა თანამემამულე სტეფან იოჰანსონმა თავისი კარიერა დაასრულა (1991 წელს).

ალექს ძანარდი ავტოსპორტს დაუბრუნდა

Alex Zanardi returns to motorsport with ROAL BMW Blancpain GT seat
21 იანვარი
ფორმულა ერთის და ინდქარ-ის (CART-ის, ჩემპ ქარ-ის) ყოფილი პილოტი, პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი, იტალიელი ალესანდრო ძანარდი მოტორსპორტს დაუბრუნდა. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ლონდონის პარალიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდა, ძანარდი მომავალ სეზონში GT3 კლასში, „ბლანპენის“ სპრინტის სერიაში, „ბეემვეს“ საქარხნო პილოტის სტატუსით, „ბეემვე Z4 GT3 -ით“ იასპარეზებს.

Monday, January 20, 2014

„სუზუკი“ უახლეს უნივერსალურ ტრანსმისიას ინდოეთში გაგვაცნობს

Suzuki unveils newly-developed transmission Auto Gear Shift in India
20 იანვარი
„სუზუკი მოტორ კორპორეიშნმა“ შეიმუშავა სრულიად ახალი ტრანსმისია, სახელად „ავტო გიარ შიფტ“, რომელსაც როგორც მექანიკურ, ასევე ავტომატურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ამ სიახლეს იაპონური კომპანია მალე ოფიციალურად წარადგენს ნიუ დელის მოტორ შოუზე, რომელიც თებერვლის დასაწყისში გაიმართება.

„იაგუარ ლენდ როვერის“ გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

Jaguar Land Rover sales rise to record, helped by China demand
20 იანვარი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ შარშან გლობალურ ბაზარზე გაყიდვები რეკორდულად გაეზარდა, რასაც განსაკუთრებით ხელი ჩინეთსა და წყნარი ოკეანის რეგიონში გაყიდვების ზრდამ შეუწყო. ბრიტანულმა კომპანიამ ჯამში 425,006 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 19 პროცენტით მეტია. აქედან მხოლოდ 76 668 ავტომობილი მოდის ბრენდ „იაგუარზე“, თუმცა ეს რიცხვი 42-პროცენტიან ზრდას გამოხატავს. „ლენდ როვერის“ გაყიდვები კი 15 პროცენტით, 348 338 ერთეულამდე გაიზარდა.

Sunday, January 19, 2014

ახალი „მუსტანგის“ პირველი ეგზემპლარი აუქციონზე გაიყიდა

First Production 2015 Ford Mustang Raises $300,000 for Charity
19 იანვარი
ქალაქ სკოტსდეილში (შტატი არიზონა) გამართულ ბარეტ-ჯეკსონის აუქციონზე, 300 000 დოლარად გაიყიდა ახალი „ფორდ მუსტანგის“ პირველი სერიული ეგზემპლარი. გაყიდული ავტომობილია „მუსტანგის“ ვერსია GT, რომელიც 5.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 420 ცხენის ძალას და 537 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.

Saturday, January 18, 2014

„ინფინიტი Q50 ო რუჟი“ მინიმუმ 500 ცხენის ძალით!

Infiniti Details New Q50 Eau Rouge Concept, Says if Produced, Will Have Over 500HP!
18 იანვარი
რადგან სახელში ორი სიტყვა - „ო რუჟი“ (წითელი წყალი) არის დამატებული, ასეც უნდა იყოს! ეს სახელი ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკის - სპა ფრანკორშანის (ბელგია) ლეგენდარულ მოსახვევს ჰქვია. ჰოდა, „ინფინიტის“ შეფი იოჰან დე ნისხენიც გვპირდება, რომ თუ მისი კომპანია ამ ავტომობილს გამოუშვებს, მის ძრავს აუცილებლად 500 ცხენის ძალაზე მეტი სიმძლავრე ექნება!

ნანი რომამ დაკარის რალი მოიგო

Dakar: Nani Roma wins for X-raid Mini as Stephane Peterhansel slows
18 იანვარი
ნანი რომადა მისი შტურმანი მიშელ პერენი გამარჯვებას ზეიმობენ
ესპანელი ნანი რომას გამარჯვებით დასრულდა დაკარის რალი მარათონი, რომელსაც ისევ სამხრეთ ამერიკამ უმასპინძლა. მსუბუქი ავტომობილების კლასში, მან ხუთი წუთით აჯობა ფრანგ თანაგუნდელ სტეფან პეტერანსელს, მესამე ადგილზე კი კატარელი ნასერ ალ-ატია გავიდა. სამივეს ეკიპაჟი „მინის“ ავტომობილით ასპარეზობდა.

ოჟიემ სეზონი მონტე კარლოში გამარჯვებით დაიწყო

Monte Carlo WRC: Sebastien Ogier clinches victory for Volkswagen
18 იანვარი
მონტე კარლოს რალიზე სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დაიწყო რალის მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი. მძიმე კლიმატურ პირობებში ჩატარებული რბოლის დასაწყისში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მეცხრე ადგილზე იყო და ლიდერს წუთით და 20 წამით ჩამორჩებოდა, თუმცა რბოლის მეორე დღის ნახევრის შემდეგ, ის უკვე გამარჯვებისთვის მოპაექრეთა შორის იყო.

„ნისანი“ კონცეპტუალურ „სპორტ სედანს“ გამოუშვებს

Nissan Boss Says "We Will Build" Sport Sedan Concept
18 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დებიუტანტი, „ნისანის“ კონცეპტუალური „სპორტ სედანი“ გახდა. იაპონურმა კომპანიამ თავიდანვე გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის წარმოებას იმ შემთხვევაში აუნთებდა მწვანე შუქს, თუ მას დეტროიტის მოტორ შოუ კარგად მიიღებდა. რა თქმა უნდა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ის წინაპირობა, რაც „მწვანე შუქს“ სჭირდებოდა, უკვე არსებობს.

Friday, January 17, 2014

„ფორდი“ ალუმინის ფართოდ დანერგვას იწყებს

Ford to Expand Aluminum Use to Other Vehicles
17 იანვარი
„იაგუარ ლენდ როვერის“ მსგავსად, თავის მოდელებზე ალუმინის ფართოდ გამოყენებას იწყებს „ფორდც“, რომელმაც პირველად ალუმინის ძარა თავისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, პიკაპ F-150-სთვის დაამზადა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ახლახანს, დეტროიტის მოტორ შოუზე შედგა, მისი გაყიდვები კი წლის ბოლოს დაიწყება.

„პირელიმ“ ფ1-თან კონტრაქტი გააგრძელა

Motor racing-Pirelli renews F1 supply contract
17 იანვარი
საბურავების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „პირელიმ“ ფორმულა ერთთან კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა. ამგვარად, საბურავების არასაიმედობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) არჩევანი ისევ „პირელიზე“ შეაჩერა, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც. ამასთან ითქვა, რომ ეს იქნება გარდამავალი პერიოდი, რის შემდეგაც, საბურავების მიმწოდებლის შესარჩევად, ახალი ტენდერი გამოცხადდება.

რონ დენისი ისევ „მაკლარენის“ გუნდის შეფი გახდა

Motor racing-Dennis retakes control of McLaren F1 team
17 იანვარი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ მისი ჯგუფის მთავარი აღმასრულებლის პოსტს ისევ რონ დენისი დაუბრუნდა, ვინც მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ გუნდს 1982-2009 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის მარტინ უიტმარშს ჩაანაცვლებს, რომლის მომავალიც გაურკვეველია. ამგვარად, ჯგუფის მთავარი აღმასრულებლის გარდა, 66 წლის დენისი ასევე ჯგუფის დირექტორთა თავმჯდომარის და „მაკლარენ ავტომოტივის“ ხელმძღვანელის როლსაც შეუთავსებს.