დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 20, 2014

„იაგუარ ლენდ როვერის“ გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

Jaguar Land Rover sales rise to record, helped by China demand
20 იანვარი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ შარშან გლობალურ ბაზარზე გაყიდვები რეკორდულად გაეზარდა, რასაც განსაკუთრებით ხელი ჩინეთსა და წყნარი ოკეანის რეგიონში გაყიდვების ზრდამ შეუწყო. ბრიტანულმა კომპანიამ ჯამში 425,006 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 19 პროცენტით მეტია. აქედან მხოლოდ 76 668 ავტომობილი მოდის ბრენდ „იაგუარზე“, თუმცა ეს რიცხვი 42-პროცენტიან ზრდას გამოხატავს. „ლენდ როვერის“ გაყიდვები კი 15 პროცენტით, 348 338 ერთეულამდე გაიზარდა.
ჩინეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ბაზრებზე გაყიდვები 30 პროცენტით არის გაზრდილი, ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები 21 პროცენტით გაიზარდა, ბრიტანეთში 14 პროცენტით, კონტინენტურ ევროპაში მხოლოდ 6 პროცენტით, დანარჩენ ბაზრებზე კი - 23 პროცენტით.
შეგახსენებთ, რომ „იაგუარ ლენდ როვერი“ ინდური „ტატა მოტორსის“ ჯგუფში შედის, რომელმაც ის „ფორდისგან“ 2008 წელს გამოისყიდა და ეს 2.5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ბრიტანულ კომპანიაზე, ინდური ჯგუფის შემოსავლების 72 პროცენტი და ოპერაციული მოგების 88 პროცენტი მოდის. უფრო მეტიც, სწორედ ამ ორი ბრიტანული ბრენდის წყალობით შეძლო „ტატა მოტორსმა“ მოგებაზე გადასვლა და ამით ანალიტიკოსების პროგნოზების გაქარწყლება.
სწორედ „ტატა მოტორსის“ ხელში გადასვლის შემდეგ გაერთიანდა „იაგუარი“ და „ლენდ როვერი“ და ერთიანმა კომპანიამ მთავარ მიზნად, განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე დამკვიდრება დაისახა. მთავარი მიმართულება ჩინეთის ბაზრის ათვისება გახდა. თუმცა პარალელურად, კომპანია მისთვის ტრადიციულ ბაზრებზე გაფართოებასაც აგრძელებდა. შედეგად, შარშან 38 ქვეყანაში (მათ შორის ბრაზილიაში, კორეასა და კანადაში) გაყიდვების რეკორდული მაჩვენბლები დაფიქსირდა.
„იაგუარის“ გაყიდვების ზრდა, მისმა ახალმა კაბრიოლეტმა „F-ტაიპმა“ განაპირობა, რომლის გაყიდვებიც მაისში დაიწყო. „ლენდ როვერის“ გამაში კი ყველაზე მეტი მოთხოვნით უახლესი „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ ევოუკი“ სარგებლობდა.

No comments:

Post a Comment