დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 21, 2014

„მაკლარენის“ ახალმა ბოლიდმა ქრეშ ტესტები გაიარა

2014 McLaren passes all crash tests
21 იანვარი
„მაკლარენის“ ახალი ბოლიდი MP4-29 ხერესის ტესტებისთვის მზადაა. სარბოლმა ავტომობილმა ყველა სავალდებულო ქრეშ ტესტი წარმატებით გაიარა და ტესტებში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მიიღო. არადა, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, ტესტების ნაწილი წარუმატებელი იყო.
ესპანური სპორტული გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივო“ იუწყებოდა, რომ ოფიციალურ პრეზენტაციამდე, რომელიც პარასკევსაა დანიშნული, „მაკლარენი“ ტესტების მორიგი რაუნდის გავლას გეგმავდა, რათა ხერესში MP4-29-ს ტრასაზე გამოყვანის უფლება მოეპოვებინა.
ტესტების წარმატებით გავლის შესახებ უოკინგელებმა თავიანთ ნახევარ მილიონამდე ფანს ტვიტერით ახარეს. „MP4-29-მ ყველა სავალდებულო ქრეშ ტესტი გაიარა“, - ნათქვამია ტვიტერზე გაკეთებულ მოკლე განცხადებაში

No comments:

Post a Comment