დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 21, 2014

ლუის ჰამილტონმა ლიდერობა დაიბრუნა

Motor race-Hamilton in control after Singapore win
21 სექტემბერი
შეიძლება ითქვას, რომ ლუის ჰამილტონმა მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერობა უბრძოლველად ჩაიგდო ხელში, რადგან მისი მთავარი მეტოქე და თანაგუნდელი, ნიკო როსბერგი სტარტამდე გამოეთიშა გამარჯვებისთვის ბრძოლას. და მაინც, ბრიტანელისთვის გამარჯვება იოლი ნამდვილად არ ყოფილა. მას ამისათვის ოფლის დაღვრა დასჭირდა როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.

Saturday, September 20, 2014

0.007 წამის ფასი

Motor racing-Formula One Singapore Grand Prix qualifying
20 სექტემბერი
ლუის ჰამილტონი ისევ პირველია. ამჯერად სინგაპურის დიდი პრიზის კვალიფიკაციის პოულ პოზიციას დაეუფლა. მან მხოლოდ 0.007 წამით აჯობა თანაგუნდელსა და ჩემპიონატის ლიდერ ნიკო როსბერგს. შორს არც მესამე ადგილზე მყოფი დანიელ რიკარდოა, რომელიც ჰამილტონს 0.173 წამით ჩამორჩა. თავის მხრივ, ავსტრალიელმა მხოლოდ 0.048 წამით აჯობა თავის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს.

Friday, September 19, 2014

„ფერარის“ წამიერი გაელვება

Motor racing-Hamilton edges Alonso in Singapore practice
19 სექტემბერი
საინტერესოა, სად ნახულობს ფერნანდო ალონსო იმის რესურსს, რომ თავისი პრაქტიკულად არაფრის მაქნისი მანქანით, პერიოდულად მოწინავეთა შორის გამოჩნდება ხოლმე. თუნდაც პრაქტიკებზე. კვიცების ქომაგს ხომ მოენატრა ცხრილის სათავეში წითელ კომბინეზონში გამოწყობილი პილოტის ხილვა. ერთიც ვნახოთ და ხვალ პოულისთვის მებრძოლი ფერნანდო ალონსოც ვიხილოთ...

Thursday, September 18, 2014

„ფორდმა“ კომპაქტვენი „C-მაქსი“ განაახლა

2015 Ford C-MAX Facelift Family Revealed
18 სექტემბერი
ახლახანს „ფორდმა“ მეორე თაობის მინივენი „S-მაქსი“ გაგვაცნო, რომლის მსოფლიო პრემიერასაც პარიზის მოტორ შოუზე ჩაატარებს. მასთან ერთად კი პარიზშივე პირველად გვიჩვენებს განახლებულ „C-მაქსს“ და მის შვიდადგილიან ვერსია „გრანდ C-მაქსს“. ორივე ავტომობილი, ერთნაირი კოსმეტიკური ცვლილებების გარდა, მექანიკური და ტექნოლოგიური სიახლეებითაცაა გამორჩეული.

„ლამბორგინი“ პარიზში ახალი ავტომობილით წარსდგება

Lamborghini Releases Teaser Sketch of Paris-Bound Mystery Car
18 სექტემბერი
„ლამბორგინიმ“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, რომელსაც პირველად პარიზის მოტორ შოუზე წარადგენს. იტალიურ კომპანიას ამ ავტომობილზე სხვა ინფორმაცია არ გაუვრცელებია და ამ ეტაპზე, მასზე მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება ლაპარაკი. ტიზერს თან ახლავს მოკლე განმარტება: „როცა სრულყოფილებას მიაღწევ, მისი გაორმაგებაც შეგიძლია“.

Wednesday, September 17, 2014

„მინიმ“ შესაძლოა როდსტერი „სუპერლეგერა“ გამოუშვას

MINI Reportedly Only Months Away from Approving Superleggera Roadster
17 სექტემბერი
„მინიმ“ ამ გაზაფხულზე ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე კონცეპტუალური როდსტერი „სუპერლეგერა ვიჟნ კონცეპტი“ წარადგინა, რომელმაც სპეციალისტების და დამთვალიერებელთა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მართალია, მაშინ ითქვა, რომ ეს მხოლოდ საჩვენებელი ავტომობილია, მაგრამ როგორც ჩანს, „ბეემვეს“ (მინი ბავარიული ჯგუფის ნაწილია) ეს საინტერესო პროექტი თაროზე დასამტვერად არ ემეტება.

Tuesday, September 16, 2014

„ნაო“ - რობოტი, რომელიც მძღოლად მოგემსახურებათ

Forget about Autonomous Cars, This Robot Can Be Your Chauffeur
16 სექტემბერი
„გუგლი“ და დიდი საავტომობილო კომპანიები დიდი მონდომებით მუშაობენ სრულიად ავტონომიური ავტომობილების შექმნაზე, რომელიც მძღოლის ჩაურევლად შეძლებს გადაადგილებას, საგზაო ნიშნების ამოცნობას და სხვა ავტომობილებთან ურთიერთობას. და ამაზე ასეულობით მილიონ დოლარსაც იმეტებენ. მაგრამ თურმე სხვა გზაც არსებობს - საჭირო არაასრული ავტონმიზაცია. მძღოლის შეცვლა თურმე რობოტსაც შეუძლია!

„ლამბორგინი ვენენო“ 7.4 მილიონ დოლარად

Lamborghini Veneno Roadster For Sale: Just $7.4 Million
16 სექტემბერი
4.5 მილიონი დოლარი ავტომობილში, თუნდაც ეს როდსტერი „ლამბორგინი ვენენო“ იყოს, რომელიც მხოლოდ 9 ცალი უნდა დამზადებულიყო, მეტისმეტად ძვირია, არა? მაგრამ როგორც ირკვევა, უფრო ძვირადაც შეიძლება მისი გაყიდვა, გაყიდვის ცდა მაინც...

„ფორდ S-მაქსი“ პარიზული პრემიერის წინ

New Ford S-Max revealed ahead of Paris debut
16 სექტემბერი
 პარიზის მოტორ შოუზე მსოფლიო პრემიერის წინ, „ფორდმა“ მეორე თაობის მინივენი „S-მაქსი“ გაგვაცნო. ცისფერი ოვალი აცხადებს, ახალი ავტომობილი უფრო სპორტული ხასიათით და იმავდროულად, უფრო პრემიუმ დონის კაბინით გამოირჩევა. ახალმა შვიდადგილიანმა MPV-მ (მრავალმხრივი დანიშნულების ავტომობილი) საუკეთესო მართვადობა მემკვიდრეობით პირველი თაობის მოდელისგან მიიღო. არადა, ის ახალ შასიზეა აგებული, აქვს ახალი ძრავები, ასევე ოპციის სახით, სრულ ამძრავიანი ტრანსმისია.

FIA-მ ფ1-ის ახალი კალენდარი გამოაქვეყნა

FIA announces 20-grand prix 2015 Formula 1 schedule
16 სექტემბერი
ახალი კალენდრის წინასწარი ვერსია ჯერ კიდევ იტალიის დიდი პრიზის დღეებში დაურიგდათ გუნდებს, ახლახანს კი პეკინში გამართულ შეხვედრაზე, მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ, მის რატიფიკაციას დაუჭირა მხარი. ახალი კალენდარი 20 ეტაპს მოიცავს და მასში ამ სეზონის რბოლების გარდა, მექსიკური ეტაპიც გამოჩნდა. სამაგიეროდ, კვლავ თამაშგარეთაა ინდური რბოლა, კორეულ ეტაპს კი როგორც ჩანს, ფ1-ში დაბრუნება აღარ უწერია.

Monday, September 15, 2014

„ფოლკსვაგენმა“ ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა

Rallying-Ogier extends championship lead with Australia triumph
15 სექტემბერი
მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ოჟიემ ავსტრალიის რალი მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ტიტულის შენარჩუნებისკენ. მისმა გუნდმა „ფოლკსვაგენმა“ კი სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე გაინაღდა კონსტრუქტორთა თასი, რომელიც ზედიზედ მეორედ დაიკასუთრა. გერმანულმა გუნდმა ავსტრალიის რალის კვარცხლბეკი სრულად დაიპყრო (მესამე ადგილი ნორვეგიელმა ანდრეას მიკელსენმა დაიკავა) და „სიტროენისთვის“ მიუწვდომელი გახდა.

Sunday, September 14, 2014

რუსთავში სარბოლი ავტომობილები ისევ აგუგუნდა

ჩაიარა ზაფხულის სიცხეებმა და რუსთავსაც რბოლები დაუბრუნდა. რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპს უმასპინძლა. რბოლები სამ - ფორმულა ალფას, ლეგენდების და ტურინგ ლაითის კლასებში ჩატარდა და როგორც ყოველთვის, მაყურებელი ძალიან საინტერესო და დაძაბული პაექრობების მომსწრე გახდა.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, 2014, მე-5 ეტაპი, ლეჯენდსი



საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, 2014, მე-5 ეტაპი, ტურინგ ლაითი



საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, 2014, მე-5 ეტაპი, ფორმულა ალფა