დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 16, 2014

„ნაო“ - რობოტი, რომელიც მძღოლად მოგემსახურებათ

Forget about Autonomous Cars, This Robot Can Be Your Chauffeur
16 სექტემბერი
„გუგლი“ და დიდი საავტომობილო კომპანიები დიდი მონდომებით მუშაობენ სრულიად ავტონომიური ავტომობილების შექმნაზე, რომელიც მძღოლის ჩაურევლად შეძლებს გადაადგილებას, საგზაო ნიშნების ამოცნობას და სხვა ავტომობილებთან ურთიერთობას. და ამაზე ასეულობით მილიონ დოლარსაც იმეტებენ. მაგრამ თურმე სხვა გზაც არსებობს - საჭირო არაასრული ავტონმიზაცია. მძღოლის შეცვლა თურმე რობოტსაც შეუძლია!
ფრანგულმა კომპანია „ალდებარან რობოტიკსმა“, რომელიც სასწავლო დანიშნულების რობოტების შექმნაზეა სპეციალიზებული, თავის პოპულარულ რობოტ „ნაოსთვის“ შეიმუშავა სპეციალური პაკეტი, რომელიც რობოტს ავტომობილის მართვის საშუალებას აძლევს. ეს პაკეტი ასევე ვრცელდება „ბეემვეZ4-ის“ ელექტრულ სათამაშო რეპლიკაზე, რომელსაც „ნაო“ მართავს. რობოტიც და მისი ელექტრომობილიც 7 669 ევრო ღირს.
და მერე რა, რომ სათამაშო მანქანას ნახევრად სათამაშო რობოტი მართავს? ასეთ სათამაშოში ხომ ზრდასრული ადამიანი ვერ ჩაეტევა? რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე ის ფაქტი, რომ რობოტს, თუნდაც სასწავლო დანიშნულებისას, სათამაშო პატარა მანქანის მართვა შეუძლია, უკვე მრავლის მეტყველია. ეს ნიშნავს, რომ მასშტაბის გაზრდა და ტექნოლოგიების დახვეწა, რეალური მძღოლი რობოტის შექმნასთან მიგვიყვანს. და ამ მიმართულებით ალბათ პირველ რიგში, „ჰონდა“ დაინტერესდება, რომლის რობოტი ჰუმანოიდი „ასიმოც“ ახლახანს ბარაკ ობამას ებურთავა.
„ნაო“ ისედაც საკმაოდ განვითარებული, მინი ჰუმანოიდია. ის რეაგირებს ხმოვან მითითებებზე, არჩევს ხმას და ხედავს კამერებით. ასევე ურთიერთობას ამყარებს როგორც ინტერნეტით, ასევე ინფრაწითელი ტალღებით. მწარმოებლის თქმით, პატარა რობოტი შეიძლება დაპროგრამდეს C++, „პითონ“ და „ჯავა“ საკომუნიკაციო ენებზე. პატარა „ბეემვე“ კი აღჭურვილია მანძილის ლაზერული მზომით, ავტონომიური მართვის სისტემით და დაბრკოლებისგან თავის არიდების სისტემით.
უნდა ითქვას, რომ რობოტისა და პატარა მანქანის ტანდემიც სასწავლო დანიშნულებისაა და ის როგორც მოსწავლეების, ასევე სტუდენტებისთვისაცაა განკუთვნილი. მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე „ალდებარან რობოტიკსი“ თუ არა, სხვა კომპანია მაინც, მოზრდილ „ნაოს“ არ დაამზადებს. მითუმეტეს, თუ ავტომწარმოებლები ამ მიმართულებითაც გამოიჩენენ დაინტერესებას...

No comments:

Post a Comment