დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 19, 2014

„ფერარის“ წამიერი გაელვება

Motor racing-Hamilton edges Alonso in Singapore practice
19 სექტემბერი
საინტერესოა, სად ნახულობს ფერნანდო ალონსო იმის რესურსს, რომ თავისი პრაქტიკულად არაფრის მაქნისი მანქანით, პერიოდულად მოწინავეთა შორის გამოჩნდება ხოლმე. თუნდაც პრაქტიკებზე. კვიცების ქომაგს ხომ მოენატრა ცხრილის სათავეში წითელ კომბინეზონში გამოწყობილი პილოტის ხილვა. ერთიც ვნახოთ და ხვალ პოულისთვის მებრძოლი ფერნანდო ალონსოც ვიხილოთ...
ეს ოცნება პირველ პრაქტიკაზე ახდა, რომელიც სწორედ ალონსომ „მოიგო“, მეორეზე კი მართალია, მან ლიდერის პოზიცია ლუის ჰამილტონს „დაუთმო“, მაგრამ ბევრით არ ჩამორჩენია. თანაც, ამჯერად კიმი რაიკონენიც ახლოს იყო.ანუ, კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ კრიზისის დაძლევის (ნაწილობრივ მაინც) ტენდენცია იწყება. იმედია, ასეც იქნება...
მაგრამ სანამ ძრავების რეგლამენტი „გაყინულია“, „მერსედესთან“ და მის პილოტებთან რეალურ კონკურენციაზე ლაპარაკიც არაა. ჰამილტონმა ორი პრაქტიკის ჯამში საუკეთესო დრო დააფიქსირა და მართალია, თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა მხარ ვერ აუბა, მაგრამ ეს უფრო შემთხვევითობის ბრალია, რაშიც გერმანელს ხელი პასტორ მალდონადოს ავარიამ შეუწყო. ნარბოლევს ჩემპიონატის ლიდერი თავისი მანქანით უკმაყოფილო იყო, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ კვალიფიკაციისთვის სიტუაცია შეიცვლება.

საბოლოოდ, ჰამილტონმა ალონსოს 0.133 წამით აჯობა. ორი პრაქტიკის ჯამში კი მესამე საუკეთესო დრო დანიელ რიკარდოს ჰქონდა, მეოთხე კი რაიკონენი იყო. კვლავ არ გაუმართლა სებასტიან ფეტელს, ვინც სინგაპურში წინა სამ რბოლაში დომინირებდა. მას პირველი პრაქტიკის მიწურულს ძრავი გაუფუჭდა და მეორე სესიის ბოლოსღა შეძლო ტრეკზე გამოსვლა.

სინგაპურის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:49.056
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:49.178
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:49.205
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:49.874
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:50.122
6. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              1:50.539
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:50.783
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:50.922
9. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      1:50.990
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:51.131
11. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1:51.217
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:51.604
13. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:51.953
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:52.125
15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:52.146
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:52.171
17. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:52.237
18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:52.906
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:54.113
20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:54.475
21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:54.607
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:55.170

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:47.490
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:47.623
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:47.790
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:48.031
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:48.041
6. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:48.358
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:48.435
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:48.653
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:48.751
10. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:48.770
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:48.800
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:49.062
13. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:49.075
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:49.139
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:49.170
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:49.290
17. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:49.361
18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:49.971
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:50.612
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:51.558
21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:52.075
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:52.936

No comments:

Post a Comment