Motor racing-Slick Hamilton on pole for Malaysian
GP
29 მარტი
ორი რბოლა, ორი პოული - „მერსედესმა“ სეზონი
შესანიშნავად დაიწყო. მისი პილოტები კი ჯერჯერობით „ძმურად“ ინაწილებენ ნადავლს. რაც
მთავარია, კვალიფიკაციაში სამქიმიანებს ჯერ საკუთარი შესაძლებლობების სრულად
გამოვლენის საშუალება არ ეძლევათ - ამაში მელბურნშიც და კუალა ლუმპურშიც წვიმამ
შეუშალა ხელი. და თუ ავსტრალიაში ამინდი ცვალებადი იყო, მალაიზიაში ნამდვილი ტროპიკული
წვიმის მომწსრენი გავხდით. ამის გამო კი საკვალიფიკაციო სესია დანიშნულზე 50 წუთით
გვიან დაიწყო.