დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 29, 2014

შუმახერს კომიდან თანდათან გამოიყვანენ

Michael Schumacher Might be Slowly Woken up From His Coma
29 იანვარი
ფრანგულმა გაზეთმა „ლ’ეკიპმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმები მიხაელ შუმახერს კომიდან გამოყვანას უპირებენ. ეს იქნება ნელი და ხანგრძლივი პროცესი, რომლის განმავლობაშიც, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მდგომარეობას მუდმივად დააკვირდებიან.

Tuesday, January 28, 2014

„ფორდი“ ახალ გლობალურ მოდელს ნიუ დელიში წარადგენს

Ford Teases New Global Concept for Delhi Auto Expo
28 იანვარი
„ფორდმა“ თავისი ახალი ავტომობილის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, ავტომობილის, რომლის პრემიერასაც ნიუ დელის ავტო ექსპოზე გამართავს. ამერიკული კომპანიის რელიზში აღნიშნულია, რომ ავტომობილი, რომლის სახელიც ჯერჯერობით არ გახმაურებულა, გლობალურ პლატფორმაზეა ბაზირებული, თუმცა მისი აღჭურვილობა, ინდოეთის ბაზრის სპეციფიკის შესაბამისია.

„მერსედეს W05“ - ზომიერი ცხვირი და დიდი ამბიციები

Mercedes-Benz Officially Launches F1 W05 Car at Jerez
28 იანვარი
სამქიმიანები, უფრო სწორედ, ვერცხლისფერ ისრებს, როგორც მათ თავიანთ გუნდს ახალი ბოლიდის პრეზენტაციაზე ოდინდელი მეტსახელი დაუბრუნეს, ამბიციების ნაკლებობას არც ადრე უჩიოდნენ, მაგრამ ახალ სეზონზე ისინი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ - რეგლამენტის რადიკალური (და მრავალწერტილოვანი) ცვლილება, მათ (ისევე როგორც სხვა, არანაკლებ ამბიციურ გუნდებს) იმის შანსს აძლევს, რომ „რედ ბულის“ დაუსრულებელ ჰეგემონიას წერტილი დაუსვან. მოკლედ, ეს ძველი სიმღერაა...

Monday, January 27, 2014

„ტორო როსო STR9“ - ნისკარტიანი

Motor racing-Toro Rosso raise eyebrows and questions
27 იანვარი
ფორმულა ერთის ახალი ბოლიდების ცხვირები სახალისო თემად იქცა. ჭიანჭველაჭამია (უილიამსი), სქელშუბლა (ფერარი), ბრჭყალი (მაკლარენი) და ორკაპა (ლოტუსი) - ერთი შეხედვით, ეს ავტომობილები სწორედ მათს მეტსახელებს მოგაგონებთ. და აი, ხერესის ტესტების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, „ტორო როსომ“ თავისი შედევრი გვიჩვენა, რომლის ცხვირიც ალბათ ყველაზე მეტად, მტაცებელი ფრინველის ნისკარტს მოგაგონებთ.

„ფორდი“ ახალ „მუსტანგზე“ შეკვეთების მიღებას მაისში დაიწყებს

2015 Ford Mustang preorders to start in May, production in August - report
27 იანვარი
ინტერნეტ გამოცემა „მუსტანგ 6G-ს“ (ის სპეციალურად, მე-6 თაობის „მუსტანგს“ ეძღვნება) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ „მუსტანგზე“ შეკვეთების მიღებას „ფორდი“ მაისში დაიწყებს. ავტომობილის წარმოება აგვისტოში დაიწყება, მის მიწოდებას კი მოგვიანებით შეუდგებიან.

ერთი თვე კომაში

No date set for end of Schumacher coma – report
27 იანვარი
თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერმა, სამთო თხილამურებით სრიალისას მომხდარი ინციდენტის შედეგად, თავის ტვინის უმძიმესი ტრავმა მიიღო. ამ დროის განმავლობაში, ფ1-ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, ქალაქ გრენობლის ჰოსპიტლის ექიმები მართვად კომაი ამყოფებენ.

Sunday, January 26, 2014

„ჰიუნდაის“ მოგება 15 პროცენტით გაიზარდა

Hyundai Q4 profits gain 15%, but results fall short
26 იანვარი
„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ მეოთხე კვარტალში მისი მოგება 15 პროცენტით, 2.06 ტრილიონ ვონამდე (1.9 მილიარდ დოლარამდე) გაიზარდა. თუმცა ამის მიუხედავად, ეს შედეგი მაინც ვერ მისწვდა ანალიტიკოსთა პროგნოზს. ამასთან, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჩუნ მონ კოო ამბობს, რომ წელს გაყიდვების ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი, რასაც კონკურენციის ზრდა და ძლიერი ვონი განაპირობებს.

„ფორდი“ წელს 23 ახალ ავტომობილს გამოუშვებს

Ford to Launch 23 New Products in 2014
26 იანვარი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში, 2014 წელი ყველაზე დატვირთული იქნება. გეგმის შესაბამისად, ცისფერი ოვალი 23 ახალ ავტომობილს გამოუშვებს. გარდა ამისა, აზიაში ორი ახალი ქარხანა გაიხსნება, ერთიც - სამხრეთ ამერიკაში. სულ მის ქარხნებში დასაქმებულთა რიცხვი 11 000-ით გაიზრდება, მათ შორის, 5 000 ახალ თანამშრომელს აშშ-შ აიყვანენ.

„ზაუბერ C33“ - კიდევ ერთი ჭიანჭველაჭამია

Sauber launches its 2014 Formula 1 car, the C33
26 იანვარი
თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი, რომლითაც წლევანდელ სეზონში იასპარეზებს, „ზაუბერმაც“ წარმოადგინა. შვეიცარიულმა გუნდმა C33-ის მხოლოდ ორი ფოტო გამოაქვეყნა, რომლებზეც ავტომობილის ცხვირის ნაწილი კარგად არ ჩანს, მაგრამ მაინც შეინიშნება, რომ მანქანას წაგრძელებული ცხვირი აქვს, დაახლოებით ისეთი, როგორიც „მაკლარენის“ ახალ ბოლიდს.

Saturday, January 25, 2014

„ფერარი F14 T“ - სქელშუბლა

Ferrari unveils its 2014 Formula 1 design, the F14 T
25 იანვარი
ესეც მარანელოელთა ახალი კვიცი და მასთან ერთად, კიდევ ერთი „სხვანაირი“ ცხვირი. „ლოტუსისა“ და „მაკლარენის“ ახალი ბოლიდბისგან განსხვავებით, F14 T-ს ვერც ჭიანჭველაჭამიას შეადარებთ და ვერც ბრჭყალს. სამაგიეროდ, ეს ავტომობილი სქელშუბლას (თევზს) მოგაგონებთ, თავისი მკვეთრად დახრილი ცხვირის ნაწილით. როგორც ჩანს, „ფერარიმ“ შეგნებულად დათმო აეროდინამიკის სფეროში, რათა გაჭიმვაზე მომუშავე საკიდარი (ეგრეთ წოდბული პულროდ) შეენარჩუნებინა.

Friday, January 24, 2014

„ლენდ როვერმა“ სიცივის პოლუსი დაიპყრო

Land Rover drives Defender to the Pole of Cold
24 იანვარი
„ლენდ როვერი“ აგრძელებს ურთულეს პირობებში მოგზაურობათა და ასპარეზობათა ციკლს. მისი ჰიბრიდული ავტომობილების ქარავანმა წარმატებით განვლო აბრეშუმის გზა, „რეინჯ როვერ სპორტმა“ კი ჯერ პაიკს პიკი (აშშ) რეკორდული დროით დალაშქრა, შემდეგ კი საუდის არაბეთში მდებარე ქვიშის უდაბნო (მსოფლიოში უდიდესი ქვიშის უდაბნო) ალ-ჰალი (არაბულად ცარიელი მეოთხედი) ასევე რეკორდულ დროში გადაკვეთა. ამჯერად კი „ხმელეთზე მოხეტიალეთა“ ეკიპაჟმა, რომელიც ლეგენდარულ „დიფენდერზე“ (ავტომობილს მათ ექსპედიციის თილისმა შეარქვეს) იყო ამხედრებული, ჩვენი პლანეტის სიცივის პოლუსზეც იმოგზაურა.

„ჰიუნდაი“ ამერიკელებს ახალ ელექტრომობილს უმზადებს

Hyundai promises brand new EV for US within three years
24 იანვარი
ახლახანს ვაშინგტონში საავტომობილო შოუ ჩატარდა, რომელიც პოპულარობით არ გამოირჩევა, თუმცა „ჰიუნდაიმ“ სწორედ იქ გამოაცხადა, რომ სამ წელიწადში ამერიკის ბაზარზე სრულიად ახალ ელექტრომობილს შეიტანს. სხვა მხრივ, კორეულ კომპანიას შოუზე ქროსოვერ „ტუსანის“ ფიჭურ ელემენტიანი ვერსია ჰქონდა წარდგენილი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ლოტუს E22“ ორკაპა ცხვირით

Lotus releases first image of its 2014 Formula 1 car
24 იანვარი
„ლოტუსმა“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის, E22-ის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. ბრიტანული გუნდი ხერესის ტესტებს ტოვებს, თუმცა მანქანა უკვე მზადაა და მხოლოდ მცირე სამუშაოებიღა დარჩა შესასრულებელი. რაც მთავარია, მას არ აქვს ისეთი ცხვირი, როგორებიც სხვა საჯინიბოების (მაკლარენის და უილიამსის) მანქანებზე ვნახეთ.

„ფერარის“ ფანებმა ბოლიდის სახელად F14 T აირჩიეს

Motor racing-Ferrari fans settle on F14 T for new F1 car
24 იანვარი
„ფერარი“ თავის ახალ ბოლიდს ხვალ წარმოგვიდგენს, მისი სახელი კი პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე გაგვაცნო. როგორც ცნობილია, ახალი სარბოლი მანქანისთვის სახელის შესარჩევად, მარანლოელებმა სპეციალური კონკურესი ჩაატარეს, რომლის დროსაც, სკუდრიას ფანებს, საკუთარი არჩევანის დაფიქსირება შეეძლოთ. ამისათვის, სახელის რამდნიმე ვარიანტი სპეციალურ ვებ გვერდზე განათავსდა, ფანებს კი არჩევანი ამ საიტზევე უნდა გაეკეთებინათ.

„მაკლარენმა“ MP4-29 წარმოადგინა

McLaren reveals its 2014 Formula 1 car
24 იანვარი
თუ „უილიამსის“ ახალი ბოლიდის ცხვირი ჭიანჭველაჭამიას ცხვირს მოგაგონებთ, „მაკლარენის“ ახალ მანქანას თავისუფლად შეიძლება ცხვირდეზიანი (თუნდაც ცხვირბრჭყალიანი) ვუწოდოთ. ყოველ შემთხვევაში, უოკინგელთა მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, მათი უახლესი MP4-29 სწორედ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ცხვირზე რომელიმე მტაცებელი ფრინველის, ან ცხოველის დეზი, ან ბრჭყალი მიუბამთო.