დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 27, 2014

ერთი თვე კომაში

No date set for end of Schumacher coma – report
27 იანვარი
თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერმა, სამთო თხილამურებით სრიალისას მომხდარი ინციდენტის შედეგად, თავის ტვინის უმძიმესი ტრავმა მიიღო. ამ დროის განმავლობაში, ფ1-ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, ქალაქ გრენობლის ჰოსპიტლის ექიმები მართვად კომაი ამყოფებენ.
სამწუხაროდ, ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეგენდარულმა გერმანელმა შესაძლოა, განსაცდელს თავი ვერ დააღწიოს. ან თუ კომიდან მისი გამოყვანა შესაძლებელი გახდება, ჯანმრთელობას სრულფასოვნად ვეღარ აღიდგენს.
გერმანულ პრესაში წერენ, რომ ექიმებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, თუ როდის იქნება შესაძლებელი შუმის ღრმა ანესთეზიიდან გამოყვანა. მათი თქმით, პირველი რვა-ათი დღის შემდეგ, ყოველი დღე, რომელსაც ადამიანი კომაში ატარებს, იმის შანსს ზრდის, რომ მისი გამოფხიზლება შეუძლებელი გახდება. მაგრამ ამის მიუხედავად, ექიმები ახლა კომის დასრულებას ერიდებიან, რადგან შიშობენ, რომ ამას ტვინში სისხლის გაჟონვა მოჰყვება. ჰანვერში (გერმანია) ჩატარებულ ნეიროქირურგთა კონფერენციაზე, შუმახერის მდგომარეობაც განიხილეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ გამოფხიზლების შემდეგ, შუმის მეხსიერების პრობლემები შეიძლება შეექმნას.
გუშინ ლეგენდარული გერმანელი მისმა მეგობარმა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა მოინახულა. შუმის მეუღლეს, კორინა შუმახერს უთქვამს, რომ მის ქმარს ახლა ყველაზე მეტად, უახლოესი მეგობრების გვერდში დგომა სჭირდება, რასაც ტოდტი მაშინვე გამოეხმაურა.
„მიხაელსა და ჟანს, ღრმა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე არსებული მეგობრობა აკავშირებთ და ეს მეგობრობა „ფერარიში“ გატარებულ პერიოდში დაიწყო. და კარგია, რომ ახლა ჟანი მიხაელის გვერდზეა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ავსტრიელი ნიკი ლაუდა.

No comments:

Post a Comment