დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, January 26, 2014

„ფორდი“ წელს 23 ახალ ავტომობილს გამოუშვებს

Ford to Launch 23 New Products in 2014
26 იანვარი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში, 2014 წელი ყველაზე დატვირთული იქნება. გეგმის შესაბამისად, ცისფერი ოვალი 23 ახალ ავტომობილს გამოუშვებს. გარდა ამისა, აზიაში ორი ახალი ქარხანა გაიხსნება, ერთიც - სამხრეთ ამერიკაში. სულ მის ქარხნებში დასაქმებულთა რიცხვი 11 000-ით გაიზრდება, მათ შორის, 5 000 ახალ თანამშრომელს აშშ-შ აიყვანენ.
23 ახალი ავტომობილიდან 16 ამერიკის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. მათ შორისაა უახლესი „ფორდ მუსტანგი“, რომელიც მოგვიანებით სხვა ბაზრებზეც გამოჩნდება. სხვა დბიუტანტებია „ფორდ ტრანზიტ კონქტი“, „ფორდ ტრანზიტი“ და „ლინკოლნ MKC“. საერთო ჯამში, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე გამოტანლი სიახლეების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, სამჯერ გაიზრდება.
სერიოზლი მოდერნიზაცია ჩაუტარდა კანზასის ამწყობ ქარხანას, რისთვისაც „ფორდმა“ 1.1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გაიღო. შედგად, გაიზარდა ქარხნის წარმადობა და იქ ამიერიდან, პიკაპ F-150-ის გამოშვებასაც შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილის კონსტრუქციაში უხვადაა გამოყენებული ალუმინი და ის ცისფერმა ოვალმა პირველად ახლახანს, დეტროიტის მოტორ შოუზე გვიჩვენა. პიკაპის გარდა, კანზასშივე გამოუშვებენ უახლეს „ტრანზიტს“.
ამერიკაში აყვანილი 5 000 ახალი თანამშრომლიდან, ნახევარზე მეტი ტექნიკური სფეროს პროფესიონალი იქნება, რომლებიც პროდუქციის განვითარებაზე, წარმოებაზე, ხარისხის დაცვასა და კომპიუტერულ ტექნიკაზე იმუშავებენ.
უცხოეთის ახალი ქარხნებიდან, ორი ჩინეთის ქალაქ ჩონქინში აშენდება, რომელთაგან ერთში ავტომობილებს გამოუშვებენ, მეორეში კი ტრანსმისიებს. ამ ქარხნებს, „ფორდ“ ადგილობრივ კომპანია „ჩანგანთან“ ერთად აშენებს, რომელიც მათი მთავარი ოპერატორი იქნება. ამწყობი ქარხნის წარმოების წლიური მოცულობა 300 000 ავტომობილია. მესამე ქარხანა ბრაზილიის ქალაქ კამაჩარიში აშენდება და ძრავებს გამოუშვებენ.
ასევე საინტერესოა ისიც, რომ ძრავების გამა, ორი ახალი ეკობუსტით შეივსება. მათგან ერთია 2.3-ლიტრიანი, რომლითაც უახლესი „მუსტანგი“ აღიჭურვება, მეორის შესახებ კი ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. გარდა ამისა, გაიზრდება იმ მოდლების რიცხვი, რომელთა სტანდარტულ ეკიპირებაშიც, ავტომატური სისტემა სტარტ-სტოპი შევა. კომპანია გეგმავს, რომ ამერიკაში გაყიდული მისი ავტომობილების დაახლოებით 70 პროცენტი ამ სისტემით იყოს აღჭურვილი.

No comments:

Post a Comment