დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 29, 2014

შუმახერს კომიდან თანდათან გამოიყვანენ

Michael Schumacher Might be Slowly Woken up From His Coma
29 იანვარი
ფრანგულმა გაზეთმა „ლ’ეკიპმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმები მიხაელ შუმახერს კომიდან გამოყვანას უპირებენ. ეს იქნება ნელი და ხანგრძლივი პროცესი, რომლის განმავლობაშიც, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მდგომარეობას მუდმივად დააკვირდებიან.
გაზეთი ამ ინფორმაციის წყაროდ, ლეგენდარული გერმანელის ერთ-ერთ ექიმს ასახელებს, მაგრამ მის ვინაობას არ ამხელს. იმავდროულად, ჯერ არავინ იცის, რა შედეგით დასრულდება კომიდან გამოყვანის პროცესი. ექიმებს არც იმაზე აქვთ პასუხი, შეძლებს თუ არა შუმახერი ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას.
ფრანგული გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ადასტურებს შუმის პირადი პრეს მდივანი საბინე კემი. ის კვლავაც იმეორებს, რომ ოფიციალურ ინფორმაციას ან პირადად ექიმები გამოაქვეყნებენ, ან შუმახერის მენეჯმენტი. კემმა განაცხადა, რომ „ლ’ეკიპის“ პუბლიკაცია შესაძლოა, შუმის ფანებში გავრცელებულ სპეკულაციას ეყრდნობა, თუმცა არც ის გამორიცხა, რომ ეს შეიძლება სიმართლეც იყოს. რაც მთავარია, მას ეს ინფორმაცია არ უარუყვია!

No comments:

Post a Comment