23 მაისი
მონაკოში ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ თუ „მერსედესი“
კვალიფიკაციაში გაიმარჯვებს, რბოლის მოგების რეალური შანსიც ექნება. სწორედ „მერსედესი“
და არა კონკრეტულად მისი რომელიმე მრბოლი, რადგან პოულის მოპოვება ნიკო როსბერგსაც
და ლუის ჰამილტონსაც თანაბრად შეუძლიათ. პირველმა ორმა პრაქტიკამ მათი
საკვალიფიკაციო შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვანახა. ორივეზე უსწრაფესი
როსბერგი იყო, რომელმაც წინა ორი ეტაპის კვალიფიკაცია მოიგო. თანაც, ის პელოტონში
ერთადერთია, ვინც წრე წუთსა და 15 წამზე ნაკლებში გაიარა. ორი პრაქტიკის ჯამში, მეორე
უსწრაფესი ჰამილტონი გამოდგა, რომელმაც „ფერარის“ ორივე პილოტი მცირედით
ჩამოიტოვა.