დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 22, 2013

ახალ „დიფენდერს“ ცოტა დააგვიანდება

Plans for new Land Rover Defender shaken up
22 მაისი
„ლენდ როვერმა“ ახალ „დიფენდერთან“ დაკავშირებული გეგმები ცოტათი შეცვალა, რისი მიზეზიც, როგორც ჩანს, ბრიტანული კომპანიის მფლობელი ინდური „ტატა როტორსის“ ფინანსური პრობლემებია. ამ ეტაპზე, კომპანია უარს ამბობს სპარტანული აღნაგობის ავტომობილის გამოშვებაზე და აქცენტს პრემიუმ სეგმენტის შესაფერის ავტომობილზე აკეთებს. ამასთან, თუ ადრე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ახალი „დიფენდერი“ ბაზარზე 2015 წელს გამოვიდოდა, დღეხ ვგებულობთ, რომ მისი დებიუტი ოდნავ გადაიწევს. ამასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, ძველი „დიფენდერი“ წარმოებიდან მაინც 2015 წელს მოიხსნება.

„ტატას“ პრობლემების გამო, „იაგუარ ლენდ როვერი“ ჯერჯერობით შეაჩერებს ინდოეთში ძრავების ქარხნის მშენებლობის გეგმებს. იგივე ბედი ეწევა ახალი „დიფენდერის“ ბაზაზე „ტატას“ უგზოობის ავტომობილის გამოშვებას. რაც შეეხება ძველ „დიფენდერს“, როგორც კომპანიის გლობალური ბრენდ დირექტორი ჯონ ედვარდსი ამბობს, მისი წარმოება იმ მარტივი მიზეზის გამო შეწყდება, რომ უკვე შეუძლებელია თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მისი მოყვანა.
ახალი „დიფენდერი“ უფრო პრემიუმ ავტომობილი იქნება. მას PLA პლატფორმის შემცირებულ ვერსიაზე ააგებენ, რომელიც მთლიანად ალუმინისგანაა დამზადებული. ამავე პლატფორმაზე ასევე ახალი „დისქავერიც“ აიგება. საერთოდ, ამ პლატფორმას მინიმუმ ოთხი ავტომობილისთვის გამოიყენებენ. აღსანიშნავია, რომ „ლენდ როვერის“ ქარხნის სიმძლავრე, ამ ეტაპზე წლიურად 95 000 ცალი პლატფორმის გამოშვებას ითვალისწინებს. თუმცა არსებობს ამ პოტენციალის გაორმაგების შესაძლებლობა.
მომავალში, „ლენდ როვერი“ ავტომობილების საუდის არაბეთში წარმოებას გეგმავს. თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ თავისი ბრიტანული ქარხნით შემოიფარგლება. კომპანიის მარკეტოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ პრემიუმ „დიფენდერის“ შემთხვევაში, ალუმინის სიძვირე და ის, რომ ავტომობილს კვლავ ბრიტანეთში გამოუშვებენ, მის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
სხვათა შორის, თავიდან „ლენდ როვერს“ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ახალი „დიფენდერისთვის“ ცალკე პლატფორმა შეემუშავებინა, მაგრამ დროზე გადაიფიქრა. ასევე გადაწყდა, რომ ახალი „დიფენდერი“ გლობალურად გაიყიდება. ამ შემთხვევაში, მისი მთავარი მეტოქე, „ტოიოტა“ იქნება.

No comments:

Post a Comment