დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 23, 2013

როსბერგი ორივე პრაქტიკაზე საუკეთესოა

Rosberg puts Mercedes on top in Monaco

23 მაისი
მონაკოში ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ თუ „მერსედესი“ კვალიფიკაციაში გაიმარჯვებს, რბოლის მოგების რეალური შანსიც ექნება. სწორედ „მერსედესი“ და არა კონკრეტულად მისი რომელიმე მრბოლი, რადგან პოულის მოპოვება ნიკო როსბერგსაც და ლუის ჰამილტონსაც თანაბრად შეუძლიათ. პირველმა ორმა პრაქტიკამ მათი საკვალიფიკაციო შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვანახა. ორივეზე უსწრაფესი როსბერგი იყო, რომელმაც წინა ორი ეტაპის კვალიფიკაცია მოიგო. თანაც, ის პელოტონში ერთადერთია, ვინც წრე წუთსა და 15 წამზე ნაკლებში გაიარა. ორი პრაქტიკის ჯამში, მეორე უსწრაფესი ჰამილტონი გამოდგა, რომელმაც „ფერარის“ ორივე პილოტი მცირედით ჩამოიტოვა.
აღსანიშნავია, რომ შარშან კვალიფიკაცია მიხაელ შუმახერმა მოიგო, რომელმაც წრე წუთსა და 14.301 წამში გაიარა. შეგახსენებთ, რომ მაშინ შუმახერი სასტარტო რიგში დააქვეითეს. როსბერგმა, ვისაც მონაკოში ბავშვობა აქვს გატარებული (მამამისი, ფინელი კეკე როსბერგი, მონაკოში ცხოვრობდა), შუმახერის დრო პრაქტიკაზე სუპერ სოფტითაც ვერ გააუმჯობესა, თუმცა კვალიფიკაცია ალბათ უფრო სწრაფი იქნება.
ფერნანდო ალონსო ორივე სესიაზე სამქიმიანების ყველაზე ძლიერი კონკურენტი გამოდგა. რა თქმა უნდა, აქ სიტყვა უადგილოა, რადგან პრაქტიკებზე აბსოლუტურად არაფერს იძლევა, მანქანის მომართვის გარდა. თუმცა მის შედეგებს ფსიქოლოგიური ეფექტი მაინც აქვს და სწორედ ამ ეფექტის გამო გაისარჯა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.
გარდა იმისა, რომ ჩემპიონობისთვის იბრძვის, ალონსოს მონაკოში განსაკუთრებული მოტივაცია ამოძრავებს. მას აქვს შანსი, სამეფოს ქუჩებში „ფერარის“ 2001 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოუპოვოს. უფრო მეტიც, ალონსომ რომ გაიმარჯვოს, გახდება ფ1-ის ისტორიაში პირველი პილოტი, ვისაც მონაკოს რბოლა სამი სხვადასხვა მანქანით ექნება მოგებული. მოკლედ, ძალიან საინტერესო ვითარებაა...
პირველ სესიაზე მესამე უსწრაფესი რომენ გროჟანი იყო, რომელიც ალონსოს 0.1 წამით ჩამორჩა, მაგრამ მეორე სესიაზე ფრანგს მცირე ავარია შეემთხვა (მოსახვევ სენ დევოში), რომელშიც მანქანა დაუზიანდა (მარცხენა წინა ბორბალი და საკიდარი მოემტვრა) და მეშვიდ დროს დასჯერდა.
პირველ სესიაზე სიურპრიზი შემოგვთავაზა პასტორ მალდონადომ. ვენესუელელმა მეექვსე დრო აჩვენა, თუმცა მეორეზე პელოტონის უკან ნაწილში ჩარჩა. აღსანიშნავია, რომ „უილიამსს“ ამ სეზონში ჯერ ქულაც არ აქვს. არადა, შარშან ამ დროს მალდონადოს ანგარიშზე, ესპანეთში მოპოვებული გამარჯვება ირიცხებოდა... აღსანიშნავია, რომ პასტორს მონაკოში დაბალი სერიების რბოლები აქვს მოგებული.
ჯერჯერობით რუტინით  არიან დაკავებული და პელოტონის შუაგულში იმყოფებიან ჩემპიონატის ლიდერები - სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი.

მონაკოს დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:16.195 
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:16.282
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:16.380
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                              1:16.394
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:16.469
6. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)        1:16.993
7. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:17.020
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:17.129
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                         1:17.378
10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:17.380
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:17.509
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:17.548
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:17.625
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:18.193
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:18.454
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:18.754
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:18.830
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:19.067
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:19.203
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                       1:19.438
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1:19.773
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:20.225

მეორე პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:14.759
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:15.077
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:15.196
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                              1:15.278
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:15.404
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:15.511
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:15.718
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:15.959
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:16.014
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:16.046
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:16.349
12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       1:16.434
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:16.823
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:16.857
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:16.935
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:17.145
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:17.184
18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:17.264
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:17.892
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                       1:18.212
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:18.784
22. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:19.031

No comments:

Post a Comment