დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 23, 2013

„ჰიუნდაი“ წყალბადზე მომუშავე „ტუსანს“ 2015 წელს გამოუშვებს

Hydrogen-Powered Hyundai Tucson to Arrive in 2015
23 მაისი

„ჰიუნდაიმ“ თავისი გეგმა გამოაქვეყნა, რომლის შესაბამისადაც, წყალბადზე მომუშავე უგზოობის კომპაქტურ „ტუსანს“ 2015 წელს გამოუშვებს. ეს ნიშნავს, რომ კორეული კომპანია გახდება პირველი მასობრივი მწარმოებელი, რომელიც წყალბადს ავტომობილის საწვავად გამოიყენებს. ოღონდ, არა შიდაწვის ძრავისთვის, არამედ ფიჭური ელემენტისთვის.

„ამ ტექნოლოგიაზე სხვებიც მუშაობენ, მაგრამ მათგან იმით განვსხვევდებით, რომ ფიჭური ელემენტით აღჭურვილ ავტომობილს კონვეიერზე დავაყენებთ“, - ინტერნეტ გამოცემა „ქარს.კომ-თან“ საუბრისას ამბობს „ჰიუნდაის“ წარმოების საზოგადოებასთან ურთიერთობის შეფი დერეკ ჯოისი.
კორეული კომპანია ვარაუდობს, რომ 2015 წელს მხოლოდ 1000 ცალ ფიჭურლემენტიან ელექტრომობილ (FCEV) „ტუსანს“ გაჰყიდის. თუმცა, შემდგომში ასეთი ავტომობილების წლიური გაყიდვები 10 000-ს მიაღწევს. კომპანია ჯერ ამ ავტომობილის დაზუსტებულ მახასიათებლებს არ აქვეყნებს, რადგან ტექნოლოგია ჯერაც დახვეწის პროცესშია, მაგრამ ცნობილია, რომ FCEV „ტუსანს“ ერთი სრული გაწყობით, თითქმის 600 კილომეტრის გავლა შეუძლია. გარდა ამისა, ტესტებისას დადასტურდა, რომ ავტომობილს -20-დან +40 გრადუსამედე დიაპაზონში მუშაობა შეუძლია.
ჯოისი დასძენს, რომ სანამ მისი კომპანია წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას დაიწყებს, ამ საწვავით გასაწყობი სადგურების ინფრასტრუქტურა კარგად განვითარებული იქნება. ეს კი, მისაღებ ფასთან ერთად, FCEV „ტუსანის“ პოპულარობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი უნდა იყოს. ავტომობილის მომხმარებლებ, კორპორატიული კლიენტების გარდა, კერძო პირებიც იქნებიან. ამასთან, ავტომობილი პირველ რიგში, შტატ კალიფორნიის ბაზარზე შევა.

No comments:

Post a Comment