დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 16, 2013

„ჰონდა“ ფორმულა ერთში „მაკლარენს“ დაუბრუნდა

Honda to return to F1 in 2015 as McLaren engine supplier
16 მაისი
„ჰონდა“ ფორმულა ერთში 2015 წლის სეზონიდან დაბრუნდება, ოღონდ როგორც ძრავების მწარმოებელი და თავისი აგრეგატებით „მაკლარენს“ მოამარაგებს. ამგვარად, განახლდება ორი კომპანიის პარტნიორობა, რომელიც ფ1-ის ისტორიაში, „ფერარის“ შემდეგ, გამარჯვებათა რაოდენობით და პილოტების ტიტულებით, ყველაზე წარმატებულია.

Wednesday, May 15, 2013

„მერსედეს-ბენცის“ ახალი S-კლასი - პირველი ფოტოები

See the 2014 Mercedes-Benz S-Class Sedan in 26 Official Photos!
15 მაისი
ეს ავტომობილი აშკარად უფრო ელეგანტური და მდიდრულია, ვიდრე ადრე გამოქვეყნებულ (უხარისხო) ფოტოებზე ჩანდა. თქმა არ უნდა, სამქიმიანებმა აბსოლუტურად ყველა პარამეტრით წინ გადადგეს ნაბიჯი! ეს ნამდვილად საავტომობილო ინჟინერიისა და დიზაინის ნიმუშია, რომელიც შტუტგარტელები პრემიუმ სეგმენტში ისედაც მაღლა გადებულ კონკურენციის თამასას კიდევ უფრო მაღლა ასწევენ!

Tuesday, May 14, 2013

„პორშე“: „918 სპაიდერი“ „ლაფერარიზე“ და „მაკლარენ P1-ზე“ სწრაფი იქნება

Porsche Says 918 Spyder will be Faster than Ferrari LaFerrari and McLaren P1
14 მაისი

მიუხედავად იმისა, რომ „პორშეს“ უახლეს სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერს“ თავის ორ, ასევე უახლეს კონკურენტზე - „ფერარი ლაფერარისა“ და „მაკლარენ P1-ზე“ ნაკლები სიმძლავრე აქვს და მათზე მძიმეცაა, გერმანული კომპანია მაინც დარწმუნებულია, რომ ის მაინც ორივეზე სწრაფი იქნება. ბრიტანულ ჟურნალ „ქარ-თან“ საუბრისას სწორედ ეს განაცხადა „პორშეს“ წარმოების მენეჯერმა ჯეიმს ისტვუდმა.

ლოები: კუბიცა რაიკონენზე სწრაფია

Kubica faster than Raikkonen says Loeb
14 მაისი
რალის ფრანგი ლეგენდა სებასტიან ლოები ფიქრობს, რომ რობერტ კუბიცას კიმი რაიკონენზე მეტი პოტენციალი გააჩნია. მათი შედარების საშუალებას კი მას ორივე პილოტის მიერ რალის რბოლებში მონაწილეობისას გამოვლენილი უნარები აძლევს.
როგორც ცნობილია, რაიკონენმა ორი სეზონი (2010-2011 წლებში) რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გაატარა, ახლა კი რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში კუბიცაც ასპარეზობს. ორივე „სიტროენის“ ისეთივე სარბოლი ავტომობილის საჭეს უზის, როგორითაც თავად ლოებიც ასპარეზობდა.

„ბეემვე პინინფარინა გრან ლუსო“

New BMW Pininfarina Gran Lusso V12 Coupé Brings Back Memories of the 8-Series
14 მაისი

„ბეემვეს“ ბოლოს V12 ძრავით აღჭურვილი კუპე გამაში კარგა ხნის წინ ჰქონდა. მას შემდეგ, ბავარიული კომპანია თავის გამას ლამის ყოველწლიურად აფართოებს, მაგრამ დიდი კუპეს (მე-8 სერიის) არსებობა თითქოს დაივიწყა. თუმცა არა - კომპანიამ გამოაცხადა, რომ ვილა დ’ესტეს (იტალია) ელეგანტურობის კონკურსზე წარადგენს ერთჯერად კონცეპტუალურ ავტომობილ „გრან ლუსო კუპეს“, რომელიც „პინინფარინასთან“ ერთად შექმნა.

„ლენდ როვერი“ და „იაგუარი“ დუბაიში სატესტო ცენტრს გახსნიან

Jaguar Land Rover Opens New Test Center in Dubai
14 მაისი
როგორც წესი, ინდური „ტატა მოტორსის“ მფლობელობაში მყოფი ბრიტანული კომპანიები - „ლენდ როვერი“ და „იაგუარი“, თავიანთ ახალ ავტომობილებს ინტენსიურ ტესტებს უტარებენ ისეთ ცხელ ადგილებში, როგორიცაა დუბაი. ასეთი ტესტების მიზანია, ავტომობილების ძლიერი სიცხისადმი მედეგობის დადგენა. და აი, მათ გამოაცხადეს, რომ თავიანთ სატესტო შესაძლებლობათა გასაუმჯობესებლად, ისინი დუბაიში საინჟინრო ტესტ ცენტრს გახსნიან.

Monday, May 13, 2013

„მერსედეს-ბენც E-კლასი“ განათებული სამქიმიანი ვარსკვლავით

Mercedes-Benz E-Class Now Available with Illuminated Star as a Genuine Accessory
13 მაისი

მართალია, ამ ქსესუარს მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ, მაგრამ წარმოუდგენელია, ადამიანმა შეიძინოს ისეთი ძვირადღირებული ავტომობილი, როგორიც „მერსედეს-ბენც E-კლასია“ და უარი თქვას ასეთ გამორჩეულ დეტალზე. თუმცა, ეს ერთადრთი სიახლე არაა, რომელსაც „მერსედეს-ბენცი“ ამიერიდან სედან და უნივერსალ E-კლასის მყიდველს შესთავაზებს. ამიერიდან, შეთავაზებათა რიცხვი 140-მდე გაიზარდა.

„პეჟომ“ სრულიად ახალ ჰეჩბეკ 308 საფარველი ახადა


All-New and All-Important Peugeot 308 Hatchback Breaks Cover
13 მაისი
„პეჟომ“ კომპაქტური ჰეჩბეკი 308 განაახლა. უფრო სწორედ, მთლიანად შეცვალა. წარსულს ჩაბარდა აღიმღამო სტილი და აშკარად ცუდი პროპორციები. ახალი ავტომობილი, ფრანგული კომპანიის ახალ სტილს შეესაბამება. მისი გარეგნობა კი უფრო დახვეწილია. ახალი ავტომობილის სიგრძე 4.25 მეტრია. მის სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა თხევადკრისტალური (LED) მთავარი ფარები. „პეჟო“ ირწმუნება, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომპაქტურ ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში LED ფარები შედის.

„პირელი“ საბურავების შემადგენლობას შეცვლის


Pirelli set to make changes to compounds
13 მაისი
„პირელიმ“ აღიარა, რომ ბარსელონას რბოლისას, ოთხი პიტსტოპის შესრულება მეტისმეტია და ამიტომ, საბურავების შემადგენლობას შეცვლის. ოღონდ, ახალ საბურავების შემუშავება და წარმოების დაწყება, ბრიტანულ ეტაპამდე ვერ მოესწრება.

„ფოლკსვაგენმა“ იაპონიაში 91 000 ავტომობილი სარემონტოდ გაიხმო


Volkswagen says recalls 91,000 cars in Japan
13 მაისი
„ფოლკსვაგენის“ აზიურ ბიზნესს სერიოზულ ზიანს აყენებს რობოტიზებული DSG-ტრანსმისია, რომლის გამოც, გერმანულმა კომპანიამ ჯერ ჩინეთში გაიხმო 384 000 ავტომობილი. ახლა კი, იგივეს გაკეთება იაპონიაშიც უწევს. ოღონდ, ამ შემთხვევაში სავარაუდო უწესივრობა დაახლოებით 91 000 ავტომობილზე შემოწმდება.

„პეჟო 208 T16 პაიკს პიკი“ საბრძოლო ფორმაში


Peugeot's 875HP 208 T16 Pikes Peak Racer Shows its War Colors
13 მაისი
ფრანგული კომპანია დიდი მონდომებით ემზადება პაიკს პიკისთვის. უფრო სწორედ, უკვე მზადაა, რისი ნიშანიცაა ის ფაქტი, რომ ამ უძველესი რბოლის დასაპყრობად მომზადებული „პეჟო 208 T16 პაიკს პიკი“ იმ ფერებში გამოწყობილი გვიჩვენა, როგორსაც ლეგენდარული სებასტიან ლოები საჭესთან 30 ივნისს მიუჯდება. „პეჟოს“ პაიკს პიკის კამპანიას კომპანია „რედ ბული“ სპონსორობს და შესაბამისად, ფრანგული ლომიც ავსტრიული კომპანიის ხარებით დაამშვენეს...

ფორბსი: „ბეემვე“ ავტოკომპანიების ლიდერია


BMW Rated as Top Automotive Brand by Forbes
13 მაისი
„ბეემვეს“ ავტომობილებს მთელს მსოფლიოში აფასებენ და კომპანიის გაყიდვები სულ უფრო იზრდება. ეს არის პრემიუმ სეგმენტის გამორჩეული ლიდერი, რომელიც მუდმივად ახერხებს თავისი სამოდელო გამის გაფართოებას. ამის უკუეფექტი კი გაყიდვების მორიგი ზრდაა ხოლმე. რა თქმა უნდა, ბავარიული კომპანია ინოვაციურობით და ხარისხიანი პროდუქციით გამოირჩევა. შესაბამისად, ყველა მოუთმენლად ელის ბაზარზე მისი მორიგი შედევრის გამოჩენას.

„მერსედესი“ ახალი S-კლასის პირველი ჩვენებისთვის ემზადება

Mercedes-Benz to Reveal New S-Class at the Airbus A380 Delivery Centre
13 მაისი
15 ივნისს, ქალაქ ჰამბურგში, „მერსედეს-ბენცი“ თავის ფლაგმან სედან S-კლასის მსოფლიო პრემიერას ჩაატარებს. ღონისძიებისთვის სამქიმიანებმა მსოფლიოს უდიდეს სამგზავრო ავიალაინერ „ერბას 380-ის“ მიწოდების ცენტრი აირჩიეს. ინტერნეტში უკვე ვრცელდება ახალი ავტომობილის ბროშურიდან გადაღებული ფოტოები და სარეკლამო ვიდეორგოლი, რომლებზეც კარგად ჩანს ახალი ავტომობილი.

დიტრიხ მატეშიცი: ფ1 რბოლა აღარაა

Red Bull owner Mateschitz says F1 is not racing anymore
13 მაისი

„რედ ბულის“ ბოსმა დიტრიხ მატეშიცმა თანამედროვე ფორმულა ერთი გააკრიტიკა და განაცხადა, ფორმულა 1 რბოლა აღარააო. ამის მიზეზი კი ის ფაქტორი გახდა, რომ ბოლო ორი სეზონია, რბოლებში საინტერესო სანახაობას და დაძაბულობას ძირითადად „პირელის“ სწრაფად ცვეთადი საბურავები ქმნის.

„ბეემვე“ ელექტრომობილების ტექნოლოგიებზე 3 მილიარდ ევროს დახარჯავს

BMW invests 3 billion euros in EV development, report says
13 მაისი

„ბეემვეს“ ჩინურ ბაზარზე ავტომობილები კარგად ეყიდება და სოლიდურ მოგებასაც ღებულობს, ამ მოგების დიდ ნაწილს კი ელექტრომობილების ტექნოლოგიების განვითარებასა და ასეთი ავტომობილების გამის გასაფართოებლად გამოიყენებს. გერმანულ გაზეთ „ჰანდელსბლატის“ ინფორმაციით, საინვესტიციო პაკეტის მოცულობა 3 მილიარდ ევროს აღწევს. ეს რიცხვი გაზეთმა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ ერთად გამოითვალა. ბავარიული კომპანიის წარმომადგენელმა გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტიციის დასახელებული მოცულობა რეალურზე „ცოტათი მეტია“.