დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 13, 2013

„პეჟომ“ სრულიად ახალ ჰეჩბეკ 308 საფარველი ახადა


All-New and All-Important Peugeot 308 Hatchback Breaks Cover
13 მაისი
„პეჟომ“ კომპაქტური ჰეჩბეკი 308 განაახლა. უფრო სწორედ, მთლიანად შეცვალა. წარსულს ჩაბარდა აღიმღამო სტილი და აშკარად ცუდი პროპორციები. ახალი ავტომობილი, ფრანგული კომპანიის ახალ სტილს შეესაბამება. მისი გარეგნობა კი უფრო დახვეწილია. ახალი ავტომობილის სიგრძე 4.25 მეტრია. მის სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა თხევადკრისტალური (LED) მთავარი ფარები. „პეჟო“ ირწმუნება, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომპაქტურ ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში LED ფარები შედის.

ახალი 308 ბაზირებულია სრულიად ახალ, მოდულურ პლატფორმა EMP2-ზე, რომელიც ახალი შემუშავებულია და კომპანიას დიდძალი სახსრების დაზოგვის საშუალებას მისცემს. ამ პლატფორმის წყალობით, ახალმა 308-მ წინამორბედთან შედარებით, 140 კილოგრამი დაიკლო. სადად არის გაფორმებული ინტერიერი, სადაც ცენტრალური პოზიცია სენსორულ 9.7-დუიმიან მონიტორს უკავია. ახალ მულტიმედიურ სისტემას „i-კოკპიტ“ უწოდეს, რომლის მთავარი ღირსება ისაა, რომ ცენტრალური კონსოლი გათავისუფლდა ღილაკებისგან და მართვის საშუალებბმა სწორედ ამ ზორბა მონიტორზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება ძრავებს, მათ შესახებ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, კომპანია გვპირდბა, რომ ახალი 308 არის ულტრა-მწვანე და ულრა-სადა ავტომობილი. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის ყველაზე ეკონომიური ვერსია, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 85 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ასეთი სუფთა გამონაბოლქვის წყალობით, მას ბევრ ქვეყანაში ბაჟისგან და სხვადასხვა გადასახადებისგან გაათავისუფლებენ, ბევრგან კი ნაკლები გადასახადებით დაბეგრავენ.
ავტომობილი სრულიად ახალი კი არის, მაგრამ ბევრის გასაკვირად, „პეჟომ“ მას ძველი სახელი შეუნარჩუნა. თუმცა, ამის მიზეზი ისაა, რომ კომპანიამ თავისი ავტომობილების ინდექსაცია შეცვალა (საკმაოდ გაართულა). მთავარი კი ისაა, რომ ავტომობილი, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, რეალურ კონკურენციას გაუწევს კომპაქტური სეგმენტის ისეთ ლიდრებს, როგორებიცაა „ფორდ ფოკუსი“ და „ფოლკსვაგენ გოლფი“.
ახალი „პეჟო 308-ის“ მმსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება, რის შემდეგაც, ის ფრანგული კომპანიის ევროპელი დილერების შოურუმებში გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment