დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 13, 2013

„მერსედეს-ბენც E-კლასი“ განათებული სამქიმიანი ვარსკვლავით

Mercedes-Benz E-Class Now Available with Illuminated Star as a Genuine Accessory
13 მაისი

მართალია, ამ ქსესუარს მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ, მაგრამ წარმოუდგენელია, ადამიანმა შეიძინოს ისეთი ძვირადღირებული ავტომობილი, როგორიც „მერსედეს-ბენც E-კლასია“ და უარი თქვას ასეთ გამორჩეულ დეტალზე. თუმცა, ეს ერთადრთი სიახლე არაა, რომელსაც „მერსედეს-ბენცი“ ამიერიდან სედან და უნივერსალ E-კლასის მყიდველს შესთავაზებს. ამიერიდან, შეთავაზებათა რიცხვი 140-მდე გაიზარდა.



სიახლეთა შორისაა წინა სპოილერის აპრონის ტუჩი, რომელიც შეიძლება იყოს შავი, ან ავტომობილის ფერში შეღებილი. სიახლეა ხუთწკირიანი 19-დუიმიანი ბორბლები, რომელთა ცენტრშიც, რა თქმა უნდა, სამქიმიანი ემბლება ზის. როგორც უკვე ვთქვით, ყველაზე მეტ პოპულარობა მანათობელ ემბლებას აქვს გარანტირებული. ოღონდ, მისი დაყენება მხოლოდ იმ მოდელებზეა შესაძლებელი, რომლებზეც რადიატორის შუაში ზორბა ემბლემა არის მოთავსებული. ის მაშინ იწყებს ნათებას, თუ დისტანციური გასაღებით, მანქანას შორიდან აღებთ, ან კეტავთ, ან საბარგული და რომელიმე კარი ღიაა. სხვათა შორის, ეს შესანიშნავი „მასალაა“ ტუნინგზე სპეციალიზებული ფირმებისთვის, რომლებიც დიდი ალბათობით შექმნიან ემბლემის ისეთ ვერსიას, რომელიც ყოველთვის ანათებს.


საინტერესო სიახლეებია გართობის საშუალებათა მხრივ. E-კლასის მფლობელებს ამიერიდან შეუძლიათ შეუკვეთონ „მერსედეს-ბენცის“ საფირმო სისტემა „ინქარ ჰოტსპოტ“, რომელშიც შესულია სპეციალური უკაბელო როუტერი, ასევე ანტენა, რომელიც სახურავზე მაგრდება. მისი დახმარებით, ინტერნეტი მაშინაც ხელმისაწვდომი იქნება, როდესაც მანქანა მოძრაობაშია. ინტერნეტში შესასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ლეპტოპი, ასევე მობილური, დაფის ტიპის კომპიუტერი და MP3 პლეიერიც კი.  



კიდევ ერთი ელექტრონული გიზმოა „დრაივ კიტ პლუსი“ „აიფონისთვის“, რომელიც ამ უკანასკნელის 4 და 4S მოდლების ინტეგრაციის საშუალებას იძლევა და სისტემა „დიჯიტალ დრაივსტაილთან“ უნისონში მუშაობს. ეს უკანასკნელი „დაიმლერის“ მიერაა შემუშავებული. სხვა მულტმედიური აქსესუარებია ტელეფონის მოდული, რომელსაც ბლუთუთ კავშირი აქვს. ეს სისტემა უკანა მგზავრების გართობას, 17.8 სანტიმეტრი დიაგონალის მქონე მონიტორებით უზრუნველყოფს. სისტემა DVD პლეიერის, USB და SD-ბარათის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამასთან, მისი მართვა ინფრაწითელი დიაპაზონის ტალღებითაა შესაძლებელი.


გარდა ამისა, E-კლასის მფლობელებს შესთავაზებენ სახურავის სამაგრებს და კონტეინერებს და ველოსიპედების სამაგრებს, რომლებიც მანქანის უკან თავსდბა და ერთდროულად რამდენიმე ბაიკის გადატანის საშუალებას იძლევა...

No comments:

Post a Comment