დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 13, 2013

„პეჟო 208 T16 პაიკს პიკი“ საბრძოლო ფორმაში


Peugeot's 875HP 208 T16 Pikes Peak Racer Shows its War Colors
13 მაისი
ფრანგული კომპანია დიდი მონდომებით ემზადება პაიკს პიკისთვის. უფრო სწორედ, უკვე მზადაა, რისი ნიშანიცაა ის ფაქტი, რომ ამ უძველესი რბოლის დასაპყრობად მომზადებული „პეჟო 208 T16 პაიკს პიკი“ იმ ფერებში გამოწყობილი გვიჩვენა, როგორსაც ლეგენდარული სებასტიან ლოები საჭესთან 30 ივნისს მიუჯდება. „პეჟოს“ პაიკს პიკის კამპანიას კომპანია „რედ ბული“ სპონსორობს და შესაბამისად, ფრანგული ლომიც ავსტრიული კომპანიის ხარებით დაამშვენეს...

როგორც სახელიდანაც ჩანს, სარბოლი შუაძრავიანი ავტომობილი, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ 208-ის ბაზაზეა შექმნილი. რა თქმა უნდა, ამ ორ ავტომობილს პრაქტიკულად არაფერი აქვს საერთო. „პეჟო 208 T16 პაიკს პიკს“ მამოძრავებელ ძალას ის წყვილ ტურბოიანი V6 ძრავი ანიჭებს, რომელსაც „ლომები“ ლე მანის პროტოტიპ 908-ზე იყენებენ. ძრავი, არც მეტი, არც ნაკლები, 875 ცხენის ძალას ავითარებს.
ამ ავტომობილით პაიკს პიკის დაპყრობას რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი ლოები ეცდება. მან მანქანას პირველი ტესტები უკვე ჩაუტარა და მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილი დარჩა. რაც მთავარია, პაიკს პიკის ტრასა უკვე მთლიანად მოასფალტებულია, ასეთ საფარზე კი ლოები განსაკუთრებით ძიერია.
ცნობისათვის, „პეჟოს“ პაიკს პიკი ორჯერ უკვე მოგებული აქვს - 1988 და 1989 წლებში, სპეციალურად მომზადებული „პეჟო 405 T16-ით“ ჯერ ფინელმა არი ვატანენმა გაიმარჯვა, შემდეგ კი - პაიკს პიკის ამერიკელმა ლეგენდამ, მისმა რვაგზის გამარჯვებულმა რობი ანსერმა.
დაბოლოს: პაიკს პიკის სტარტი ზღვის დონიდან 2865 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ფინიში კი - 4301 მეტრზეა. საინტერესოა, რომ ჰაერის გაუხშოების გამო, ზოგ ძრავს, სტარტზეც კი თავისი ნომინალური სიმძლავრის 30 პროცენტი ეკარგება...

No comments:

Post a Comment