დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, May 14, 2013

ლოები: კუბიცა რაიკონენზე სწრაფია

Kubica faster than Raikkonen says Loeb
14 მაისი
რალის ფრანგი ლეგენდა სებასტიან ლოები ფიქრობს, რომ რობერტ კუბიცას კიმი რაიკონენზე მეტი პოტენციალი გააჩნია. მათი შედარების საშუალებას კი მას ორივე პილოტის მიერ რალის რბოლებში მონაწილეობისას გამოვლენილი უნარები აძლევს.
როგორც ცნობილია, რაიკონენმა ორი სეზონი (2010-2011 წლებში) რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გაატარა, ახლა კი რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში კუბიცაც ასპარეზობს. ორივე „სიტროენის“ ისეთივე სარბოლი ავტომობილის საჭეს უზის, როგორითაც თავად ლოებიც ასპარეზობდა.
„რობერტს უფრო მეტი პოტენციალი აქვს იმისა, რომ მწვერვალს მიაღწიოს. ის ძალიან სწრაფია. რა თქმა უნდა, მეტი გამოცდილება სჭირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ის კიმიზე სწრაფია. ამ ეტაპზე ამის თქმა ძნელია, მაგრამ ვხედავ, რომ მას რალის სტილის სრულყოფის დიდი სურვილი აქვს. კიმი თავიდანვე ძალიან კარგი იყო. მაგრამ განვითარება ვერ შეძლო. ყოველ შემთხვევაში ისე ვერა, როგორც თავად სურდა. სამაგიეროდ, ფ1-ში დაბრუნებისთანავე მოიგო. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, თუ რამდენად განსხვავებულია ფორმულა 1 და რალი“, - ყვება ლოები.

პოლონელ მრბოლს ფორმულა ერთში დაბრუნება სურს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე, ერთადგილიანი სარბოლი ავტომობილის მართვის ფიზიკური უნარი არ აქვს - მარჯვენა ხელის (რომელზეც ტრავმა მიიღო) ფუნქციები სრულად აღდგენილი ჯერაც არ აქვს. მან ჯერ „მერსედეს-ბენცის“ DTM-ის სარბოლ ავტომობილზემ ივარჯიშა, შემდეგ კი ამავე კომპანიის ფ1-ის გუნდის სარბოლ სიმულატორზე.
გასაკვირი არაა, რომ ამ ტესტების შემდეგ, პადოკში გაჩნდა ხმები, რომლების მიხედვითაც, სამქიმიანები კუბიცას გადაბირებას ცდილობენ. მითუმეტეს, მათი ახალი შეფი ტოტო ვოლფი კუბიცას მეგობარია. მაგრამ თავად ვოლფი ამ ხმებს უარყოფს: „ჯერჯერობით, ის რალითაა დაკავებული. მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რალიში გააგრძელებს, თუ ფ1-ში დაბრუნდება“.

No comments:

Post a Comment