დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 3, 2013

„აუდი“ „რეინჯ როვერ სპორტის“ კონკურენტს გამოუშვებს

Audi’s Q Family Will Grow to Include Entry-Level Q2 and Range-Topping Q8 SUVs
3 მაისი
„აუდი“ ლუქს კლასის უგზოობის ავტომობილის წარმოებას გეგმავს, რომლითაც „ლენდ როვერის“ შესაბამისი კლასის „რეინჯ როვერ სპორტს“ კონკურენციას გაუწევს. ამ ინფორმაციას გერმანული კომპანიის კვლევისა და განვითარების შეფი ვოლფგანგ დიურჰაიმერი  ავრცელებს. მისი თქმით, ახალი ავტომობილის სახელი Q8 იქნება და მისი გაყიდვები 2016 წელს დაიწყება.

Thursday, May 2, 2013

ფ1-ის გუნდები საჯარიმო ქულების სისტემაზე იმსჯელებენ

Formula 1 teams in fresh penalty points system discussions
2 მაისი

ფორმულა ერთის გუნდები ესპანეთის დიდი პრიზის დროს ჩაატარებენ შეხვედრას, რომელზეც მრბოლთა საჯარიმო ქულების სისტემის შემოღებაზე იმსჯელებენ. შეხვედრას FIA-ს რბოლების დირექტორი ჩარლი უაითინგი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ავტოსპორტი“ ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ასევე მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელი ტესტების კალენდრის შედგენაზე იმსჯელებენ.

შინ დამზადებული ფ1-ის ბოლიდი


Homemade Formula One Replica is Neat
2 მაისი
ბრიტანელმა ენთუზიასტმა, კევინ თომასმა, საკუთარ ავტოფარეხში, ფორმულა ერთის მანქანის სრულმასშტაბიანი რეპლიკა დაამზადა. საოცარია, რომ თომასს თურმე სრულიად არ გააჩნია ინჟინრის თვისებები და არც შესაბამისი ცოდნა. მაგრამ ამან არ შეაშინა, როდსაც „BAR-ჰონდას“ ბოლიდის ასლის შექმნა განიზრახა.

„ტოიოტას“ შეფი ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში იასპარეზებს

Toyota Boss to Race at the 2013 Nürburgring 24-Hour Race
2 მაისი
აკიო ტოიოდა, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის, „ტოიოტას“ მთავარი აღმასრულებელია და რბოლების ტრფიალი. მას არაერთი ავტომობილის ტესტებში მიუღია მონაწილეობა. მათ შორის ორჯერ, 2007 და 2009 წლებში, ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში. მაშინ „ტოიოტას“ ვიცე პრეზიდენტი იყო, ახლა კი კომპანიის შეფია. და აი, „ჯაპან ტაიმსი“ იუწყება, რომ აკიო ტოიოდა ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში იასპარეზებს.

შემდეგი „შევროლე ვოლტი“ 10 000 დოლარით ნაკლები ეღირება


Next-Gen Chevrolet Volt Will be $10K Cheaper
2 მაისი
შემდეგი თაობის პლაგ-ინ ჰიბრიდული „შევროლე ვოლტი“, ახლანდელთან შედარებით, 10 000 დოლარით ნაკლები ეღირება, - ამის შესახებ, „ჯენერალ მოტორსის“ მთავარმა აღმასრულებელმა დენ აკერსონმა, „ფორჩუნის“ მიერ მოწყობილ კონფერენცია „ბრაინშტორმ გრინზე“ განაცხადა. მისი თქმით, შემდეგი „ვოლტი“ ბაზარზე“ 2015 ან 2016 წელს გამოვა.

„ალფა რომეო“ სედან „გიბლის“ ბაზაზე კუპეს გამოუშვებს


Alfa Romeo Pondering Luxury Coupe, Sedan Based on Ghibli
2 მაისი
თებერვალში ტურინის IED-ის ქართველ სტუდენტ ალექს იმნაძის კონცეპტუალური ავტომობილი „ალფა რომეო 6C“ გაგაცანით. ავტორის ჩანაფიქრით, მისი ნამუშევარი მომავალი იტალიური მასკლ ქარი უნდა ყოფილიყო. ახლახანს, შანჰაის მოტორ შოუზე, იტალიურმა „მაზერატიმ“ საშუალო ზომის სედანი „გიბლი“ წარადგინა. შანჰაის შოუს დასრულებიდან რამდენიმე დღეში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალფა რომეო“ „გიბლის“ პლატფორმაზე კუპეს შექმნას აპირებს.

Wednesday, May 1, 2013

„როლს როისი“ ღია „ვრეიტსაც“ გამოუშვებს


Rolls-Royce CEO Confirms Convertible Wraith, Dismisses SUV Rumors
1 მაისი

„როლს სროისი“ მთავარმა აღმასრულებელმა ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა განაცხადა, რომ მისი კომპანია კუპე „ვრეიტის“ ღია ვერსის გამოშვებასაც აპირებს. თუმცა, მანვე უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ბრიტანული კომპანია უგზოობის ავტომობილის გამოშვებასაც გეგმავს. ამასთან, მიულერ-ოტვოსი დასძენს, რომ ღია „ვრეიტის“ წარმოების დაწყებას დაახლოებით ორი წელი მაინც დასჭირდება.

„მერსედესი“ მაისიდან ნახევარ შტატს ახალ მანქანაზე გადართავს

Mercedes F1 team to put half its workforce on 2014 car by May
1 მაისი
„მერსედესის“ მოტორსპორტის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ფ1-ის გუნდის საინჟინრო შტატის ნახევარი, მაისიდან ახალი მანქანისშესაქმნელად იმუშავებს. მომავალი სეზონისთვის, რეგლამენტი დიდ ცვლილებებს ითვალისწინებს, რის გამოც, ფორმულა ერთის გუნდებს, სრულიად ახალი სარბოლი ტექნიკის შექმნა მოუწევთ. რაც მთავარია, ატმოსფერული V8 ძრავების ნაცვლად, ისინი 1.6-ლიტრიან V6 აგრეგატებზე გადავლენ.

„დაცუნი“ დაბალფასიან ავტომობილს ივლისში გაგვაცნობს

Datsun’s Low-Cost Car to Debut in July
1 მაისი

„ნისანი“ მალე ბაზარზე დააბრუნებს უკვე კარგა ხნის მივიწყებულ, ერთ დროს ძალიან პოპულარულ ბრენდ „დაცუნს“, რომლის ემბლემითაც დაბალფასიან ავტომობილებს გამოუშვებს. „დაცუნის“ ოფიციალური დებიუტი ინდოეთში, 15 ივლისს არის დაგეგმილი. ოფიციალურ პრეზენტაციაზე, იაპონური კომპანია „დაცუნის“ პირველ ავტომობილსაც გაგვაცნობს.

„ფორდის“ ამერიკული გაყიდვები 18 პროცენტით გაიზარდა


Ford US Sales Up 18 Percent Last Month
1 მაისი
„ფორდ მოტორმა“ გამოაცხადა, რომ აპრილში მისი ამერიკული გაყიდვები 18 პროცენტით (შარშანდელ აპრილთან შედარებით) არის გაზრდილი. აქედან, 21 პროცენტი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, 16 პროცენტი კი - პიკაპებსა და უგზოობის ავტომობილებზე. 2007 წლის შემდეგ, ეს ცისფერი ოვალის საუკეთესო აპრილია.

Tuesday, April 30, 2013

„რედ ბული“ ტიტულის მოცილეებს ითვლის


Red Bull says F1 title battle is still a four-way fight
30 აპრილი
„რედ ბულში“ თვლიან, რომ მიმდინარე სეზონში, ტიტულისთვის ოთხი პილოტი იბრძოლებს. ოთხი ეტაპის შემდეგ, ორივე ჩათვლაში წინ სწორედ „რედ ბული“ და მისი მრბოლი სებასტიან ფეტელი არიან. არადა, ხარებისთვის სეზონი არცთუ სახარბიელოდ დაიწყო.

საიუბილეო „დიფენდერ LXV სპეშლ ედიშნ“

Land Rover Marks its 65th Anniversary with Defender LXV Special Edition
30 აპრილი
დღეს „ლენდ როვერს“ 65 წელი შეუსრულდა და გარდა იმისა, რომ იუბილარმა სპეციალური საზეიმო ღონისძიება მოაწყო, რომელზეც სატესტო ტრეკ პეკინგტონ ისტეიტზე 130-ზე მეტი მანქანა გამოფინა, ამ თარიღთან დაკავშირებით, „დიფენდერის“ სპეციალური ვერსია LXV-ც გაგვაცნო. აბრევიატურა LXV რომაული ნიშნებით, სწორედ 65-ს ნიშნავს.

Monday, April 29, 2013

„რენო მეგანი“ R-ლინკით და ვარიატორით - ეკონომიური სიამოვნება

29 აპრილი
ახალ ტელეფონს რომ იყიდი, რომლის მწარმოებელიც ტექნოლოგიურ სიახლეებს გთავაზობს და თავიდან გიჭირს სიახლის და ამ ყველაფრის შეგუება, დაახლოებით იგივე გრძნობა დაგვეუფლა, როდესაც უსაფეხურო ვარიატორით და მულტიმედიურ სისტემა R-ლინკით აღჭურვილი „რენო მეგანით“ პირველი კილომეტრები გავიარეთ. ამის საშუალება, „რენოს“ რუსეთის წარმომადგენლებმა, ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების - ბელარუსის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ჟურნალისტებს მისცეს. სიახლეების ტესტირებისთვის კი სამხრეთ პოლონეთის ქალაქები და მათი დამაკავშირებელი გზები აირჩიეს.

Sunday, April 28, 2013

„რენოს“ იდუმალი კონცეპტის სახელია „ტუინფან“

New Renault Teasers Solve the Riddle of the Mystery Concept: It's the TwinFun
28 აპრილი
ფრანგული კომპანიისთვის, მონტე კარლოს დიდი პრიზი ახალი სპორტული ავტომობილების პირველი ჩვენების ადგილად მკვიდრდება. შარშან იქ კონცეპტუალური „ალპინი“ წარადგინეს, ამჯერად კი კიდევ ერთი სიახლის ჯერია, რომლისაც „რენო“ ჯერ მხოლოდ ფოტო ტიზერებს და მწირ ინფორმაციას გვაცნობს.

„მაკლარენის“ ახალი წამოწყება (ვიდეო)


See what Happens when Your House Becomes the HQ of an F1 Team
28 აპრილი
გასული სეზონის მსვლელობისას, „მაკლარენმა“ ანიმაციურ ფილმ „ტიუნდ“-ით გაგვაოცა. მის მორიგ სერიას ფ1-ის მოყვარული ისევე ელოდა, როგორც რბოლებს. ამ სეზონში კი, თავის პარტნიორ კომპანია „მობილთან“ ერთად, სხვანაირი გასართობი მოიფიქრა - პირადი ვიდეორგოლების კონკურსი, რომელში მონაწილეობაც პლანეტის ნებისმიერ მოსახლეს შეუძლია. კონკურსის გამარჯვებული კი გამორჩეულ პრიზს მიიღებს - უფასოდ დაესწრება აშშ-ის დიდ პრიზს, რომლის დროსაც იქნება „მაკლარენის“ ოფიციალური სტუმარი.