დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 30, 2013

„რედ ბული“ ტიტულის მოცილეებს ითვლის


Red Bull says F1 title battle is still a four-way fight
30 აპრილი
„რედ ბულში“ თვლიან, რომ მიმდინარე სეზონში, ტიტულისთვის ოთხი პილოტი იბრძოლებს. ოთხი ეტაპის შემდეგ, ორივე ჩათვლაში წინ სწორედ „რედ ბული“ და მისი მრბოლი სებასტიან ფეტელი არიან. არადა, ხარებისთვის სეზონი არცთუ სახარბიელოდ დაიწყო.

ამჟამად, ერთადერთი პილოტი, ვისაც ერთზე მეტი რბოლა აქვს მოგებული, ფეტელია. და ის 10 ქულას უგებს მეორეზე მყოფ კიმი რაიკონენს, რომელმაც სეზონი ავსტრალიაში გამარჯვებით გახსნა.
მართალია, მეტოქე გუნდები უსწრაფეს მანქანად „რედ ბულის“ RB9-ს ასახელებენ, მაგრამ მილონ კეინსელები ამაში დარწმუნებულები არ არიან. კერძოდ, ავსტრიული საჯინიბოს შეფი ქრისტიან ჰორნერი თვლის, რომ გადამწყვეტი ფაქტორი საბურავებია. უფრო სწორედ ის, თუ ვინ შეძლებს „პირელის“ საბურავებისთვის ალღოს უკეთ აღებას.
ჰორნერის აზრით, ამ სეზონში გუნდების შესაძლებლობები არნახულად გათანაბრდა. მისი აზრით, ძალიან ძლიერია „ფერარი“, კარგი მანქანა აქვს „ლოტუსსაც“, „მერსედესი“ კი კვალიფიკაციაში ერთ-ერთი საუკეთესოა და შორს არც ის დროა, როდესაც სამქიმიანები რბოლებშიც სერიოზულ კონკურენციას შესძლებენ. დანარჩენები კი ნაბიჯით უკან არიან.
„ძალიან დაძაბული და მჭიდრო ბრძოლა გვექნება. ტრასიდან ტრასამდე შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია. თუმცა, სეზონი კარგად დავიწყეთ - ორ მოგებასა და ერთ მეორე ადგილზე მეტს ვერაფერს ვიტყვი“, - ამბობს ჰორნერი.
ის დასძენს, რომ ბაჰრეინში ფეტელის ერთადერთი საზრუნავი საბურავების გაფრთხილება იყო. ამის გამო, მან მანქანის პოტენციალი სრულად არ გამოიყენა. „მას შემდეგ, რაც ნიკო როსბერგს გაასწრო, სებასტიანი სრულად აკონტროლებდა რბოლას. არ ყოფილა მომენტი, როცა მას ლიდერობის დაკარგვის საშიშროება ჰქონდა“, - ყვება ჰორნერი.

No comments:

Post a Comment