Kubica confirms he drove in Mercedes's Formula 1
simulator
28 აპრილი
![]() |
კუბიცა და ვოლფი |
ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას, რობერტ კუბიცამ
დაადასტურა, რომ „მერსედესის“ ფ1-ის სიმულატორზე ივარჯიშა. ეს ინფორმაცია პირველად
ცოტა ხნის წინ გაჟღერდა, როდესაც პოლონელი მრბოლი რალის ევროპული ჩემპიონატის
ეტაპზე ასპარეზობდა. მაგრამ დღეების განმავლობაში, ჭორის ელფერი დაჰკრავდა. თუმცა,
აზორის რალის წინ, კუბიცას „ავტოსპორტის“ რეპორტიორი ესაუბრა და ამ საუბრისას
მრბოლმა დაადასტურა, რომ ბრეკლიში იმყოფებოდა და სიმულატორზე ივარჯიშა. თუმცა, ამ
თემაზე მეტის თქმა აღარ ისურვა.