დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, April 21, 2013

ალონსოს მეორე უიღბლო რბოლა


Alonso rues ‘two unlucky moments in four races’
21 აპრილი
ბაჰრეინულ რბოლაში არ გაუმართლა ფერნანდო ალონსოს, რომელმაც რბოლა მეორე რიგიდან აიღო და ყველა თვლიდა, რომ სებასტიან ფეტელს გამარჯვებისთვის სწორედ ის გაუწევდა მეტოქეობას. მაგრამ რბოლის დასაწყისშივე, ალონსოს პრობლემა შეექმნა, რამაც მისი შედეგი განსაზღვრა.

„ძალიან ძნელი რბოლა მქონდა. ორი წრის განმავლობაში, ბოქსში ორჯერ შესვლამ მომიწია და პელოტონის კუდში აღმოვჩნდი. თანაც, DRS არ მუშაობდა. ამან საქმე ძალიან, ძალიან გამირთულა. ისევ უიღბლო რბოლა მქონდა. ოთხ რბოლაში უკვე მეორედ არ გამიმართლა“, - ყვება ალონსო.
ესპანელი იმედოვნებს, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება და ყოველთვის სუბიექტური მიზეზის გამო არ მოუწევს ქულების დაკარგვა: „რბოლებში უიღბლობა ხან ერთს მიაკითხავს, ხან - მეორეს. იმედია, ლიმიტი ამოვწურე. ახლა სხვების ჯერია და სწორედ მაშინ უნდა ვცადო ჩამორჩენის აღმოფხვრა“.
გაწბილებულია „ფერარის“ შეფი სტეფანო დომანიკალიც: „იმედგაცრუებულნი ვართ. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენთვის კარგი რბოლა უნდა ყოფილიყო. მანქანას სიჩქარე არ აკლდა, მაგრამ DRS-ის გაჭედვამ ყველაფერი გააფუჭა. არ გაუმართლა ფელიპესაც. ჯერ დასაწყისში მცირე შეჯახება, შემდეგ კი ორჯერ რეზინის პრობლემა. რას ვიზამთ, ასეთია რბოლები“.

No comments:

Post a Comment