დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 24, 2013

რატომ ამჯობინა „პორშემ“ ფ1-ს ლე მანი

Porsche says F1's lack of road relevance pushed it to LMP1 instead
24 აპრილი

„პორშეს“ გადაწყვეტილებას, ფორმულა ერთის ნაცვლად, გამძლეობაზე რბოლებში დაბრუნებულიყო, პრაგმატული მიზეზებით იყო განპირობებული. გერმანულ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გამძლეობაზე რბოლები, ტექნიკური თვალსაზრისით, უფრო ახლოსაა ავტომობილების წარმოებასთან და შესაბამისად, ასეთ სერიაში მონაწილეობას, კომპანიისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.

მომავალი სეზონიდან, ცუფენჰაუზენელები LMP1 კატეგორიაში, ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღჭურვილი პროტოტიპით იასპარეზებენ. „პორშეს“ კვლევისა და განვითარების შეფმა ვოლფგანგ ჰატცმა განაცხადა, რომ სარბოლი ავტომობილი ზოგიერთ ტექნოლოგიას, მათ შორის ჰიბრიდულსაც, სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერისგან“ გაიზიარებს, რომელიც ბაზარზე ამ წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება და კონკურენციას „ფერარი ლაფერარის“ და „მაკლარენ P1-ს“ გაუწევს.
„ჩვენ სპორტული ავტომობილების მწარმოებლები ვართ. „პორშე“ ყოველთვის ცდილობდა სარბოლო გამოცდილების საგზაო ავომობილებში გამოყენებას. სწორედ ამიტომ, ორი-სამი წლის წინ, ჩვენ მოტორსპორტში დაბრუნება გადავწყვიტეთ და ფორმულა 1-ს სპორტული ავტომობილების სერია ვამჯობინეთ. ფ1 ალტერნატივის სახით იყო, მაგრამ მას ნაკლები საერთო აქვს საგზაო ავტომობილებთან. თანაც, იქ ბევრი პოლიტიკაა და ბევრი რამ საბურავებზეა დამოკიდებული. აქ კი გადამწყვეტი შასი და ძრავია. რა თქმა უნდა, აეროდინამიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის იმდენად ექსტრემალურია, რომ საგზაო ავტომობილებისთვის ნაკლებად გამოდგება“, - შანჰაის მოტორ შოუს დროს, ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას განაცხადა ჰატცმა.
სხვათა შორის, ფ1-ის პადოკში გავრცელდა ხმები, რომ „პორშემ“ მარკ ვებერი გადაიბირა, რომელიც ამ სეზონის ბოლოს, „რედ ბულთან“ კონტრაქტს აღარ გააგრძელებს და „პორშეს“ პროგრამაზე გადაერთვება. მართალია, ეს ხმები ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ ასეც მოხდეს.

No comments:

Post a Comment