დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 22, 2013

„ნისან ფრენდ-ME“ - კონცეპტი ახალგაზრდა ჩინელებისთვის

Nissan Friend-ME Concept was Designed for Young Chinese Buyers
22 აპრილი
დამიმეგობრდი - ასე შეიძლება გავიგოთ ამ კონცეპტუალური ავტომობილის სახელი, რომელიც „ნისანმა“ სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის, უფრო კონკრეტულად კი ახალგაზრდა ჩინელი მყიდველისთვის შექმნა. ეს კი ის სეგმენტია, რომელიც სპეციალისტების პროგნოზით, მალე მსოფლიოში უდიდესი გახდება.
იაპონური კომპსნიის რელიზში აღნიშნულია, რომ „ფრენდ-ME“ სედანია, თუმცა რეალურად, მას უფრო ჰეჩბეკის გარეგნობა აქვს. „ნისანის“ პოზიცია გასაგებია - ჩინეთში ყველაზე მეტი პოპულარობით სწორედ სედანის კლასის ავტომობილების არგებლობს. და თუ მყიდველს ახალ პროდუქტს სედანად შესთავაზებ, წარმატებისთვის მეტი შანსია. ყოველ შემთხვევაში, თუ ჰეჩბეკი არა, ეს კონცეპტუალური ავტომობილი ფასტბეკი მაინცაა და არანაირად სედანი.
„ფრენდ-ME“ ოთხადგილიანი ავტომობილია. დაბერილი ფორმები და საკმაოდ აგრესიული გამომეტყველება, მის სპორტულობაზე მიგვანიშნებს. ესეც კარგი სატყუარაა ახალგაზრდებისთვის. კონცეპტუალური ავტომობილი „ნისან დიზაინ ჩაინასა“ და „ნისან გლოუბლ დიზაინ სენტერის“ სპეციალისტების ერთობლივი პროდუქტია.

კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობის მთავარი დამახასიათებელია ერთგვარი V-ს ფორმის რადიატორი, რომელიც გარკვეული მოდიფიკაციის შემდეგ, ალბათ „ნისანის“ ახალი კორპორატიული სტილის საფირმო ნიშანი გახდება. რადიატორიდან წამოსული ტალღოვანი ფორმები, ავტომობილს მთელ სიგრძეზე მიუყვება და კარგად ეხამება წინა და უკანა ბორბლების თაღებს. ბუმწრანგის მსგავსი მოყვანილობა აქვს წინა და განსაკუთრებით უკანა ფარების ბლოკებს. საინტერესოდაა შესრულებული უკანა საყრდენი, რომელიც კარგა მსხვილია, მაგრამ მისი ხილული ნაწილი სახურავამდე არ აღწევს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სახურავსა და საყრდენს შორის წყვეტაა. უბრალოდ, ეს დიზაინერული, საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტაა.
სალონში, ყოველი სავარძლის გარშემო ისეთი გარემოა სექმნილი, სარბოლი ავტომობილის კოკპიტს გაგახსენებთ. ასეთ ეფექტს ის გარემოება ქმნის, რომ წინა და უკანა სავარძლები ერთმანეთისგან ზორბა ცენტრალური კონსოლითაა გაყოფილი. მის წინა ნაწილზე კი თხევადკრისტალური მონიტორია მოთავსებული, რომელზეც ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ასეთი გადაწყვეტის იდეა იმაშია, რომ ავტომობილის მძღოლი და მგზავრები თანაბარ პირობებში უნდა იმყოფებოდნენ.
„ნისანის“ რელიზში აღნიშნულია, რომ კონცეპტუალური ავტომობილი, მის ერთ-ერთ სერიულ პლატფორმაზეა ბაზირებული, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელზე. ამასთან, „ფრენდ-ME-ს“ მინიმალური რაოდენობით უნიკალური კომპონენტი აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ სერიულ ავტომობილად მისი გარდაქმნა ადვილად და სწრაფად მოხდება. ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც „პუარდრაივის“ სახელითაა ცნობილი.
დაბოლოს, იმ თაობის შესახებ, რომელიც მარტო ჩინეთში, 240 მილიონ ადამიანს მოიცავს. ამ თაობას ხშირად „ბალინგუს“ ეძახიან. ამ ტერმინით მოიაზრება ადამიანები, რომლებიც 1980-იან წლებში არიან დაბადებული. „ნისანი“ ამბობს, რომ კონცეპტუალური „ფრენდ-ME“ იმ მამრობითი სქესის მყიდველისთვისაა განკუთვნილი, რომელთა ასაკიც 20-30 წელია. ისე კი, „ფრენდ-ME“ გლობალურ ავტომობილად არის ჩაფიქრებული.

No comments:

Post a Comment