დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 18, 2013

როიტერსის ცნობით, „ფისკერი“ ჰონ კონგელმა მილიარდერმა შეიძინა

Fisker loan likely won by Hong Kong tycoon
18 ოქტომბერი
ამერიკულ კომპანია „ფისკერს“, რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდულ სპორტულ სედან „კარმას“ (ფოტოზე) აწარმოებს, შესაძლოა მალე ჰონ კონგში ბაზირებული საინვესტიციო ჯგუფის საკუთრება გახდეს. ეს ჯგუფი ადგილობრივ უმდიდრესი ადამიანის, კაშინ ლის (ფორბსის ინფორმაციით, მისი ქონება 25.5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული) უმცროს შვილს, რიჩარდ ლის ეკუთვნის, ვინც ერთ დროს „ფისკერის“ ინვესტორი იყო.
„ფისკერს“ აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის ვალი 168 მილიონ დოლარი აქვს. ამიტომ, სახელმწიფომ კომპანია აუქციონზე გამოიტანა. როიტერსის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საავტომობილო კომპანია სწორედ ლიმ შეიძინა. თუმცა, მხარეებს შორის ჯერაც შესათანხმებელია ზოგიერთი დეტალი, რის შემდეგაც, გარიგების შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.
როიტერსისვე ცნობით, აუქციონზე ლის მეტოქეობას მინიმუმ ორი საინვესტიციო ჯგუფი უწევდა. მათგან ერთი გერმანული „ფრიც ნოლსია“, მეორე კი ჯგუფი, რომელშიც საკუთარი ინტერესები, „ჯენერალ მოტორსის“ ყოფილ აღმასრულებელ ბობ ლუცს აქვს და რომელშიც საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელი ჩინური კომპანია „ვანსიანი“ შედის.
ვალის გამო, „ფისკერი“ უკვე 15 თვეა, ავტომობილებს ვეღარ აწარმოებს. აპრილში კომპანიამ თავისი პერსონალის უმეტესობა დაითხოვა. აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტმა „ფისკერის“ აუქციონზე გამოტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშკარა გახდა, რომ კომპანია ვალებს ვერ გაისტუმრებდა.
აღსანიშნავია, რომ „ფისკერის“ დამაარსებელმა, წარმოშობით დანიელმა ჰენრიკ ფისკერმა, ვინც სახელი „ბეემვესა“ და „ასტონ მარტინში“ მუშაობისას გაითქვა, თავისი კომპანია მარტში დატოვა და ერთხანს, რიჩარდ ლისთან მუშაობდა. თუმცა, შემდეგ იქიდანაც წამოვიდა. ამის მიუხედავად, როგორც ამბობენ, ლისთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.

No comments:

Post a Comment